სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
5. გოლანის სიმააღლეები
სირიასა და ისრაელს შორის საზღვარი 1967 წლამდე მდინარე იროდანზე გადიოდა, რომელიც ჰერმონის მთებში იღებს სათავეს, ჯერ გალილეას ტბაში ჩაედინება, იქედან გრძელდება და ბოლოს მკვდარ ზღვასში მთავრდება. ჰერმონის მთები, რომლებიც სირიასა და ლივიას საზღვარს წარმოადგენს, მთელს რაიონზე უზრუნველყოფს შესანიშნავი თვალთვალისა და დაკვირვების სექტორს.
ისრაელის მხარეს ფერდობი ციცაბოა და მდინარე იორდანის დასავლეთით ვაკეში გადადის. აღმოსავლეთით, სირიაში რელიეფი უფრო შემაღლებულია - ჰერმონის ქედი, კუნეიდრას მთიანეთი, რომელიც შემდეგ გოლანის სიმაღლეებს უერთდება. კუნეიდრას მთიანეთში, რომელიც ბრძოლის ველს წარმოადგენს, შედის დიდი და პატარა ლეგიას ვაკეები.
რაიონში მხოლოდ ერთი ძირითადი გზაა: ხაიფა-იაკოვის ხიდი-კუნეიდრა-დამასკო. როგორც თავდაცვითი რაიონი, სადაც გზის გარდა ძირითადი რელიეფი კლდიანი და უვალია, ძალიან კარგად იცავს თავის გვერდებს - ჰერმონის ქედით ერთ მხარეს და მდინარე გიარმუკის დამბით მეორე მხარეს.
"ცეცხლის შეწყვეტის მეწამული ხაზის" დასავლეთით, რომელიც ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიდო, ებრაელებმა თავდაცვის ხაზი 11 საფორთიფიკაციო წერტილით გაამაგრეს, რომელთა უკანაც ტანკების პოზიციები იქნა მოწყობილი.
როდესაც ებრაელები 1967 წლის ივნისში, პირველად განთავსდნენ ჰერონის ქედის ერთ-ერთ, 1800 მეტრი სიმაღლის მთის თავზე, აღმოაჩინეს ამ სიმაღლის მნიშვნელობა - დაკავებული პოზიციიდან ხელის გულზე ჩანდა მთელი დაბლობი თვით დამასკომდე და ხაიფამდე. სათვალთვალო პუნქტის გარდა ებრაელები მიხვდნენ რომ ამ სიმაღლეზე მეწინავე რადარის განსანთავსებლად შესანინავი პოზიცია იყო და სათხილამურო ტრასასტან ერთად საიდუმლო რადიოელექტრონული აპარატურის განთავსებაც დაიწყეს.
ისრაელთან მოსაზღვრე სირიის ვაკე ებრაელებს ხელის გულზე ჰქონდათ, მეწინავე-მეთვალთვალე ოფიცერი ყოველ დრე ახსენებდა შტაბში სირიული არტილერიის მოქმედებებს და გადაადგილებებს. ომის დაწყების პერიოდში რადარის საფორთიფიკაციო სამუშაოები ჯერ დასრულებული არ იყო, ბაზის უსაფრთხოებას 55 კაცი უზრუნველყოფდა. ომის დაწყების დღეს, 13:45 საათზე მეწინავე-მეთვალთვალე ოფიცერს რაციაში ამოხდა: "ო ღმერთო, ქვემეხებს შესანიღბ ბადეებს ხსნიან".

რუქა-1. ძალების განლაგება და საწყისი მდგომარეობა ისრაელ-სირიის საზღვარზე
6. სინას ნახევარკუნძული
სინას ნახევარკუნძული გოლანისგან განსხვავებით მოსწორებულ უდაბნოს წარმოადგენს. სწორედ უდაბნო განაპირობებს იმას რომ ამ რაიონში საგზაო ქსელი საშუალოდაა განვითარებული. ერთი თვალის გადახედვითაც ჩანს რომ სინას ნახევარკუნძული მასიური სატანკო ბრძოლებისთვის წარმოადგენს იდეალურ ადგილს და ამას გარდა აქ ბრძოლის წარმოება შესაძლებელია ადგილობრივი მოსახლეობისგან მოშორებით.
სუეცის არხის სიგრძე 110 კილომეტრია, სიგანე 180-240 მეტრი და სირრმე 15-20 მეტრი და ებრაელი გენერალი დაგიანის თანახმად: "წარმოადგენს ყველაზე საუკეთესო ტანკსაწინააღმდეგო თხრილს რომელიც ოდესმე შეუქმნიათ".
