Tuesday, October 30, 2012

1973 წელი - "განკითხვის დღის" ომი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ომის წინა პერიოდი


 1. სიტუაცია 1967 წლის ომის შემდეგ

1967 წლის ექვსდღიან ომმა ძალიან დიდი და ღრმა ცვლილებები მოიტანა როგორც ებრაელებისთვის ასევე არაბებისთვის - რადიკალურად შეცვალა ისრაელის პოლიტიკური მენტალიტეტი და სტრატეგია. იმ ტერიტორიებმა, რომლებიც ისრაელმა ხელში ჩაიგდო, პირველად ქვეყანას მის ისტორიაში მისცა ის სიღრმე, რომელიც მას სტრატეგიული მანევრების და არჩევნის ფუფუნებას აძლევდა. ამისგან საწინააღმდეგოდ ამ ფაქტმა არაბებში საკმაოდ მაგარი გამწარება და დამცირება გამოიწვია. არაბული სამყარო თავს შეურაწყოფილად გრძნობდა და მათი სიძულვილი ებრაელების მიმართ უფრო გაძლიერდა. ამიტომ არაბულმა ქვეყნებმა ეგვიპტის მეთაურობით მიუხედავად დამარცხებით გამოწვეული კატასტროფისა, განსაკუთრებით ეგვიპტის არმიაში, გადაწყვიტეს სამზადისი დაეჭირათ ახალი შეტევისთვის - რომელიც მათ შელახულ სიამაყეს და დაკარგულ ტერიტორიებს დაუბრუნებდა.

2. სამხედრო მდგომარეობა

1967 წელს, ექვს დღიანი ომის დასრულებისთანავე იწყება მცირე შეტაკებები სუცეის არხის გასწვრივ ეგვიპტესა და ისრაელს შორის.
1968 წელს ეგვიპტის არტილერიამ ცეცხლი გახსნა რას-ელ-ალის და კადარას მიმართულებით, რის შედეგადაც 18 ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ინცინდენტზე ებრაელების პასუხმა არ დააყოვნა და განახორციელდა სპეცოპერაცია ეგვიპტის ტერიტორიის სიღრმეში, ნილოსის ხეობაში, ნაზ ხამადიში, სადაც გაანადგურეს ელექტროენერგიის გამომმუშავებელი სადგური, რითაც ხაზი გაუსვეს ეგვიპტის უსუსურობას ებრაული მოქნილი ძალების წინაშე. ამ მოვლენამ იმდენად დათრგუნდა ეგვიპტელები, რომ ნასერმა დროებით ხელი აიღო მომდევნო გამომფიტავ ომზე და გადადო ის 1969 წლამდე.
ეგვიპტური არტილერიის დაბომბვებმა აიძულა ებრაული მხარე იმავე წელს დაწყო სუეცის არხის გასწვრივ საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობა. საკმაოდ დიდი პრობლემის წინ დადგა ებრაული არმია - ვერ აერჩიათ სად მოეწყოთ საფორთიფიკაციო ნაგებობები, უაშუალოდ არხის გასწვრივ თუ სიღრმეში, ასევე ვერ თანხმდებოდნენ როგორი თავდაცვა უნდა აერჩიათ - უძრავი თუ მობილური. საბოლოოდ ამჯობინეს პირდაპირ არხის გასწვრივ მოეწყოთ თავდაცვითი ზღუდე და მას "ბარ ლევი"  უწოდეს, ეს სახელი იმ დროს ისრაელის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის - ადგუ ხაიმ ბარ ლევის საპატივცემულოდ ეწოდა.
1969 წლის მარტში ეგვიპტემ დაიწყო მცირე შეტევები ებრაულ საზღვარზე, იმ მიზნით რომ - "დაასუსტებდა მოწინააღმდეგის ბრძოლის გაგრძელების სურვილს, დაიბრუნებდა სინას ნახევარკუნძულს და მონახავდა გამოსავალს იმ ჩიხიდან რომელშიც ქვეყნის პოლიტიკა 1967 წლის ომის შემდეგ შევიდა."

