Northrop YF-23 Black Widow - გამანადგურებელი რომელმაც აშშ-ს საჰაერო ძალების კონკურსში YF-22-თან (მომავალი F-22A) წააგო. ამ გამანადგურებლის შესახებ ისტორიას თვითონ მისი ცნობილი მფრინავ-გამომცდელი, პოლ მეტცი (Paul Metz) გვიყვება.
YF-23 და YF-22 ერთობლივი ფრენის მომენტში
პოლმა თავისი კარიერა ვიეტნამში, გამანადგურებელ F-105G Wild Weasel-ით დაიწყო, ხოლო შემდეგ ამერიკის ერთ-ერთი მეწინავე მფრინავ-გამომცდელი გახდა. მან, კონკურს Advanced Tactical Fighter (ATF)-ის ფარგლებში შექმნილი YF-23, პირველმა აწია ჰაერში. მას შემდეგ რაც გამანადგურებელმა YF-22 Lockheed-თან წააგო, პოლი F-22A-ზე გადაჯდა და მის დახვეწაში ღებულობდა მონაწილეობას. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში პოლი ყვება თუ როგორი იყი კონკურს ATF-ის შიდა სამზარეულო და რამდენად კარგი იყო YF-23. ამას გარდა ვიდეოში პილოტ-გამომცდელის ჯიმ სენდბურგისგან (Jim Sandburg) მოვისმენთ Northrop-ის მიერ განხორციელებული დაჩქარებული საფრენოსნო ტესტების შესახებ. ამ ორი პილოტის მონაყოლი მთლიანობაში გვაძლევს YF-23-ის შესახებ საკამაოდ მკაფიო სურათს - რომლის მიხედვითას ის არა თუ ჩამორჩებოდა, არამედ ბევრ რამეში სჯობდა კიდევაც ოპონენტს.
პოლ მეტცი F-22A-ს ფონზე (ფოტო გადიდებადია)
ვიდეოზე ასახული ლექცია ავიაციის დასავლეთ მუზეუმში (Western Museum Of Flight) განხორციელდა, სადაც YF-23-ის ერთ-ერთი ეგზემპლიარიც არის გამოფენილი. ეს ისტორიული მიმოხილვა, YF-23-ის ლეგენდარული და საიდუმლო სტატუსის მიუხედავად, რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა. ასევე აღსანიშნავია, რომ პოლი გამოცდელად მუშაობდა როგორც Northrop-ში, ასევე Lockheed-ში და მას არაობიექტურობა არ ახსიათებს. და მიუხედავად ამისა, YF-23-თან შედარებით უფრო მომწიფებული F-22-ის სერიაში ჩაშვების შემდეგაც კი, პოლი გარკვევით ამბობს, რომ Northrop-ის შემოთავაზება როგორც მინიმუმ Lockheed-ის შემოთავაზებას თუ არ ჯობდა, მისი ტოლფასი ყველა ვარიანტში იყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი ციტატა ორი პილოტ-გამომცდელის ლექციის ბოლოს იქნა წარმოთქმული, სადაც პოლ მეტცი ამბობს:
«ჩვენი ქმნილების გამო არასოდეს დახაროთ თავი სირცხვილისგან. ჩვენ შევქმენი შესანიშნავი პროდუქტი, რომელიც ღირსეულად იქნება სხვა გამანადგურებლის გვერდით, ხოლო უმეტეს შემთხვევაში აჯობებს კიდევაც მას. და ჩვენ მუდამ შეგვეძლება ვიამაყოთ ამით».
სანდბერგი და მეტცი ორივე თანხმდება იმაზე, რომ - ირივე გამანადგურებელი პასუხობდა ATF-ის მოთხოვნებს და რომ Lockheed-ის გამარჯვება პირველ რიგში საჰაერო ძალების მიერ მისი პროგრამის უკეთესად მართვაში დარწმუნებულობამ განაპირობა.
