ჩინურ ვებ-ფორუმ www.fyjs.cn-ზე გამოჩნდა ჩინური შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და მართვის თვითმფრინავი KJ-2000-ის ინტერიერის ფოტოები. KJ-2000 აგებულია საბჭოთა/რუსული А-50Э-ს (Ил-76ТД-ს პლანერი) ბაზაზე და აღჭურვილია ჩინური რადიოლოკაციური კომოლექსით, რომელსაც აქტიურ-ფაზირებული საანტენო ცხაური გააჩნია (AESA/АФАР). თვითმფრინავ Ил-76ТД-ს გადაკეთება KJ-2000-ად ხორციელდება საწარმოო Xian Aircraft Industry-ში. ამას გარდა ჩინეთის ნაციონალურ-განმანთავსიუფლებელ არმიაში გამოიყენება Shaanxi Aircraft Corporation-ის წარმოებული შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის კომპლექსი KJ-200, რომელიც ტურბოხრახნული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Y-8-ს პლანერს გამოიყენებს. ასევე ქვეყანაში საგემბანო შორეული აღმოჩენის რადიოლოკაციური თვითმფრინავის შექმნაზეც მიდის სამუშაოები.
No comments:
Post a Comment