Showing posts with label პილოტი. Show all posts
Showing posts with label პილოტი. Show all posts

Saturday, April 27, 2019

F-22-ის პილოტები GAU 5A ტიპის მოდერნიზირებული შაშხანებით შეაიარაღეს

აშშ-ს საჰაერო ძალების F-22-ის პილოტებმა სწრაფად დაშლადი შაშხანები მიიღეს - შაშხანას ადვილად ეხსნება ლულა და ეკეცება ფისტოლეტის სახელური, რაც კაბინაში მის განთავსებას მოსახერხებელს ხდის.



ალიასკაში მდებარე "ელმენდორფ-რიჩარდსონის" გაერთიანებულ ავიაბაზაზე (Joint Base Elmendorf-Richardson), აშშ-ს საჰაერო ძალებნის მე-3 ავიაფრთის F-22 Paptor-ების პილოტებმა მათ შეიარაღებაზე არსებული მოდერნიზირებული შაშხანების - GAU-5А-ს (აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილიო M4 კარაბინის სახესხვაობის დასახელება - GAU - Gun, Automatic, Universal) დემონსტრირება განახორციელეს.

შაშხანის მოდერნიზაცია კომპანია Cry Havoc Tactical-ის აღჭურვილობის ხარჯზე განხორციელდა და მიიღო სახელწოდება Quick Release Barrel - შემოკლებით QRB. ახალი აღჭურვილობის დახმარებით შესაძლებელია შაშხანის სწრაფად დაშლა და მისი ფარულად ტარება, რაც რა თქმა უნდა გამანადგურებლის კაბინაში მის განთავსებას საკმაოდ აიოლებს. შაშხანის აწყობა 60 წამშია შესაძლებელი.

Saturday, April 20, 2019

პილოტი, რომელიც დაფრინავდა როგორც F-22-ით, ასევე YF-23-ით - რატომ წააგო YF-23-მა

Northrop YF-23 Black Widow - გამანადგურებელი რომელმაც აშშ-ს საჰაერო ძალების კონკურსში YF-22-თან (მომავალი F-22A)  წააგო. ამ გამანადგურებლის შესახებ ისტორიას თვითონ მისი ცნობილი მფრინავ-გამომცდელი, პოლ მეტცი (Paul Metz) გვიყვება. 


YF-23 და YF-22 ერთობლივი ფრენის მომენტში
YF-23 and YF-22

პოლმა თავისი კარიერა ვიეტნამში, გამანადგურებელ F-105G Wild Weasel-ით დაიწყო, ხოლო შემდეგ ამერიკის ერთ-ერთი მეწინავე მფრინავ-გამომცდელი გახდა. მან, კონკურს  Advanced Tactical Fighter (ATF)-ის ფარგლებში შექმნილი YF-23, პირველმა აწია ჰაერში. მას შემდეგ რაც გამანადგურებელმა YF-22 Lockheed-თან წააგო, პოლი F-22A-ზე გადაჯდა და მის დახვეწაში ღებულობდა მონაწილეობას. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში პოლი ყვება თუ როგორი იყი კონკურს ATF-ის შიდა სამზარეულო და რამდენად კარგი იყო YF-23. ამას გარდა ვიდეოში პილოტ-გამომცდელის ჯიმ სენდბურგისგან (Jim Sandburg) მოვისმენთ Northrop-ის მიერ განხორციელებული დაჩქარებული საფრენოსნო ტესტების შესახებ. ამ ორი პილოტის მონაყოლი მთლიანობაში გვაძლევს YF-23-ის შესახებ საკამაოდ მკაფიო სურათს - რომლის მიხედვითას ის არა თუ ჩამორჩებოდა, არამედ ბევრ რამეში სჯობდა კიდევაც ოპონენტს.

პოლ მეტცი F-22A-ს ფონზე (ფოტო გადიდებადია)

ვიდეოზე ასახული ლექცია ავიაციის დასავლეთ მუზეუმში (Western Museum Of Flight) განხორციელდა, სადაც YF-23-ის ერთ-ერთი ეგზემპლიარიც არის გამოფენილი. ეს ისტორიული მიმოხილვა, YF-23-ის ლეგენდარული და საიდუმლო სტატუსის მიუხედავად, რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა. ასევე აღსანიშნავია, რომ პოლი გამოცდელად მუშაობდა როგორც Northrop-ში, ასევე Lockheed-ში და მას არაობიექტურობა არ ახსიათებს. და მიუხედავად ამისა, YF-23-თან შედარებით უფრო მომწიფებული F-22-ის სერიაში ჩაშვების შემდეგაც კი, პოლი გარკვევით ამბობს, რომ Northrop-ის შემოთავაზება როგორც მინიმუმ Lockheed-ის შემოთავაზებას თუ არ ჯობდა, მისი ტოლფასი ყველა ვარიანტში იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი ციტატა ორი პილოტ-გამომცდელის ლექციის ბოლოს იქნა წარმოთქმული, სადაც პოლ მეტცი ამბობს:
«ჩვენი ქმნილების გამო არასოდეს დახაროთ თავი სირცხვილისგან. ჩვენ შევქმენი შესანიშნავი პროდუქტი, რომელიც ღირსეულად იქნება სხვა გამანადგურებლის გვერდით, ხოლო უმეტეს შემთხვევაში აჯობებს კიდევაც მას. და ჩვენ მუდამ შეგვეძლება ვიამაყოთ ამით».
სანდბერგი და მეტცი ორივე თანხმდება იმაზე, რომ - ირივე გამანადგურებელი პასუხობდა ATF-ის მოთხოვნებს და რომ Lockheed-ის გამარჯვება პირველ რიგში საჰაერო ძალების მიერ მისი პროგრამის უკეთესად მართვაში დარწმუნებულობამ განაპირობა.

