Thursday, December 13, 2018

TC-GMLRS - აშშ-ს არმიის გაორმაგებული მანძილის და გაზრდილი სიზუსტის მქონე ზცრს

TC-GMLRS - აშშ-ს არმიის გაორმაგებული მანძილის და გაზრდილი სიზუსტის მქონე ზცრს



ამა წლის 19 ივნისს, აშშ-ს შტატ ნიუ-მექსიკოში მდებარე საცდელ პოლიგონ "უაიტ სანდს"-ზე (თეთრი ქვიშები), აშშ-ს საარმიო ავიაციისა და სარაკეტო კვლევების, შემუშავებისა და პროექტირების ცენტრის (U.S. Army Aviation and Missile Research, Development, and Engineering Center - იგივე AMRDEC)  მიერ, გაუმჯობესებული კუდა ფრთასხმულობის მქონე, სარაკეტო სისტემის გამოცდა განხორციელდა.



კუდა ფრთასხმულობის მართვადი ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემა TC-GMLRS-მა (Tail Controlled Guided Multiple Launch Rocket System), თავისი პირველი საცეცხლე გამოცდები 2018 წლის 29 მარტს, იმავე პოლიგონზე განახორციელა. თვითონ ზცრს-ის საბაზისო მოდელი, 2003 წელს ჩაეშვა სერიულ წარმოებაში და ის აშშ-ს არმიის არტილერიის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. ამჟამად წარმოებაში არსებული GMLRS-ის რაკეტები წინა ფრთასხმულობითაა აღჭურვილი, რომლებიც რაკეტის კორექტირებისთვის გამოიყენება, მაგრამ დიდ მანძილებზე სამოქმედოდ არაა ადაპტირებული.


პროგრამა TC-GMLRS - ეს არის AMRDEC-სა და "კოსმოსი და რაკეტების საცდელი პროგრამის ოფისს" შორის პარტნიორობით შექმნილი ნაწარმი, რომლის მიზანსაც GMLRS-ის შესაძლებლობების გაფართოება წარმოადგენს.

ახალმა რაკეტამ პირველ საცდელ სროლებში 112,9 კმ-ზე (მიახლოებით 70 მილი) მოახდინა სამიზნის განადგურება. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, რაკეტამ სამიზნე ვერტიკალური პიკირებით გაანადგურა და მისგან სულ რაღაც 2 მეტრში აფეთქდა. ეს მისი ეფექტური ფრთასხმულობის წყალობით მიიღწევა. მეორე გამოცდისთვის, TC-GMLRS-მა, დაგემილ მაქსიმალურ მანძილზე, 139 კილომეტრზე, უნდა იფრინოს.


წყარო:

No comments:

Post a Comment