Friday, April 26, 2019

თურქული ჯავშან ელექტროავტომობილი Otokar Akrep II

ცნობილმა თურქულმა კომპანიამ - Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi-მ, 2019 წლის 24 აპრილს თავისი საწარმოოს ტერიტორიაზე ახლად შექმნილი, 4х4 სავალი ფორმულის მქონე მსუბუქი ჯავშანმანქანა  Akrep II წარადგინა. მანქანის გამნასხვავებელ ნიშნად მისი სრულიად ელექტრონული ამძრაობა გვევლინება - გასაგებ ენაზე რო ვთქვათ Akrep II ელეტრომობილს წარმოადგენს. მანქანაის დეტალური მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება - მისი ოფიციალური წარდგენა სტაბმულში, სამხედრო გამოფენა IDEF-2019-ზე მოხდება.



მანქანა Akrep II-მა თავისი სახელი Otokar-ის მიერ ადრე წარმოებული 3,5 ტონიანი ჯავშანმანქანა Akrep-ისგან ("მორიელი") მიიღო, რომელიც თავის მხრივ ბრიტანული Land Rover Defender-ის შასიზე იყო შექმნილი - თუმცაღა  Akrep-ის ამ რო მოდიფიკაციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

მწარმოებელმა Akrep II წარადგინა როგორც ახალი თაობის ჯავშანმანქანა, რომელმაც თურქეთის არმიასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში უნდა ჩაანაცვლოს ისეთი მანქანები, როგორებიცაა - Akrep და Otokar Cobra I.

Akrep II შექმნილია როგორც მოდულური, ნაღმედეგი მანქანა და მას შეუძლია შეიარაღდეს საკლმაოდ მძლავრი როგორც დისტანციური ასევე დასახლებული საბრძოლო მოდულებით. კომპანიის მიერ წარმოდგენილ მოდელზე  Otokar-ის მძიმე მოდული BOZOK ეყენა, რომელიც 25 მილიმეტრიანი ავტოქვემეხითა და 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით იყო შეიარაღებული.



მანქანის წონასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თანახმად - ის Otokar Cobra II-ის წონაზე ნაკლებია, რომელიც თავის მხრივ სრულ საბრძოლო კომპლექტაციაში 13 ტონას იწონის. ერთი დატენვით მანქანა მოასვალტებულ გზაზე 250 კილომეტრს გადის (ან სამი საათი გზაში, რომლის მერეც 15-20 წუთიანი მარაგი კიდევ რჩება). 

ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარმოდგენილი Akrep II, სრულიად ელექტრონულია, ის აკუმულიატორებით იკვებება, მის ყველა თვალი დამოუკიდებელი ელექტრო ძრავით მოდის მოქმედებაში. მწარმოებლის განცხადების თანახმად - გეგმაშია ასევე ჰიბრიდული ვარიანტის შექმნაც (დიზელ-გენერატორით), მანქანის ორივე ვარიანტი სერიული წარმოებისთვის ერთ წელიწადში უნდა იყოს მზად.

No comments:

Post a Comment