Saturday, December 22, 2012

ებრაული "კარსამტვრევი" SIMON

საკმაოდ საინტერესო მოწყობილობა – SIMON - სალულე კარსამტვრევი ყუმბარა. იწარმოება ებრაული კომპანია Rafael–ის მიერ 2005 წლიდან. ყუმბარის ძირითადი დანიშნულებაა ქალაქის პირობებში ბრძოლის წარმოებისას შესავლელი კარებების გამომტვრევა. ყუმბარა კეთდება იარაღის ლულაზე და მისი ტყორცნა 5,56მმ–ნი ტყვიის გასროლით ხდება. ეფექტური სროლის მანძილი 15–30 მეტრი. ყუმბარა შეიარაღებაში დგას ისრაელის და აშშ–ს არმიებში. ასევე არსებობს პირდაპირ კარებზე დასაყენებელი მოდიფიკაციაც.

დაწვრილებით ყუმბარის შესახებ: Simon (GREM) – Door Breaching Rifle Grenade 

SIMON ებრაულ არმიაშისწავლებაზე









არსებობს ასევე იმავე ფირმის მიერ ანალოგიური სქემით შექმნილი უფრო მძლავრი ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი Matador – რომელიც ქალაქის პირობებში ბრძოლისას მძიმე კარებების და კედლების განანგრევად გამოიყენება.

დაწვრილებით Matador–ის შესახებ:
Matador (PZF-90) Family

No comments:

Post a Comment