Turkish Defense Minister Hulusi Akar on 28 December met with his Iraqi counterpart Jumaah Enad Saadoonn in the capital Ankara to talk bilateral and regional issues, said Turkey’s National Defense Ministry.
During the trip Iraqi Defence Minister visited the FNSS facilities, where Kaplan, Pars 4X4 and Pars 8X8 Armored Vehicles was shown to the Minister.
FNSS-მა მოდულური და სხვადასხვა ამოცანებზე ადაპტირებული PARS III 8x8-ს ბაზაზე შექმნილი საინჟინრო-გზაგამწმენდი მანქანა წარადგინა. მანქანა ომანის სამეფო არმიისთვისაა შექმნილი. გეგმის მიხედვით აღნიშნული მანქანის საკვალიფიკაციო გამოცდები ამ წლის პირველ ნახევარში დასრულდება - რის შემდეგაც მას შემკვეთს გადასცემენ.
FNSS-ის მიერ შემუშავებული საინჟინრო PARS III-ის ძირითადი დანიშნულება გზების განაღმვაა. თუმცაღა მოდულური კონსტრუქციისა და სწრაფად დაყენებადი და მოხსნადი აღჭურვილობის წყალობით, მას მულტიფუნქციური როლი ენიჭება.
მანქანას შეუძლია:
გაწმინდოს გზებზე და მარშუტებზე არსებული წინაღობები;
აწარმოოს ისეთი საინჟინრო სამუშაოები, როგორებიცაა - სამეთაურო პუნქტების მოწყობა, ჯარების შენიღბვა, მაკეტების აწყობა და განთავსება;
ომანის სამეფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს - 172 მანქანის 13 სხვადასხვა მოდიფიკაციის დაპროექტებას, შექმნას, წარმოებასა და მიწოდებას. ხელშეკრულებაში ასევე შესულია კომპლექსური ლოჯისტიკური მხარდაჭერა. აღსანაიშნავია რომ 172 მანქანიდან 145 იქნება რვა სხვადასხვა კონფიგურაციის (აქედან ექვსი შეჯავშნილი გზაგამწმენდი-საინჟინრო) PARS III 8x8 და ხუთი კონფიგურაციის PARS III 6x6.