ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანტექნიკისა და Merkava-ს შექმნის სამმართველომ წარმატებით დაასრულა Namer-ისა და Eitan-ისთვის გაბნუთვნილი, უკაცური კოშკურის გამოცდების პირველი ეტაპი.
გამოცდების ფარგლებში პირობითი სამიზნეების მიმართულებით გაშვებული იქნა Gil-ის ტიპის (Spike-MR ან Spike-LR) რამდენიმე ტსმრ. გამოცდები 2018 წლის 12 დეკემბერს, ნეგევის უდაბნოში მდებარე "სედმას" სასროლეთზე განხორციელდა
როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული ჯტრ Namer-ზე იყო დამონტაჟებული. ვიდეოზე ასევე ჩანს ტსმრ-ის განთავსების ადგილი და მისი ამოწევის მექანიზმი.
აღნიშნული საბრძოლო მოდულის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა: კოშკურითა და ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი ჯტრ Namer
No comments:
Post a Comment