საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე წარადგინა.
ვახტანგ კაპანაძე 2008 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მას სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობები ეკავა საქართველოს გენერალურ შტაბში. 2004 წელს დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსად. გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს მუშაობის გამოცდილება აქვს დიპლომატიურ და სამეცნიერო სფეროშიც. 2007-2008 წლებში ის პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი იყო. გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო სტატია სამხედრო საქმესა და გეოგრაფიაში.
სამხედრო კუთხით ვახტანგ კაპანაძეს განათლება მიღებული აქვს ჯორჯ მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების კოლეჯში (გერმანია), უკრაინის ეროვნულ სამხედრო აკადემიაში ოპერატიულ-ტაქტიკურ ფაკულტეტზე და აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯში.
საქართველოს გაერთიანებული შტაბის ახალი მოადგილე დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და „ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით“.
წყარო:
No comments:
Post a Comment