Showing posts with label საბრძოლო მოდული. Show all posts
Showing posts with label საბრძოლო მოდული. Show all posts

Thursday, September 19, 2019

აშშ-ს არმია CROWS-ის შესყიდვას განაგრძობს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


აშშ-ს არმიამ კომპანია Kongsberg-თან ახალი, 48 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის ფარგლებში კომპანიამ აშშ-ს არმიას CROWS-ის ტიპის ( Common Remote Weapon Stations) დისტანციურად მართვადი მოდულები უნდა მიაწოდოს.

2007 წლის მერე რაც აშშ-ს არმიამ Kongsberg-თან CROWS-ის პირველი ხელშეკრულება გააფრომა, კომპანიამ შემკვეთს 16 000 დისტანციურად მართვადი მოდული გადასცა.


Friday, December 14, 2018

ჯტრ Namer-ისა და Eitan-ის საბრძოლო მოდული გამოცდების შემდეგ ეტაპზე გადავიდა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანტექნიკისა და Merkava-ს შექმნის სამმართველომ წარმატებით დაასრულა Namer-ისა და Eitan-ისთვის გაბნუთვნილი, უკაცური კოშკურის გამოცდების პირველი ეტაპი.



გამოცდების ფარგლებში პირობითი სამიზნეების მიმართულებით გაშვებული იქნა Gil-ის ტიპის (Spike-MR ან Spike-LR) რამდენიმე ტსმრ. გამოცდები 2018 წლის 12 დეკემბერს, ნეგევის უდაბნოში მდებარე "სედმას" სასროლეთზე განხორციელდა

როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული ჯტრ Namer-ზე იყო დამონტაჟებული. ვიდეოზე ასევე ჩანს ტსმრ-ის განთავსების ადგილი და მისი ამოწევის მექანიზმი.



აღნიშნული საბრძოლო მოდულის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა: კოშკურითა და ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი ჯტრ Namer

Thursday, May 28, 2015

დელტას ნაწარმი 26 მაისის გამოფენაზე

სნაიპერული შაშხანები – სატევარი .338 B.G.M. (Sniper Rifle .338 B.G.M.) და დელტა ტაქტიკალი .308 win ( (Sniper Rifle .308 win)

მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა "პდშპ" – ორი ვარიანტი
Anti Material Sniper Rifel "PDShP" 


"დელტას" მოდულები და ნაღმტყორცნები

ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი პდ–7
Off-route Antitank Mine PD-7

საბრძოლო მოდული
Remote Control Weapon Station

 საბრძოლო მოდული
Remote Control Weapon Station

 120მმ–ნი ნაღმტყორცნის მობილური მოდული
120mm Mortar's Artillery Parts

სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი სდ–26
Antihall system SD-26

პისტოლეტ ტყვიამფრქვევი "იამანი"
Submashine Gun "IAMANI"

ინდივიდუალური დაცვის სისტემები

საარმიო დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH Mk-1


სპეციალური დანიშნულების ჩაფხუტი DH Mk-3

სპეციალური დანიშნულების ჯავშანჟილეტი Mk-1

სპეციალური დანიშნულების ჯავშანჟილეტი Mk-1–ის ჩაცმის პროცესი
ჯავშანჟილეტი სპეციალური ამორტიზატორითაა აღჭურვილი, რომელიც ასევე ხელს უცყობს სხეულის განიავებას