არხის აღმოსავლეთ ნაპირზე 1969 წელს ებრაელებმა "ბარ ლევის" თავდაცვითი ხაზი მოაწყვეს. ეს თავდაცვითი ხაზი 16 დამოუკიდებელი საფორთიფიკაციო წერტილისგან (რომლეიც თავის მხრივ ორმაგი ან სამმაგი იყო და ამგვარად საერთო ჯამში წერტილების რაოდენობა 40-ს აღწევდა) და 20 საარტილერიო პოზიციისგან შესდგებოდა. ეს პოზიციები ისე იყო მოწყობილი რომ საჭიროების შემთხვევაში ურთიერთდაფარვა მომხდარიყო. ებრაელებმა ომის წინა ასევე მოასწრეს აღმოსავლეთ სანაპიროს მავთულხლართებითა და დანაღმული ველებით გაძლიერება. თავის მხრივ აღმოსავლეთ ნაპირი 20-30 მეტრის სიმაღლეზე იყო აწეული ხელოვნურად, რათა არხის ფორსირების საშუალება არ მიეცა მოწინააღმდეგისთვის.
და ბოლოს არხის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივა არსებობდა ორი გზა:
მოწინააღმდეგეთა ძალები სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის თანახმად შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

- "არტილერიის" გზა ფორთიფიკაციების აღმოსავლეთით.
- "კონტროლის" გზა ფორთიფიკაციებსა და ნაპირს შორის.
რუქა-2. ძალების განლაგება და საწყისი მდგომარეობა ისრაელ-ეგვიპტეს საზღვარზე
7.ძალები.
მოწინააღმდეგეთა ძალები სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის თანახმად შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
*არ არსებობს ზუსტი მონაცემები იორდანიის, მაროკოსა და საუდის არაბეთის ძალებზე.
** ერაყის ძალები სირიაში იყო განთავსებული.
***საბრძოლო ქვემეხებში ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებიც შედის.
8. განლაგება
ჯარების გალნაგება 1 და 2 რუქებზეა ნაჩვენები.
გოლანის ფრონტი
სირიელებს წინა ხაზზე გაშლილი ყავდათ 3 მექანიზირებული დივიზია, ხოლო მათ უკან განთავსებული იყო 2 სატანკო დივიზია.
ეგვიპტელებს სუცეის არხთან ორი არმია ყავდათ გაშლილი. მე-2 არმია ჩრდილოეთ სექტორზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მე-3 არმია სამხრეთ სექტორზე აგებდა პასუხს.
ებრაელებს სუზეცთან გაშლილი ყავდათ ერთი დივიზია (მეთაური აბერ ადლერი) 300 ტანკის შემადგენლობით. დივიზიის ერთი ბრიგადა განაწილებული იყო 16 საფორთფიკაციო, ბუნკერებით აღჭურვილ წერტილზე, რომლებიც არხის გასწვრივ იყო აგებული ერთმანეთისგან 7-8 მილის დაშორებით, თითო წერტილის უკან წინასწარ გამზადებულ ადგილებზე, 3-4 ტანკი იყო განთავსებული. შვიდი ბატარეა, მიახლოებით 70 ქვემეხის ოდენობით, განთავსებული იყო ფორთიფიკაციების უკან, სადაც ასევე განთავსებული იყო სამი სარეზერვო სატანკო ასეული - თითო 12-18 ტანკის ოდენობით.
სხვა ორი ბრიგადა, თითოს 100 ტანკი გააჩნდა, მდებარეობდა საკმაოდ უკან, სინაის ნახევარკუნძულზე - ერთი უღელტეხილ გინდიზე, ხოლო მეორე ჩრდილოეთით რუმანი - ბე-ლუზას რაიონში. ეს ბრიგადები ბრძოლების დაწყებისტანავე "ბარ-ლევის" ხაზისკენ იქნენ გადასროლილები, სადაც ბრძოლით მოუხდათ გზის გაკაფვა.
ეს სამივე ბრიგადა ბრძოლაში შემდეგ სექტორებზე იქნენ ჩართულები:

- ყოველ მექანიზირებულ დივიზიას ყავდა 2 ქვეითი ბრიგადა, 1 მექანიზირებული ბრიგადა და 1 სატანკო ბრიგადა.
- ყოველ ქვეით ბრიგადას ყავდა ერთი სატანკო ბატალიონი 30 ტანკის შემადგენლობით და 3 ქვეითი ბატალიონი.
- ყოველ მექანიზირებულ ბრიგადას ყავდა 2 მექანიზირებული ბატალიონი და 1 სატანკო ასეული.
- ყოველ სატანკო ბრიგადას 120 ტანკი ყავდა.
- მთლიანობაში ყოველ მექანიზირებულ ქვეითთა დივიზიას 210 ტანკი გააჩნდა, ხოლო ყოველ ჯავშანსატანკო დივიზიას (2 ბრიგადა) 240 ტანკი.
რესპუბლიკურ გვარდია, რომელსაც ევალებოდა დამასკოში რეჟიმის დაცვა და ერთი ბრიგადისგან შესდგებოდა, აღჭურვილი იყო 100 თანამედროვე საბჭოთა ტანკ T-62-ით. ასევე სირიაში იმყოფებოდა 1-2 ერაყული სატანკო ბრიგადა, თითოში 100 ტანკის ოდენობით და მიახლოებით 200 სტაციონარული ტანკი პირველ ხაზზე. ამგვარად საერთო ჯამში, ერაყულ 200 ტანკთან ერთად, ტანკების საერთო რაოდენობა მიახლოებით 1400-1600 ერთეული იყო.
