Showing posts with label FNSS. Show all posts
Showing posts with label FNSS. Show all posts

Saturday, January 2, 2021

Iraqi Defense Minister visit in Turkey


Turkish Defense Minister Hulusi Akar on 28 December met with his Iraqi counterpart Jumaah Enad Saadoonn in the capital Ankara to talk bilateral and regional issues, said Turkey’s National Defense Ministry.

During the trip Iraqi Defence Minister visited the FNSS facilities, where Kaplan, Pars 4X4  and Pars 8X8 Armored Vehicles was shown to the Minister.








 

Friday, April 26, 2019

FNSS PARS III-ის საინჟინრო მანქანა ომანისთვის

FNSS-მა მოდულური და სხვადასხვა ამოცანებზე ადაპტირებული PARS III 8x8-ს ბაზაზე შექმნილი საინჟინრო-გზაგამწმენდი მანქანა წარადგინა. მანქანა ომანის სამეფო არმიისთვისაა შექმნილი. გეგმის მიხედვით აღნიშნული მანქანის საკვალიფიკაციო გამოცდები ამ წლის პირველ ნახევარში დასრულდება - რის შემდეგაც მას შემკვეთს გადასცემენ.



FNSS-ის მიერ შემუშავებული საინჟინრო PARS III-ის ძირითადი დანიშნულება გზების განაღმვაა. თუმცაღა მოდულური კონსტრუქციისა და სწრაფად დაყენებადი და მოხსნადი აღჭურვილობის წყალობით, მას მულტიფუნქციური როლი ენიჭება.

მანქანას შეუძლია:

  • გაწმინდოს გზებზე და მარშუტებზე არსებული წინაღობები;
  • აწარმოოს ისეთი საინჟინრო სამუშაოები, როგორებიცაა - სამეთაურო პუნქტების მოწყობა, ჯარების შენიღბვა, მაკეტების აწყობა და განთავსება;


ომანის სამეფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს - 172 მანქანის 13 სხვადასხვა მოდიფიკაციის დაპროექტებას, შექმნას, წარმოებასა და მიწოდებას. ხელშეკრულებაში ასევე შესულია კომპლექსური ლოჯისტიკური მხარდაჭერა. აღსანაიშნავია რომ 172 მანქანიდან 145 იქნება რვა სხვადასხვა კონფიგურაციის (აქედან ექვსი შეჯავშნილი გზაგამწმენდი-საინჟინრო) PARS III 8x8 და ხუთი კონფიგურაციის PARS III 6x6.


Monday, November 7, 2016

ინდონეზიურ-თურქული „საშუალო“ ტანკი MMWT

 „Indo Defence 2016“-ზე წარმოდგენილი ტანკ MMWT-ს მაკეტი

როგორც ჟურნალი "Jane's International Defence Review" სტატიაში Christopher F. Foss "Indo Defence 2016: Modern Medium Weight Tank breaks cover"-ში იუწყება, 2016 წლის 2-დან 5 ნოემბრამდე, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მიმდინარე თავდაცვით გამოფენა „Indo Defence 2016“-ზე, ინდონეზიის სახელმწიფო თავდაცვით-საწარმოო გაერთიანება PT Pindad-მა და თურქულმა FNSS Savunma Sistemleri-მ მათ მიერ ერთობლივად შემუშავებული „საშუალო“ ტანკ Modern Medium Weight Tank (MMWT)-ის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. მანქანის წონა 35 ტონა იქნება. ტანკზე მუშაობა, კომპანიებს შორის, 2014 წელს მოწერილი ხელშეკრულების შესაბამისად იქნა დაწყებული.
ამჟამად ტანკის ორი პროტოტიპი ერთდროულად მზადდება - ერთი ინდონეზიაში, ხოლო მეორე თურქეთში. მანქანები სავარაუდოდ 2017 წელს დასრულდება. ასევე საცეცხლე და ნაღმდგრადობის გამოსაცდელად კიდევ ერთი ჯავშანკორპუსი უნდა დამზადდეს.
ტანკი კლასიკური გათანწყობისაა, სავალი ნაწილი ბორტზე ექვსი რეზინაგადაცმული საყრდენი თვლებისა და უკანა წამყვანი თვლისაგან შესდგება, საკიდარი გრეხვად ღერძულია. კორპუსი ფოლადის ჯავშნისაა, შედუღებული, დამატებით ტანკი კომპოზიტური ჯავშნითა და გაძლიერებული ნაღმდგრადობის ფსკერითაა აღჭურვილი. დიზელის ძრავის სახეობა და სიმძლავრე პირდაპირ არ სახელდება, მაგრამ მოყვანილი 20ც.ძ/ტ-ზე კუთრი შიმძლავრის მიხედვით თუ ვისმჯელებთ მისი სიმძლავრე 700ც.ძ. -ზე მეტი უნდა იყოს, ტრანსმისია სავტომატურია. გზაზე მაქსიმალური სიჩქარე 70კმ/სთ-ა განცხადებული, ხოლო სვლის მარაგი 450 კილომეტრი. ტანკი დამატებით დამხმარე ძალური აგრეგატითაა აღჭურვილი.
ტანკის სიგრძე 7, სიგანე 3,2 ხოლო სიმღალე 2,7 მეტრია. მწარმოებლის თანახმად მას  1,2მ სიღრმის არხის, 2მ სიგანის თხრილის და 0,9მ სიმაღლის კედლის დაძლევა შეეძლება.
ტანკის ეკიპაჟი სამი კაცისგან შესდგება. საბრძოლო ნაკვეთური ორადგილიან ფოლადის ჯავშნიან, ბელგიური CMI Defence CT-CV-ის მიერ შემუშავებულ კოშკურას წარმოადგენს. კოშკურა სალულე მუხრუჭიანი 105მმ-ნი კუთხვილულიანი CMI Defence-ს ქვემეხითა და შეწყვილებული 7,62მმ-ნი ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი. ქვემეხის კვება დოლურას ტიპის ავტომატური დამტენით ხორციელდება. კოშკურა და ქვემეხი ციფრულად მართული ელექტრონული დამიზნების ამძრავებითაა აღჭურვილი, ქვემეხი NATO-ს სტანდარტულ ჭურვებს მოიხმარს, მისი ვერტიკალური დამიზნების კუთხეები -10-დან +42 გრადუსამდეა.
მეთაურისა და მემიზნეს ცეცხლის მართვის სისტემა ციფრული დუბლირებულია, ოცდაოთხსაათიანი, სტაბილიზირებული სამიზნეებით (ინტეგრირებული თბოხედვის არხითა და ლაზერული მანძილმზომით), მემიზნეს პანორამული სამიზნე გააჩნია. ტანკი ასევე აღჭურვილია ინფორმაციული ველის მართვის სისტემით, სანავიგაციო სისტემით, ვიდეოკამერების დახმარებით წრიული ხედვის სისტემით, ლაზერული დასხივების გადამწოდებებით და საკვამლე ყუმბარებით. ასევე გააჩნია კონდიცირების მძლავრი სისტემა, მასიური დაზიანების იარაღისგან დაცვის სისტემა და ხანძარსაწინააღმდეგო ავტომატიზირებული სისტემა.

