ჩინელების ძირითადი დამრტყმელი ვერთმნფრენი WZ-10 "Камов"–ის ინჟინრების მიერ შემუშავებულ საესკიზო პროექტს ეფუძნება – ამის თაობაზე "Камов"–ის გენერალურმა კონსტრუქტორმა, სერგეი მიხეევმა ლას–ვეგასში გამართულ გამოფენა Heli-EXPO–ზე ჟურნალ Flight International–ის ჟურნალისტს განუცხადა.
მიხეევის თანახმად კომპანიამ საესკიზო პროექტი ჩინელების მიერ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავა და მას არანაირი კავშირი არა აქვს რაიმე საბჭოთა პროექტთან. "მათ მოგვცეს ჩვენ სასურველი წონა, ჩვენ განვიხილეთ სავარაუდო მახასიათებლები, რის შემდეგაც ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს და შევასრულეთ საესკიზო პროექტი" – განაცხადა სერგეი მიხეევმა. "Камов"–ის მიერ ჩინელებისთვის შემუშავებულ პროექტს "Проект 941" ეწოდა.
საესკიზო პროექტი რუსულმა მხარემ ჩინეთისთვის 1995 წელს შეიმუშავა – მიხეევის განცხადების თანახმად ამის შემდეგ ვერტმფრენზე მუშაობა რუსული მხარის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა.
აღსანიშნავია რომ WZ-10 არაა პირველი ჩინური შეიარაღების სისტემა რომელიც რუსების მონაწილეობით შეიქმნა, ამ ვერტმფრენის გარდა ამ სიაში შემდეგი კომპლექსები შედიან – გამანადგურებელი FC-1, სასწავლო–საბრძოლო თვითმფრინავი L-15, საზენიტო სარაკეტო კომპლექსი HQ-16, საავიაციო რაკეტები PL-12 და YJ-91, ქსმ WZ502/502G. თუმცა ეს არასრული სიაა და ბევრი რამეს ჯერ ისევ გრიფით საიდუმლო ადევს.
No comments:
Post a Comment