პოლი ასევე აკეთებს ერთ საკმაოდ ფაესულ დასკვნას - Northrop-თან შედარებით, Lockheed-მა უკეთესად იცოდა თუ როგორ უნდა წარედგინა და გაეყიდა საკუთარი გამანადგურებელი. ის აღნიშნავს, რომ გამანადგურებელის ამომრჩეველთა და შემფასებელთა შორის ყველას არ ექნება საინჟინრო ან ტექნიკური ცოდნა და განათლება. შესაბამისად კონცეპტუალურ დონეზეც კი "ხანგრძლივი შთაბეჭდილების" შექმნა, თუნდაც ის არ ყვებოდეს მთელს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ერთ პროგრამას მეორესთან შედარებით უპირატესობას მიანიჭებს.

Northrop-ის გუნდი ბრწყინვალე ინჟინრებისგან შესდგებოდა - პოლ მეტცის თანახმად "მათ სწორი არ ყავდათ - მაგრამ ისნი მხოლოდ საინჟინრო კუთხით საუბრობდნენ. იმავდროულად Lockheed-მა უფრო მეტი ზეწოლა მარკეტინგზე, გაყიდვებსა და პიარზე გააკეთა. მათ ესმოდათ თუ როგორ უნდა გაეყიდათ თავიანთი გამანადგურებელი და ეს "ხელოვნება" ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. Northrop-მა ეს არ გააკეთა და ეს ფაქტორი YF-23-სთვის ფატალური გამოდგა.

პილოტ გამომცდელების ლექცია ინგლისურად


ამ ვიდეოში ATF-ის შესახებ კიდევ ბევრი საინტერესო მომენტია განხილული. სენდბეგი ყვება, რომ YF-23-ის მასიური სსტაბილიზატორები იმდენად ეფექტური იყო, რომ YF-22-ის ცვალებადი წევის ვექტორის უპირატესობას საგრძნობლად ამცირებდა. ასევე ფართოდაა განხილული ATF პროგრამის წარმოშობის ისტორია, ავარიული შემთხვევები სადემონსტრაციო ფრენების დროს, ნახსენებია თუ რა როლი ითამაშა YF-23-ის გაფანტვის ეფექტური ზედაპირის მონაცემებმა მისთვის არაოფიციალური სახელის - Black Widow-ის (შავი ქვრივი) შერქმევის საკითხში.


YF-23


წყარო:
The Only Man Who Flew Both The F-22 And The YF-23 On Why The YF-23 Lost

P.S. ვიდეოში საკმაოდ საინტერესო თემებია განხილული - არის ამ ორი გამანადგურებლის შედარებაც. ასევე მოყვანილია საკმაოდ საინტერესო ფოტოები და სქემები:

პროტოტიპი PAV1 - აღჭურვილია ძრავით Pratt & Whitney YF119
პროტოტიპი PAV2 - აღჭურვილია ძრავით General Electric YF120
 
როგორც ვხედავთ გამანადგურებლებმა სხვადასხვა ძრავებზე სუპერკრუიზის სხვადასხვა მონაცემები უჩვენეს - YF-22-მა ძრავა Pratt & Whitney YF119-ით უფრო მაღალი სიჩქარე განავითარა ვიდრე General Electric YF120-ით, YF-23-ის შემთხვევაში პირიქით მოხდა (რატომ არის ასე თვითონ პილოტმაც არ იცის) - მაგრამ აქ მთავარი ისაა რომ YF-23-ი უფრო მაღალ სიცქარეს ანვითარებდა.


YF-23-ის ორი პროტოტიპის გაბზარული სქარე შუშა - Pratt & Whitney YF119-ით აღჭურვილი პროტოტიპის შუშა უფრო დაბალ სიჩქარეზე დაიბზარა ვიდრე General Electric YF120-ით აღჭურვილი პროტოტიპისა

Tuesday, January 8, 2019

F-35-ის პირველი ქალი მფრინავ-გამომცდელი

მაიორი რეიჩელ ვინნიკი გახდა აშშ-ს ავიაციის უახლესი მრავალფუნქციური გამანადგურებლის, F-35-ის, პირველი მფრინავ-გამომცდელი ქალი (წყარო - First female F-35 test pilot).