ამ მცირე ინტენსივობის კონფლიქტის გეგმა ითვალისწინებდა:

  1. პირველ საფეხურზე - არტილერიით მოქმედება და თავდაცვითი ზღუდის, "ბერ ლევის" ფორთიფიკაციების განადგურება.
  2. მეორე საფეხურზე - მას შემდეგ რაც განადგურდებოდა თავდაცვითი ხაზი უნდა განეხორციელებინათ სუეცის არხის  გადალახვა სპეცდანიშნულების რაზმების შეზღუდული ძალებით, მცირე დორი პერიოდით არხის აღმოსავლეთ ნაპირზე შეზრუდულ სიღრმეში.
  3. მესამე საფეხურზე - განეხორციელებინათ ოპერაციები მცირე დროის განმავლობაში მსხვილი ქვედანაყოფებით.
  4. ბოლო, მეოთხე საფეხურზე - უნდა მომხდარიყო არხის გადალახვა დიდი შენაერთებით, რომელთა მიზანიც იქნებოდა გაეკონტროლებინათ მიწის დიდი ფართობი და სავარაუდოდ დაებრუნებინათ მთელი დაკარგული ტერიტორიები.
1969 წლის მარტისა და აპრილის განმავლობაში განხორციელდა ებრაული თავდაცვითი ხაზის ინტენსიური არტდამუშავება. მაისში ნასერმა განაცხადა რომ "ბარ ლევის" ხაზის 60% განადგურებულია და მალე მომდევნო საფეხურებსაც განახორციელებს (რეალობაში "ბარ ლევის"  ხაზმა თავისი დანიშნულება გაამართლა და დაბომბვებს გაუძლო).
1969 წლის ივლისში ისრაელის არმიის დანაკარგები ამ გამომფიტავი ომის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ გადაწყდა კონტრზომების მიღება და ამისთვის ის სფერო გამოიყენა, რომელშიც ტრადიციულად ლიდერი იყო - დაიწყო ავიაციით გევიპტის ტერიტორიის დაბომბვა. ამგვარად გამომფიტავი ომი ანტი-გამომფიტავ ომად აქცია, რისი შედეგიც მომდევნო თვეებში იყო:
  • განადგურდა ეგვიპტური ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების, SAM-2-ების ქსელი სუეცის არხის გაყოლებაზე.
  • გაფართოვდა ებრაული ავიაციის მოქმოედების ზონა და გადმოისხა დესანტი კუნძულ სანდუანზე, სუეცის ყურეში.
1970 წლის აპრილში დაიწყო "გამომფიტავი ომის" უკანასკნელი ფაზა, როდესაც ებრაელებმა შეწყვიტეს ავიაციით ეგვიპტის ტეიტორიაზე ფრენა და სახმელეთო რეიდების განხორციელება, რის შემდეგაც გააქტიურეს შეტევები სუეცის არხის მიმდებარე სასაზღვრო ზონაში. ყოველივე ამის შემდეგ დაპირისპირებამ რადიკალური სახე მიიღო. 1973 წლამდე სამხედრო დაპირისპირება ცვალებადი ინტენსივობით მიმდინარეობდა.


