Showing posts with label ელექტრო ტრანსმისია. Show all posts
Showing posts with label ელექტრო ტრანსმისია. Show all posts

Friday, April 26, 2019

თურქული ჯავშან ელექტროავტომობილი Otokar Akrep II

ცნობილმა თურქულმა კომპანიამ - Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi-მ, 2019 წლის 24 აპრილს თავისი საწარმოოს ტერიტორიაზე ახლად შექმნილი, 4х4 სავალი ფორმულის მქონე მსუბუქი ჯავშანმანქანა  Akrep II წარადგინა. მანქანის გამნასხვავებელ ნიშნად მისი სრულიად ელექტრონული ამძრაობა გვევლინება - გასაგებ ენაზე რო ვთქვათ Akrep II ელეტრომობილს წარმოადგენს. მანქანაის დეტალური მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება - მისი ოფიციალური წარდგენა სტაბმულში, სამხედრო გამოფენა IDEF-2019-ზე მოხდება.



მანქანა Akrep II-მა თავისი სახელი Otokar-ის მიერ ადრე წარმოებული 3,5 ტონიანი ჯავშანმანქანა Akrep-ისგან ("მორიელი") მიიღო, რომელიც თავის მხრივ ბრიტანული Land Rover Defender-ის შასიზე იყო შექმნილი - თუმცაღა  Akrep-ის ამ რო მოდიფიკაციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

მწარმოებელმა Akrep II წარადგინა როგორც ახალი თაობის ჯავშანმანქანა, რომელმაც თურქეთის არმიასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში უნდა ჩაანაცვლოს ისეთი მანქანები, როგორებიცაა - Akrep და Otokar Cobra I.

Akrep II შექმნილია როგორც მოდულური, ნაღმედეგი მანქანა და მას შეუძლია შეიარაღდეს საკლმაოდ მძლავრი როგორც დისტანციური ასევე დასახლებული საბრძოლო მოდულებით. კომპანიის მიერ წარმოდგენილ მოდელზე  Otokar-ის მძიმე მოდული BOZOK ეყენა, რომელიც 25 მილიმეტრიანი ავტოქვემეხითა და 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით იყო შეიარაღებული.



მანქანის წონასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თანახმად - ის Otokar Cobra II-ის წონაზე ნაკლებია, რომელიც თავის მხრივ სრულ საბრძოლო კომპლექტაციაში 13 ტონას იწონის. ერთი დატენვით მანქანა მოასვალტებულ გზაზე 250 კილომეტრს გადის (ან სამი საათი გზაში, რომლის მერეც 15-20 წუთიანი მარაგი კიდევ რჩება). 

ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარმოდგენილი Akrep II, სრულიად ელექტრონულია, ის აკუმულიატორებით იკვებება, მის ყველა თვალი დამოუკიდებელი ელექტრო ძრავით მოდის მოქმედებაში. მწარმოებლის განცხადების თანახმად - გეგმაშია ასევე ჰიბრიდული ვარიანტის შექმნაც (დიზელ-გენერატორით), მანქანის ორივე ვარიანტი სერიული წარმოებისთვის ერთ წელიწადში უნდა იყოს მზად.

Wednesday, July 17, 2013

Крымск - პერსპექტიული ჯავშანტექნიკის ჰიბრიდული ძალური დანადგარი და ელექტროტრანსმისია

სამეცნიერ–კვლევითი სამუშაო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დავალებით და დაფინანსებით განხორციელდა. კვლევითი გამოცდების შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია. პროტოტიპთან შედარებით (საცდელ ბაზად БТР-90–ის კორპუსი და შასი იქნა აღებული) მანქანაზე 1,5–ჯერ სუსტი ძრავა ეყენა, მაგრამ ამის მიუხედავად მანქანამ უკეთესი შედეგები აჩვენა.
კუბინსკის ასაფრენ ბილიკზე სამაკეტო მანქანის 22 ტონიანმა ნიმუშმა 80კმ/სთ 33 წამში განავითარა. ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 97კმ/სთ–ს გაუტოლდა. მანქანამ ასევე წარმატებით დასძლია 30° აღმართი, გადალახა 2 მეტრა სიგანის თხრილი და 50 სანტიმეტრი სიმაღლის ვერტიკალური კედელი.
შემდეგში "Крымск"–მა ჩამბული БТР-80–ით 15 გრადუსიანი აღმართი დაძლია, ხოლო გრუნტიან გზაზე ამ მისაბმელით 48კმ/სთ განავითარა.
ყველაფერ ამასთან მანქანის სვლის მარაგი 940 კილომეტრამდე გაიზარდა (40კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას), რაც ერთნახევარჯერ მეტია იმავე რაოდენობის საწვავით პროტოტიპის მიერ გავლილ მანძილთან შედარებით.

მაკეტის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია:
  1. კორპუსი და სავალი ნაწილი
  2. მოძრაობის მართვის სისტემა
  3. ჰიბრიდული ენერგოდანადგარი
  4. ელექტროტრანსმისია
 

ვიდეოსიუჟეტის სანახავად გადადით შემდეგ ბმულებზე:

დაწვრილებით მანქანის შესახებ:


P.S. საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია, ამ თემაზე დასავლეთში უკვე დიდი ხანია მუშაობს (კერძოდ ამერიკის პერსპექტიული ჯავშანტექნიკის პროგრამები), მაგრამ ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვები – როგორია ამ ნო–ჰაუს საიმედოობა, რესურსი და რემონტვარგისიანობა და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი როგორია მისი "ფასი"?

ელექტროტრანსმისიით აღჭურვილი ამერიკული FCS-T და FCS-W

Wednesday, December 5, 2012

ახალი რუსული პროექტი – აირტურბინული ძრავით და ელექტრო ტრანსმისიით აღჭურვილი ქვეითთა საბრძოლო მანქანა "Рыцарь"

რუსეთში, კომპანია "СКБМ" (Специальное конструкторское бюро машиностроения) დაიწყო მუშაობა პერსპექტიულ ქვეითთა სავრძოლო მანქანის პროგრამაზე, სახელქოდებით "Рыцарь" (რაინდი). ამის შესახებ კომპანიის ვებ–გვერდზე განთავსებულ ყოველწლიურ ანგარიშშია საუბარი:
Годовой отчет ОАО «Специальное конструкторское бюро машиностроения»за 2011 год.



დოკუმენტში ასევე სხვა საინტერესო პროექტებიცაა განხილული: