სპუფინგის განხორციელების სქემა
არაკომერციული ორგანიზაცია C4ADS-ის მიერ გავრცელებული მოხსენების თანახმად, რუსეთის რადიოელექტრონული დაზვერვისა და ბრძოლის ჯარები ამერიკული თანამგზავრული ნავიოგაციის სისტემის - GPS-ის სიგნალის სპუფინგს ახორციელებს. სპუფინგი ეს არის ცრუ სიგნალი, რომელიც ჰგავს ორიგინალურ სიგნალს და GPS-ის მიმღები შეცდომაში შეყავს.
მოხსენებაში საუბარია პრეზიდენტ პუტინის მიერ მნიშვნელოვანი ადგილების ვიზიტისას მიმდებარე ტერიტორიაზე დამახინჯებული სიგნალების არსებობაზე. მოხსენების თანახმად, რუსული სპეცსამსახურები GPS სიგნალის სპუფინგს სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციებზეც იყენებენ. როგორც C4ADS ამტკიცებს, მსგავსი სპუფინგისთვის საჭიროა მძლავრი რადიოსიგნალების გამოყენება, რომლებიც გეოლოკაციის ზუსტ მონაცემებს ფაქტიურად "ჩამარხავენ" ცრუ სიგნალებში.
C4ADS-ის მოხსენება, რუსეთის მიერ GPS სიგნალის ჩახშობის 10 000 სხვადასხვა ინცინდენტს მოიცავს, რომლებიც უმეტესი შემთხვევები ხომალდების მახლობლად დაფიქსირდა. ამას გარდა მსგავსი შემთხვევები აეროპორტების მახლობლად და სხვა მნიშვნელოვან ლოკაციებზეც იქნა შემჩნეული.
სპუფინგის სიხშირე გელენჯიკის აეროპორტში
ანალიტიკოსების თანახმად, GPS-ის სპუფინგში მსოფლიოს მასშტაბით რუსეთმა პირველმა გაიკვალა გზა. "თავისი პოლიტიკური ინტერესების დაცვის მიზნით რუსეთმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო GPS-ის სპუფინგი. სპუფინკი კონკრეტულად დრონებისთვის გზის ასაბნევად გამოიყენება — მნიშვნელოვანი იყო, რომ მათთვის მგრძნობიარე საჰაერო სივრცეში შესვლის უფლება არ მიეცათ" - ნათქვამია ანგარიშში.
ყველაზე აშკარა ლოკაციებად, სადაც GPS-ს სპუფინგი ხორციელდება, ექსპერტებმი ასახელებენ ყირიმს, სირიას და ასევე რუსეთის პორტებსა და აეროპორტებს.
რუსეთსა და მის გარეთ დაფიქსირებული სპუფინგის ყველა ხშირი შემთხვევების ლოკაციები
სირიაში შემჩნეული რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსები - Красуха-4 და Р-330Ж «Житель». ორივეს ბრალდება GPS სიგნალების სპუფინგი
მთლიანად ანგარიშის ხილვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი - Exposing GPS Spoofing in Russia and Syria
No comments:
Post a Comment