ირანის სამხედრო მრეწველობამ ახალი, Ario-H762 სტაბილიზატორით, თბოვიზორით და დღის ტელეარხით აღჭურვილი საბრძოლო სადაზვერვო–სათვალთვალო მოდული შობა. მოდულის შემადგენლობაში შესაძლებელია როგორც არაგაგრილებადი ფოტომომღებიანი ირანული წარმოების თბოხედვის კამერების, TBIR–90–ის ასევე გაგრილებადი SAFIR–244–ის დაყენება.
მოდულის დანიშნულებაა აწარმოოს – დაზვერვა და დაკვირვება აღმოჩენილი სამიზნეზე ცეცხლის წარმოების შესაძლებლობით. მოდულზე შესაძლებელია ლაზერული მანძილმზომის, Ario-MRL10–ის დაყენებაც.
მოდულის მართვა დისტანციურია, მისი დაყენება ტექნიკის ფართო სპექტრზეა შესაძლებელი – დაწყებული ჯიპებით და დამთავრებული ტანკებით.
მოდული საყრდენ ღერძზე მაგრდება, ვერტიკალური აწევ–დაწევის კუთხე -30–დან + 50 გრადუსამდეა. მოდული შექმნილია თეგერანული კომპანია RayanroshdAfzar Co–ს მიერ, რომელიც საწარმოო ავტომატიზაციის, ელექტრონიკის და ტელეკომუნიკაციების წარმოებითაა დაკავებული.
მოდულის ტტმ–ი:
No comments:
Post a Comment