პოლი ასევე აკეთებს ერთ საკმაოდ ფაესულ დასკვნას - Northrop-თან შედარებით, Lockheed-მა უკეთესად იცოდა თუ როგორ უნდა წარედგინა და გაეყიდა საკუთარი გამანადგურებელი. ის აღნიშნავს, რომ გამანადგურებელის ამომრჩეველთა და შემფასებელთა შორის ყველას არ ექნება საინჟინრო ან ტექნიკური ცოდნა და განათლება. შესაბამისად კონცეპტუალურ დონეზეც კი "ხანგრძლივი შთაბეჭდილების" შექმნა, თუნდაც ის არ ყვებოდეს მთელს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ერთ პროგრამას მეორესთან შედარებით უპირატესობას მიანიჭებს.
Northrop-ის გუნდი ბრწყინვალე ინჟინრებისგან შესდგებოდა - პოლ მეტცის თანახმად "მათ სწორი არ ყავდათ - მაგრამ ისნი მხოლოდ საინჟინრო კუთხით საუბრობდნენ. იმავდროულად Lockheed-მა უფრო მეტი ზეწოლა მარკეტინგზე, გაყიდვებსა და პიარზე გააკეთა. მათ ესმოდათ თუ როგორ უნდა გაეყიდათ თავიანთი გამანადგურებელი და ეს "ხელოვნება" ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. Northrop-მა ეს არ გააკეთა და ეს ფაქტორი YF-23-სთვის ფატალური გამოდგა.
პილოტ გამომცდელების ლექცია ინგლისურად
ამ ვიდეოში ATF-ის შესახებ კიდევ ბევრი საინტერესო მომენტია განხილული. სენდბეგი ყვება, რომ YF-23-ის მასიური სსტაბილიზატორები იმდენად ეფექტური იყო, რომ YF-22-ის ცვალებადი წევის ვექტორის უპირატესობას საგრძნობლად ამცირებდა. ასევე ფართოდაა განხილული ATF პროგრამის წარმოშობის ისტორია, ავარიული შემთხვევები სადემონსტრაციო ფრენების დროს, ნახსენებია თუ რა როლი ითამაშა YF-23-ის გაფანტვის ეფექტური ზედაპირის მონაცემებმა მისთვის არაოფიციალური სახელის - Black Widow-ის (შავი ქვრივი) შერქმევის საკითხში.
წყარო:
The Only Man Who Flew Both The F-22 And The YF-23 On Why The YF-23 Lost
P.S. ვიდეოში საკმაოდ საინტერესო თემებია განხილული - არის ამ ორი გამანადგურებლის შედარებაც. ასევე მოყვანილია საკმაოდ საინტერესო ფოტოები და სქემები:
პროტოტიპი PAV1 - აღჭურვილია ძრავით Pratt & Whitney YF119
პროტოტიპი PAV2 - აღჭურვილია ძრავით General Electric YF120
როგორც ვხედავთ გამანადგურებლებმა სხვადასხვა ძრავებზე სუპერკრუიზის სხვადასხვა მონაცემები უჩვენეს - YF-22-მა ძრავა Pratt & Whitney YF119-ით უფრო მაღალი სიჩქარე განავითარა ვიდრე General Electric YF120-ით, YF-23-ის შემთხვევაში პირიქით მოხდა (რატომ არის ასე თვითონ პილოტმაც არ იცის) - მაგრამ აქ მთავარი ისაა რომ YF-23-ი უფრო მაღალ სიცქარეს ანვითარებდა.
YF-23-ის ორი პროტოტიპის გაბზარული სქარე შუშა - Pratt & Whitney YF119-ით აღჭურვილი პროტოტიპის შუშა უფრო დაბალ სიჩქარეზე დაიბზარა ვიდრე General Electric YF120-ით აღჭურვილი პროტოტიპისა
No comments:
Post a Comment