3. დიპლომატიური და სამხედრო მდგომარეობა

1969 წელი გამოდგა შუა აზიის მომბრუნების მომენტად - ეგვიპტის პრეზიდენტი, ნასერი, ვიზითი იმყოფებოდა მოსკოვში, რის შემდეგაც მოსკოვიდან ეგვიპტეში სამხედრო ტექნიკის და პირადი შემდაგენლობის გადაყვანა დაიწყო.
1970 წელს ასევე  ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, პირველი -  აშშ-ს პრეზიდენტმა ნიქსონმა ნება დართო ისრაელისთვის 0,5 მილიარდი დოლარის ღირებულების თანამედროვე სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. ხოლო მეორე - 1970 წლის სექტემბერში სამოქალაქო ომი იორდანიაში, სადაც საბოლოოდ ხუსიენმა შეძლო ჩაეხშო პალესტინელების გამოსვლები.
1970 წლის ივლისში ნასერმა მიიღო "ცეცხლის შეწყვეტის პირობები", რომელიც 1970 წლის 7 აგვისტოდან შედიოდა ძალაში. აგვარად მან საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობით მოხაერხა სუეცის არხისკენ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების შეუფერხებლად გადაადგილება და გაშლა. მეორეს მხრიდან ებრაელები იწყებენ "ბარ ლევის" ხაზის გაძლიერებას, მისგან 5-7 მილის სიღრმეში მეორე თავდაცვითი ხაზის მოწყობის გზით - მიუხედავად იმისა რომ ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობაში (ძირითადა ბარ ლევისა და გენერალ ტალს შორის) არსებობდა ამ ფორთიფიკაციების მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის შესახებ სერიოზული განხეთქილება. საბოლოოდ შუალედური გადაწყვეტილება იქნა მიღებული - რომლის შედეგებიც საგრძნობი გახდა ომის დაწყების პირველივე საათებში.
1970 წლის 28 სექტემბერს ნასერი გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა და გეგმები არ შეცვლილა. მაგრამ ეგვიპტეს ახალმა პრეზიდენტმა, სადადმა 1971 წლის მარტში აღარ გააგრძელა ის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც მანამდე მიმსა წინამორბედმა ორჯერ გააგრძელა. ეს ქმედება მან შემდეგნაირად ახსნა - "1971 წელი გადამწყვეტი წელი უნდა გახდესო".
პრობლემის გადასაჭრელად 1969-1971 წლებში მუდმივად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ("როჯერის" გეგმა, მეიერის "შეთავაზება" და სხვები), მაგრამ უშედეგოდ.
1972 წელს ეგვიპტის ომის მინისტრი, გენერალი ისმაილი მოსკოვში ჩავიდა, რათა იქედან მიწა-მიწა კლასის რაკეტა SCUD-ები ჩამოეტანა, რომლებიც  ებრაელების წინააღმდეგ სერიოზულ შემაკავებელ ძალად უნდა გამხდარიყო და ასევე უნდა აღეკვეთა ებრაული ავიაციის რეიდები. რაკეტა SCUD-ებმა, რომლებსაც მოქმედების 180  მილიანი რადიუსი გააჩნდათ, ეგვიპტეშ 1973 წლის აპრილში ჩააღწიეს და ამგვარად გახდნენ ერთ-ერთ მიზეზად, რომლის გამოც ეგვიპტემ ისრაელზე თავდასხმა გადაწყვიტა.
1972 წლის მაისში და 1973 წლის ივლისში განხორციელდა მაღალი ეშელონების შეხვედრები (ნიქსონი-კოსიგინი) მოსკოვში და ვაშინგტონში. პრეზიდენტმა სადადმა ეს შეხვედრა არაბული ბრძოლის ღალატად აღიქვა. კაირო ფიქრობდა რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ტაქტიკურ დონეზე შუა აზიაში არსებული მდგომარეობის დაკანონებას ნიშნავდა.
ამ პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ სადადის კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდიოდა - ჩაერთო აშშ ახლო აღმოსავლეთის მოვლენებში და სრულებით განთავისუფლებულიყო მოსკოვის დამოკიდებულებისაგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. სსრკ-ეგვიპტეს ურთიერთობებმა სერიოზული დარტყმა მიიღო 1972 წლის ივლისში - როდესაც სადადმა გამოაცხადა ეგვიპტედან საბჭოთა კავშირის დიპლომატიური კორპუსის გაყვანის შესახებ.
ამ პერიოდში ებრაელები უქმად არ იჯდნენ - მათ დაპყრობილ ტერიტორიებზე მდგომარეობის გასამტკიცებლად  საკუთარი დასახლებების აღმართვა დაიწყეს. დრო არაბების წინააღმდეგ მუშაობდა. რაც მეტი სიმშვიდე მყარდებოდა რეგიონში, ხალხი მით მეყად გამოხატავდა აღშფოთებას იმის თაობაზე რომ - სინას ნახევარკუნძული ეგვიპტეს ეკუთვნის, გოლანის სიმაღლეები სირიას და მდინარე იორდანის დასავლეთი სანაპირო და აღმოსავლეთი იერუსალიმი იორდანიას.

