Tuesday, January 31, 2017

კონგოს რესპუბლიკაში ქართული ეკიპაჟით მართული ვერტმფრენი Ми-24В ჩამოვარდა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციის მთიან ადგილას, გომადან 100 კილომეტრით ჩრდილოეთით, 2017 წლის 27 იანვარს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საჰაერო ძალების ორი Ми-24 ჩამოვარდა. როგორც ბელგიური საინფორმაციო სააგენტო, Belga, იუწყება, ვერტმფრენები მემბოხეთა დაჯგუფება M23-ის აღმოსაჩენად სადაზვერვო ფრენას ახორციელებდნენ, ერთ-ერთმა ვერტმფრენმა, 500 მეტრი სიმაღლეზე, მთა მიკენოს რაიონში,  მზიდი ხრახნი ხეებს წამოდო და კატასტროფა განიცადა. მერე ვერტმფრენმა, პირველ მანქანასთან ვიზუალური კავშირის დაკარგვის შემდეგ, მისი ძებნა განახორციელა და სავარაუდოდ ისიც ხეებს წამოედო. თუმცაღა სხვა წყაროების თანახმად ვერტმფრენები მემაბოხეებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "Стрела"-თი ჩამოაგდეს.

როგორც ქართული ინტერნეტრესურსი Interpressnews იუწყება, ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟი ქართველებისგან შესდგებოდა, ხოლო მეორისა ბელორუსიელებისგან. ქართულმა ეკიპაჟმა ავარიული დაშვება განახორციელა, ხოლო ბელორუსიელთა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ცნობილია რომ ბელორუსიელთა ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის ხუთივე წევრი (ბელორუსიელი ეკიპაჟის სამი წევრი და კონგოს არმიის ორი ოფიცერი) დაზარალდნენ. ქართული ვერტმფრენის ბორტზე ოთხი ადამიანი (სამი ეკიპაჟის წევრი და ერთი კონგოელი ოფიცერი) იმყოფებოდა, 30 იანვრამდე ისინი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. 27 იანვრიდან მოყოლებული ძლიერი წვიმები ვერტმფრენის ძიებას ართულებს.
ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. სამინისტრომ ასევე განაცხადა რომ პილოტებს არანაირი კავშირი არა აქვთ სამხედრო უწყებასთან და კონგოს რესპუბლიკაში როგორც კერძო პირები ისე იმყოფებიან.
როგორც სამხრეთ აფრიკული სამხედრო რესურსი იუწყება, პირველი Ми-24-ის ჩამოვარდნის ადგილი 27 იანვარს, გაეროს მისიაში შემავალმა სამხრეთაფრიის კუთვნილმა ორმა ვერტმფრენმა Denel Rooivalk-მა აღმოაჩინა, რის შემდეგაც ბელორუსიელთა ეკიპაჟის ხუთივე წევრი, სამხრეთაფრიკულმა ვერტმფრენა Oryx-მა, გომაში მდებარე ჰოსპიტალში გადააფრინა.
დაუდასტურებელი ცნობის თანახმად ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟი ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.


წყარო:

No comments:

Post a Comment