FNSS-მა მოდულური და სხვადასხვა ამოცანებზე ადაპტირებული PARS III 8x8-ს ბაზაზე შექმნილი საინჟინრო-გზაგამწმენდი მანქანა წარადგინა. მანქანა ომანის სამეფო არმიისთვისაა შექმნილი. გეგმის მიხედვით აღნიშნული მანქანის საკვალიფიკაციო გამოცდები ამ წლის პირველ ნახევარში დასრულდება - რის შემდეგაც მას შემკვეთს გადასცემენ.
FNSS-ის მიერ შემუშავებული საინჟინრო PARS III-ის ძირითადი დანიშნულება გზების განაღმვაა. თუმცაღა მოდულური კონსტრუქციისა და სწრაფად დაყენებადი და მოხსნადი აღჭურვილობის წყალობით, მას მულტიფუნქციური როლი ენიჭება.
მანქანას შეუძლია:
- გაწმინდოს გზებზე და მარშუტებზე არსებული წინაღობები;
- აწარმოოს ისეთი საინჟინრო სამუშაოები, როგორებიცაა - სამეთაურო პუნქტების მოწყობა, ჯარების შენიღბვა, მაკეტების აწყობა და განთავსება;
ომანის სამეფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს - 172 მანქანის 13 სხვადასხვა მოდიფიკაციის დაპროექტებას, შექმნას, წარმოებასა და მიწოდებას. ხელშეკრულებაში ასევე შესულია კომპლექსური ლოჯისტიკური მხარდაჭერა. აღსანაიშნავია რომ 172 მანქანიდან 145 იქნება რვა სხვადასხვა კონფიგურაციის (აქედან ექვსი შეჯავშნილი გზაგამწმენდი-საინჟინრო) PARS III 8x8 და ხუთი კონფიგურაციის PARS III 6x6.
No comments:
Post a Comment