ტანკ MMWT-ს გრაფიკული გამოსახულება

Friday, March 8, 2013

ჯავშანტრანსპორტიორი AV–8–ის პირევლი ოფიციალური დემონსტრაცია მალაიზიაში


2013 წლის 2 მარტს მალაზიის ქალაქ პორტ–დიქსონში მალაზიის არმიის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე პირველად ოფიციალურად იქნა წარდგენილი სავალი ნაწილის 8х8 ფორმულის მქონდე ჯავშანტრანსპორტიორი AV–8, რომელიც მალაზიის შეიარაღებული ძალებისთვის თურქულმა კომპანია  FNSS Savunma Sistemleri Inc.–მა დაამზადა (რომელიც თავის მხრივ თურქული კომპანია Nurol–ისა და კორპორაცია BAE Systems–ის ერთობლივ საწარმოო კომპანიას წარმოადგენს).


ჯავშანტრანსპორტიორი AV–8 წარმოადგენს თურქული FNSS–ის მიერ ქვეყნის შიდა და გარე ბაზარზე შეთავაზებული მანქანა Pars–ის მოდერნიზირებულ ვერსიას, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ერთ პატარა ამერიკული კომპანია General Purpose Vehicles–ის (GPV) მიერ შემუშავებულ ჯავშანტრანსპორტიორს. GPV–ეს ორიგინალურმა მანქანებმა (სავალი ნაწილის 4х4, 6х6, 8х8 და 10х10 ფორმულისთ) მყიდველი ვერ ნახეს, რის შემდეგაც 2002 წელს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა თურქულ FNSS–თან ამ მანქანის თურქეთში წარმოების შესახებ. ბოლო ათწლეულია ეს მანქანა აქტიურად რეკლამირდება მაგრამ თურქულ არმიას მისი შეყიდვის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს, სამაგიეროდ მანქანამ უკვე ნახა პირველი უცხოელი კლიენტი – ეს მალაზიის არმიაა.


2010 წლის აპრილში მალაზიის თავდაცვის სამინისტრომ თურქულ კომპანიასთან 257 ცალი ჯავშანტრანსპორტიორი Pars–ის 12 სხვადასხვა მოდიფიკაციის ყიდვის შესახებ 2,4 მილიარდ დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მალაზიური არმიისთვის სპეციალურად გადაკეთებულ მანქანას AV–8 ეწოდა. ხელშეკრულების თანახმად ჯავშანტრანსპორტიორების აწყობას მალაზიაში ქვეყნის თავდაცვითი გაერთიანება DEFTECH განახორციელებს.
სულ 2018 წლისათვის მალაზიის არმიამ 257 ცალი შემდეგი მოდიფიკაციების მანქანები უნდა მიიღოს – 25 მმ–ნი ATK М242 Bushmaster–ის ქვემეხიანი FNSS–ის წარმოებული ერთკაციანი კოშკურა Sharpshooter–ით აღჭურვილი 114 ცალი ჯავშანტრანსპორტიორი, სამხრეთ აფრიკული Denel–ის 30 მმ–ნი ავტომატური ქვემეხითა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები Denel Ingve–თი აღჭურვილი ორკაციან კოშკურიანი 54 ცალი საბრძოლო მანქანა, 10 ცალი 12,7 მმ–ნი ტყვიამფრქვევიანი დისტანციური მოდულით აღჭურვილი ჯავშანტრანსპორტიორი, 8 ცალი 120 მმ–ნი თვითმავალი ნაღმტყორცნი და ასევე კიდევ მანქანის სხვა 8 მოდიფიკაცია.