4. მდგომარეობა ომის დაწყებამდე

1973 წელს ეგვიპტელებმა და სირიელებმა დაიწყეს ისრაელის საწინააღმდეგო მოქმედებების შეთანხმება და იანვარში "არაბულმა საბჭომ თავდაცვის სფეროში"  დაამტკიცა ერთობლივი პოლიტიკურ-სამხედრო გეგმა ებრაელების წინააღმდეგ სამოქმედოდ.
1973 წლის მარტში, ეგვიპტელი დიპლომატის, ხაფეზ ისმაილის ვაშინგტონში ვიზიტის წარუმატებლობის შემდეგ, სადადმა გადაწყვიტა ისრაელის წინააღმდეგ ომი დაეწყო. ის ადგენს სუეცის არხის გადალახვის და სხვა ოპერაციების გეგმას. ინტერესს იწვევ დეზინფორიმირების გეგმა, რომელიც მოიცავდა:

  1. 1973 წლის იანვრიდან ეგვიპტურმა არმიამ 20-ჯერ მოიწვია რეზერვი საწვრთვნელად და ყოველ ჯერზე რამდენიმე დღის შემდეგ ხდებოდა მათი დემობილიზაცია. ამ პერიოდში განხორციელდა ორი დიდი სწავლება რეზერვისტების მონაწილეობით - რის შემდეგაც ისენი დაითხოვეს. სექტემბრის ბოლოს რეზერვისტების სამივე კატეგორია კვლავ გამოძახებული იქნა. გაწვევის ბრძანებები, რომლებიც მიზანმიმართულად ჟონავდა, იმას მოწმობდა რომ რეზერვის დათხოვნა 8 ოქტომბერს მოხდებოდა. წინა შემთხვევებთან შედარებით (და ისრაელმა ეს "ისწავლა") არ იქნა გაწვეული სამოქალაქო თავდაცვის ორგანოები არც ეგვიპტეში და არც სირიაში და საერთოდ არ შექმნილა, როგორც წინა ჯერებზე, ომის ატმოსფერო.
  2. გეგმა ითვალისწინებდა არა მარტო ისრაელის არამედ აშშ-ს  დეზინფორმირებასაც (ორივე შესანიშნავად გამოუვიდა - კესინგერი ამტკიცებდა რომ ოქტომბერში არაფერი არ მოხდებაო) და ყველაფერთან ერთად დეზინფორმირებულები თვით ეგვიპტელი ოფიცრები იყვნენ. ტყვედ ჩავარდნილი 8000 ეგვიპტელი ჯარისკაცის გამოკითხვის შედეგად ებრაელებმა დაადგინეს რომ მათი 95% აზრზე არ იყო თუ რა ხდებოდა და მხოლოდ 6 ოქტომბერს დილით გაიგეს ომის დაწყების შესახებ.
1973 წლის 22 მაისს დაიგზავნა ძირითადი მითითებები ისრაელზე ეგვიპტურ-სირიული ერთობლივი თავდასხმის გეგმის, "ბადრ"-ის დასახვეწად, ხოლო 7 ივლისს დამატებითი მითითებები დარიგდა.
ეგვიპტე-სირიის გენერალური შტაბების თათბირზე გადაწყდა შეტევა 6 ოქტომბერს დაეწყოთ, ეს დღე წარმოადგენს:

  1. "იომ კიპურის" დღეს, რაც "განკითხვის დღეს" ნიშნავს. ანუ ამ დღეს ებრაელთა უმეტესობა ცოდვებს ინანიებს და სავარაუდოდ მათი სამხედრო მზადყოფნა დაბალი იქნება.
  2. არაბი მაჰმადიანებისთვის "რამადანის მეათე დღე", ანუ დღე როდესაც მუჰამედმა დაიწყო "ბადრ"-ის ბრძოლისთვის მზადება, რომელმაც ის მეათე დღეს მექაში ტრიუმფალურ შესვლამდე მიიყვანა, რის შემდეგაც დაიწყო მუსულმანობის გავრცელება მსოფლიოში.


შემდეგი თავი "ბრძოლის ველის" აღწერას შეეხება

No comments:

Post a Comment