Wednesday, February 1, 2017

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩამოვარდნილი Ми-24В-ს ფოტოები

27 იანვარს კონგოში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ფოტოები (ინცინდენტის შესახებ გუშინ ვწერდი - ონგოს რესპუბლიკაში ქართული ეკიპაჟით მართული ვერტმფრენი Ми-24В ჩამოვარდა). დაზიენებების მიხედვით მართლა ხეებს წამოედო, რაკეტის დაზიანება არ აღენიშნება.

Tuesday, January 31, 2017

კონგოს რესპუბლიკაში ქართული ეკიპაჟით მართული ვერტმფრენი Ми-24В ჩამოვარდა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციის მთიან ადგილას, გომადან 100 კილომეტრით ჩრდილოეთით, 2017 წლის 27 იანვარს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საჰაერო ძალების ორი Ми-24 ჩამოვარდა. როგორც ბელგიური საინფორმაციო სააგენტო, Belga, იუწყება, ვერტმფრენები მემბოხეთა დაჯგუფება M23-ის აღმოსაჩენად სადაზვერვო ფრენას ახორციელებდნენ, ერთ-ერთმა ვერტმფრენმა, 500 მეტრი სიმაღლეზე, მთა მიკენოს რაიონში,  მზიდი ხრახნი ხეებს წამოდო და კატასტროფა განიცადა. მერე ვერტმფრენმა, პირველ მანქანასთან ვიზუალური კავშირის დაკარგვის შემდეგ, მისი ძებნა განახორციელა და სავარაუდოდ ისიც ხეებს წამოედო. თუმცაღა სხვა წყაროების თანახმად ვერტმფრენები მემაბოხეებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "Стрела"-თი ჩამოაგდეს.

როგორც ქართული ინტერნეტრესურსი Interpressnews იუწყება, ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟი ქართველებისგან შესდგებოდა, ხოლო მეორისა ბელორუსიელებისგან. ქართულმა ეკიპაჟმა ავარიული დაშვება განახორციელა, ხოლო ბელორუსიელთა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ცნობილია რომ ბელორუსიელთა ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის ხუთივე წევრი (ბელორუსიელი ეკიპაჟის სამი წევრი და კონგოს არმიის ორი ოფიცერი) დაზარალდნენ. ქართული ვერტმფრენის ბორტზე ოთხი ადამიანი (სამი ეკიპაჟის წევრი და ერთი კონგოელი ოფიცერი) იმყოფებოდა, 30 იანვრამდე ისინი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. 27 იანვრიდან მოყოლებული ძლიერი წვიმები ვერტმფრენის ძიებას ართულებს.
ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. სამინისტრომ ასევე განაცხადა რომ პილოტებს არანაირი კავშირი არა აქვთ სამხედრო უწყებასთან და კონგოს რესპუბლიკაში როგორც კერძო პირები ისე იმყოფებიან.
როგორც სამხრეთ აფრიკული სამხედრო რესურსი იუწყება, პირველი Ми-24-ის ჩამოვარდნის ადგილი 27 იანვარს, გაეროს მისიაში შემავალმა სამხრეთაფრიის კუთვნილმა ორმა ვერტმფრენმა Denel Rooivalk-მა აღმოაჩინა, რის შემდეგაც ბელორუსიელთა ეკიპაჟის ხუთივე წევრი, სამხრეთაფრიკულმა ვერტმფრენა Oryx-მა, გომაში მდებარე ჰოსპიტალში გადააფრინა.
დაუდასტურებელი ცნობის თანახმად ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟი ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.


წყარო:

Friday, May 8, 2015

F–35–ის პირველი ქალი პილოტი

აშშ–ს საჰაერო ძალების ვიცეპოლკოვნიკი, კრისტინ მაი, ეგლინის ავიაბაზაზე გახდა პირველი ქალი პილოტი, რომელმაც F–35–ით პირველი ფრენა განახორციელა. ვიცეპოლკოვნიკი მაი – F–15E გამოცდილი პილოტია, რომელიც 33–ე ავიაფრთაში შემავალი ავიაკომპონენტის, 33–ე ოპერეჯგუფის მეთაურის მოადგილეა.
კრისტიმ იხუმრა, რომ მისი ერთადერთი განსხვავება სხვა სტუდენტებთან – ეს მისი ჩაფხუტისა და გადატვირთვისსაწინააღმდეგო კოსტუმის ზომაა, ორივეს ზომა XS–ია.
ასევე გახმაურდა საინტერესო ფაქტი – ეგლინის გაერთიანებულ სასწავლო ცენტრში ბოლო 4 წლის განმავლობაში სულ 87 პილოტმა გაიარა საწყისი მომზადება.