ებრაელებს წინა ხაზზე ორი სატანკო ბრიგადა ყავდათ განთავსებული (რჩეული და ისტორიული მე-7 სატანკო ბრიგადა, პოლკოვნიკ ავიგნორის მეთაურობიტ და სატანკო ბრიგადა ბარაკი), საერთო ჯამში 180 ტანკი. ორი სატანკო ასეული, 60 ტანკის ოდენობით გაშლილი იყო 3-4 ტანკიან ჯგუფებად 11 საფორთიფიკაციო წერტილის უკანანა ხაზზე. თავის მხრივ ამ საფორთიფიკაციო წერტილებში ორი ქვეითი ბატალიონი იყო იყო გაშლილი (თითო წერტილში მიახლოებით 15 კაცის ოდენობით). ამ თავდაცვით ძღუდეს წინიდან იცავდა 5 მეტრი სიღრმის ტანკსაწინააღმდეგო თხრილი, დანაღმული ველები და საჭირო ადგილებში ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები. ებრაელებმა ასევე მოაწყვეს საფეხურებრივი სატანკო სანგრები. ასევე პირველად ისტორიაში ქვეითებისგან და მათი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა SAGGER-ებისგან თავდასაცავად ტანკისთებს ნაღმტყორცნები დაურიგდათ.
წიტელ ხაზზე მოწყობილი სატანკო პოზიციები
ებრაელების ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობდა რომ შეენარჩუნებინათ პოზიციები მოქმედი არმიის მცირე ქვედანაყოფებით, ავიაციის მასიური გამოყენების დახმარებით, მანამდე სანამ ძირითადი რეზერვის მობილიზაცია და ფრონტზე გადასროლა არ მოხდებოდა.
სინაის ფრონტი
ეგვიპტელებს სუცეის არხთან ორი არმია ყავდათ გაშლილი. მე-2 არმია ჩრდილოეთ სექტორზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მე-3 არმია სამხრეთ სექტორზე აგებდა პასუხს.
- მე-2 არმიის ფრონტს ფარავდა მე-18, მე-2 და მე-16 ქვეითი დივიზიები.
- მე-3 არმიის ფრონტს ფარავდა მე-7 და მე-19 ქვეითი დივიზიები.
- ყოველი ქვეითი დივიზია არხის გადასალახავად გაძლიერებული იყო თითო სატანკო ბრიგადით.
- ყოველ ქვეით დივიზიის სამ ბრიგადაში ორგანულად არსებობდა სატანკო ბატალიონი (40 ტანკი), ანუ ყოველ დივიზიას 120 ტანკი გააჩნდა.
- ყოველ მექანიზირებულ დივიზიას გააჩნდა ორი მექანიზირბეული ქვეითთა ბრიგადა (40+40=80 ტანკი) და ერთი სატანკო ბრიგადა (3x-40=120) ანუ სულ 200 ტანკი.
- ყოველ სატანკო დივიზიას გააჩნდა ერთი მექანიზირებული ქვეითთა ბრიგადა (40 ტანკი) და ორი სატანკო ბრიგადა (240 ტანკი). ანუ სულ 280 ტანკი.
ებრაელებს სუზეცთან გაშლილი ყავდათ ერთი დივიზია (მეთაური აბერ ადლერი) 300 ტანკის შემადგენლობით. დივიზიის ერთი ბრიგადა განაწილებული იყო 16 საფორთფიკაციო, ბუნკერებით აღჭურვილ წერტილზე, რომლებიც არხის გასწვრივ იყო აგებული ერთმანეთისგან 7-8 მილის დაშორებით, თითო წერტილის უკან წინასწარ გამზადებულ ადგილებზე, 3-4 ტანკი იყო განთავსებული. შვიდი ბატარეა, მიახლოებით 70 ქვემეხის ოდენობით, განთავსებული იყო ფორთიფიკაციების უკან, სადაც ასევე განთავსებული იყო სამი სარეზერვო სატანკო ასეული - თითო 12-18 ტანკის ოდენობით.
სხვა ორი ბრიგადა, თითოს 100 ტანკი გააჩნდა, მდებარეობდა საკმაოდ უკან, სინაის ნახევარკუნძულზე - ერთი უღელტეხილ გინდიზე, ხოლო მეორე ჩრდილოეთით რუმანი - ბე-ლუზას რაიონში. ეს ბრიგადები ბრძოლების დაწყებისტანავე "ბარ-ლევის" ხაზისკენ იქნენ გადასროლილები, სადაც ბრძოლით მოუხდათ გზის გაკაფვა.
ეს სამივე ბრიგადა ბრძოლაში შემდეგ სექტორებზე იქნენ ჩართულები:
- ჩრდილოეთ სექტირზე ბრიგადა გამბი.
- ცენტრალურ სექტორზე ბრიგადა ამნონი.
- სამხრეთ სექტორზე ბრიგადა დანი.
შემდეგ თავში მოწინააღმდეგეთა სამოქმედო გეგმები იქნება განხილული
No comments:
Post a Comment