Monday, October 29, 2012

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი წყალქვეშა ნავებისთვის DCNS-გან

პარიზში მიმდინარე გამოფენა Euronaval-2012-ზე, ფრანგულმა ხომალდმშენებელმა გაერთიანება DCNS-მა წარმოადგინა წყალქვეშა მდგომარეობაში მყოფი წყალქვეშა ნავების ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი A-3SM-ის ორი ვარიანტი. ორივე ვარიანტი შეთავაზებულია უცხოელი შემკვეთების არაატომური წყალქვეშა ნავებისათვის. 


კომპლექსის პირველი ვრიანტი - A3SM Mast, წარმოადგენს მობრუნებად მილს, რომელშიც, შიგნით, მოთავსებულია საზენიტო სარაკეტო კომპლექსი MBDA Mistral-ის რაკეტა. მილი წყალქვეშა ნავის პერისკოპის გვერდითაა განლაგებული და მასავით ამოწევადია. მილის ამოწევა და რაკეტის გაშვება წყალქვეშა ნავის საპერისკოპო ზიღრმეზე ყონის დროს ხდება. მიზანჩვენება რაკეტის მილთან ერთდროულად ამოწეული ოპტიკურ-ელექტრონული პერსიკოპით ხორციელდება. DCNS-მა უკვე განახორციელა საზენიტო კომპლექსი სახმელეთო გამოცდები.
A-3SM-ის ასეთი ვარიანტი კონცეპტუალურად ახლოს დგას ჯერ კიდევ 1970 წელს ბრიტანეთში შემუშავებულ ანალოგიურ საზენიტო კომპლექს Vickers SLAM-თან, რომელიც გამოიყენებდა გადასატანი საზენიტო კომპლექსი Short Blowpipe-პის რაკეტას. კომპლექსმა SLAM-მა 1972 წელს წარმატებით გაიარა გამოცდები, მაგრამ შეიარაღებაში მაინც არ იქნა მიღებული.
MBDA Mistral-ის გაშვების გრაფიკული გამოსახულება


   

მეორე ვარიანტი, სახელწოდებით A-3SM Underwater Vehicle, გამოიყენებს საშუალო მანძილზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა MBDA MICA-ს და განცხადების თანახმად გააჩნია 20კმ მოქმედების რადიუსი. რაკეტა მოთავსებულია კაფსულიზირებულ კონტერულ გამშვებ მოწყობილობაში, რომელიც ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა MBDA Exocet SM-39-ის კონტეინერის ანალოგიურია და მისი გამოსროლა სტანდარტული, 533მმ-ნი სატორპედო აპარატიდან ხორციელდება.
A-3SM Underwater Vehicle-ს მოქმედების გრაფიკული გამოსახულება







No comments:

Post a Comment