Nexter–მა გამოფენა AUSA-2012–ზე, რომელიც ამ კვირას აშშ–ში ჩატარდა, წარადგინა თავისი ტექნოლოგიების დემონსტრატორი ჯავშანმანაქანა XP-2. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა – "ამ ტექნიკის გამოფენაზე გაყვანით ფრანგული მხარის მიერ აშშ–ში და სხვა ქვეყნებში შეკვეთების მიღების იმედების დემონსტრირება განხორციელდა".
XP–2 მიზანს წარმოადგენს აშშ–ს არმიის მარავალფუნქციური ჯავშანმანქანის პროგრამა (AMPV), რომელიც განკუთხნილია მოძველებული ჯავშანტრანსპორტიორი M-113-ის შესაცლელად – განაცხადა Nexter-ის ვიცე პრეზიდენტმა პატრიკ ლირმა (Patrick Lier). როგორც ცნობილია მანქანა M-113 აშშ–ს არმიის შეიარაღებაში ვიეტნამის ომის დროიდან დგას.
XP-2 წარმოადგენს ექვსსაბუარვიან, სრული ამძრაობის მქონე, 20 ტონიან მანქანა, რპმელიც შექმნილია, რათა აჩვენოს – "ინოვაიცებისა და ნოუ–ხაუს შესაძლებლობები ჯავშანტრასპორტიორებში" – განაცხადა ლირმა.
ფრანგული მანქანა განკუთვნილია მაღალი ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად (NATO–ს სტანდარტებით მე–4 დონის), მანქანას ახასიათებს მაღალი მობილურობა. ასევე შესაძლებელია მისი მოწინავე საბორტე ექლეტრონიკით წრიული დაკვირვების კამერით აღჭურვა. მანქანას შეუძლია გადაიყვანოს 9 ჯარისკაცი და მათთვის ორი დღის საკმარისი სურსათი. ძრავის შეცვლა მანქანაზე ერთი საათის განმავლობაშია შესაძლებელი – განაცხადა ლირმა.
Nexter საკმაოდ დიდ კონკურენციას აწყდება ამერიკის კონკურში – General Dynamics, როგორც მოსალოდნელია პროგრამა AMPV–სთვის თავის Stryker–ს წარადგენს, იმავე დროს BAE Systems უკვე განაცხადა რომ კონკურსში თავისი, მოდიფიცირებული Bradley–თ წარსდგება, ასევე კონკურსით დაინტერესება Navistar–მაც გამოხატა.
როგორც აშშ–ს არმიამ, რომელიც სავარაუდოდ 3800 ასეთ მანქანას იყიდის, განაცხადა უპირატესობა მიენიჭება უკვე სერიაში არსებულ მანქანას რომლის ცალობრივი ფასი 2,4 მილიონ ევროს არ აღემატება.
ლირის განცხადებით – XP-2–ს სხვა პოტენციურ მყიდველს ავსტრალიის არმია წარმოადგენს, რომელსაც პროგრამა Land-400–სთვის მიახლოებით 1500 ჯავშანმანქან ესაჭიროება. თუმცაღა ავსტრალიურ არმიას ჯერ არ განუცხადებია როგორი სავალი ნაწილის, მუხლუხოვანი თუ თვლიანი, მქონე მანქანა ესაჭიროება.
Nexter–მა მანქანა XP–2 შექმნა საფრანგეთის არმიის პროგრამა VBMR–ის ( Véhicule Blinde Multi-Role - მრავალფუნქციური ჯავშან მანქანა) პრეტენდენტად, რომლისთვისაც გენშტაბის წინა ხელმწღვანელმა დააწესა ღირებულებითი ზღვარი 1 მილიონი ევრო (1,3 მილიონი დოლარი) ცალზე – 1000 ერთეულიანი შესყიდვების გეგმით.
წყარო:
No comments:
Post a Comment