კომპანია Google-ს დახმარებით, სადაც მუდმივად ხდება თანამგზავრული სურათების განახლება, შესაძლებელი გახდა 2011 წელს ლიბიაშ მიმდინარე მოვლენების თვალის მიდევნება. კერძოდ აშშ-ს სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენებისა და ფრთოსანი რაკეტების მიერ ოპერაცია Odissey Dawn ფარგლებში ლიბიის სამხედრო ობიექტებზე მუშაობის შედეგების ანალიზი.
როგორც ცნობილია 2011 წლის 19 მარტს, სამმა ბომბდამშენმა B-2 Spirit-მა, 509-ე ბომბდამშენი ავიაფრთის შემადგენლობიდან, ლიბიაში, Ghardabiya-ს აეროდრომზე ჩამოაგდო 45 ცალი 2000 ფუნტიანი მართვადი ბომბა GBU-31. დაბომბვასთან ერთად აეროდრომზე დარტყმა მიიტანეს საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა Tactical Tomahawk-ებით.
Ghardabiya-ში სულ 80 რკინა-ბეტონის თავშესაფარი იყო, 5 ჯგუფი, თითოში 16 თავშესაფარი. სამი ჯგუფი დაზიანებული იქნა სამი B-2-ის მიერ, დანარჩენები - ფრთოსანი რაკეტებით.
მაშ ასე აეროდრომი Ghardabiya მდებარეობს სირტას სამხრეთით 10 კილომეტრში
აეროდორმის საერთო ხედი 2 მარტს (ეს და ყველა დანარჩენი სურათი Google Earth-იდანაა - თუ საწინააღმდეგო არაა მითითებული)
კიდევ 2 მარტი - სურათზე ჩანს ლიბიის სამხედრო ავიაციის 4 ცალი საფრონტო ბომბდამსენი Су-24МК, სრულიად შესაძლებელია რომ აჯანყების პირველ დღეს სწორედ ეს ბომბდამშენები ბომბავდნენ მეამბოხეებს და არაა გამორიცხული რომ ჩამოგდებული Су-24МК-აც ამ ავიაბაზიდან იყო
მსხვილი პლანით
2 მარტის სურათებზე Су-24-ების გარდა ერთი МиГ-23-იც აღმოჩნდა...
...და ერთი Су-22
სქემა ვიცე ადმირალი გორტონის (Vice-Admiral Bill Gortney) მოხსენებიდან, რომელზეც სჩანს შეტევის ოვიექტები (c) US DoD
Ghardabiya-ში სულ 80 რკინა-ბეტონის თავშესაფარი იყო, 5 ჯგუფი, თითოში 16 თავშესაფარი. სამი ჯგუფი დაზიანებული იქნა სამი B-2-ის მიერ, დანარჩენები - ფრთოსანი რაკეტებით.
Су-24-ების სადგომი თავდასხმამდე...
...და თავდასხმის შემდეგ. სურათზე ყველა რკინა-ბეტონის თავშესაფარი დაზიანებულია, სამი მათგანი ნაწილობრივ ჩაქცეულია. ყურადღებას იქცევს აფეთქებით მოგლეჯილი და საგორავ ბილიკზე გადასროლილი შეჯავშნული კარები
საფარი თითქოს მთელია, მაგრამ დაკვირვებისას კარგად ჩანს JDAM-ის მიერ გაკეთებული ნახვრეტი სახურავში. კარებები აფეთქებითაა მოგლეჯილი და გადაგდებული
ამ საფარში, გაფანტული ნამტვრევების და გამურული კვალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თვითმფრინავი დაიწვა
ამაში კი აშკარად რაღაცა აფეთქდა
რეკორდი - ასტონიანი ჯავშანკარები საფარიდან 150 მეტრის მოშორებითაა გადაგდებული
აქამდე ყველა ფოტოზე B-2-ის ნამუშევარი ჩანდა, მაგრამ ყველაზე ეფექტური ოხვედრა Tomahawk-ის ანგარიშზეა - ნამსხვრევების გაფანტვის რადიუსი 300 მეტრაა - საინტერესოა რას ინახავდნენ ამ საფარში ლიბიელები
საკმაოდ იშვიათი სანახაობა Ghardabiya-ში - დაუზიანებელი რკინა-ბეტონის თავშესაფარი. სულ 80-დან დაუზიანებელი 5 თავშესაფარია. სამი სამიზნე არ დაუზიანებია B-2-ებს (თუმცა მათ 48 ბომბის ნაცვლად 45 ბომბი ჩამოაგდეს), კიდევ ორი სამიზნე Tomahawk-ებს გადაურჩა
No comments:
Post a Comment