Wednesday, February 1, 2017

ზოგიერთი თანამედროვე ტანკის საწვავის სისტემა


M1A1-ის საწვავის სისტემა

ტანკის ძრავის საწვავის ავზები (მთლიანი ტევადობა 1909 ლიტრი) შემდეგნაირადაა განთავსებული: წინ მარჯვნივ 566 ლიტრი (1), წინ მარცხნივ 403,3 ლიტრი (2) და უკან 940 ლიტრი. უკანა ავზი ოთხი განცალკევებული განყოფილებისგან შესდგება - მარჯვენა სპონსონური ავზი 171 ლიტრი (3), ძრავის მარჯვენა ავზი 216,1 ლიტრი (4), ძრავის მარცხენა ავზი 328,9 ლიტრი (5) და მარცხენა სპონსონური ავზი 223,3 ლიტრი (6).
მძღოლ-მექანიკოსს ავზების გადამრთველის (7) გადართვით საწვავის მაჩვენებელზე (8) შეუძლია ნახოს რამდენად სავსეა თითოეული ავზი. საწვავის მაჩვენებელი (8) გადამრთველზე (7) ამორჩეული ავზის საწვავის რაოდენობას უჩვენებს. ორივე, გადამრთველიც (7) და დონის მაჩვენებელიც (8), მძღოლ-მექანიკოსის მონაცემთა დაფაზეა (9) განთავსებული. მძღოლ-მექანიკოსის მონაცემთა დაფაზე (9) განთავსებული საწვავის დაბალი დონის მანჩვენებელი შუქი (10) (ჩვენებურად წითელი), ირთვება მაშინ, როდესაც უკანა ავზში საწვავის 1/8 ნაწილია დარჩენილი. დაბალი დონის მაჩვენებელი წითელი შუქის (10) გამორთვა უკანა ავზში საწვავის 3/8-ით შევსების შემდეგ ავტომატურად ხდება.


ძრავა მხოლოდ უკანა ავზის საწვავით იკვებება. ძრავაში განთავსებული ორი ტუმბო (11) ძრავის ჩართვისას ავტომატურად ირთვება და ითიშება როდესაც ძრავა მუშაობას წყვიტავს. არსებობს კიდევ ერთი ტუმბო (12), რომელიც წინ მდებარე ორივე ავზს ემსახურება. როდესაც საწვავის დაბალი დონის მაჩვენებელი შუქი (10) ჩაირთვება მძღოლ-მექანიკოსმა ავზის გადამრთველი (7) წინა ავზებზე უნდა გადართოს, რის შემდეგაც ამორჩეული ავზიდან საწვავის გადაქაჩვა მოხდება უკანა ავზში. მანქანის ძრავა საწვავის გადაქაჩვის მომენტში უნდა მუშაობდეს.
ტანკის ძრავაში შესაძლებელია შემდეგი სახის საწვავის გამოყენება:
კონტინენტრუ ამერიკაზე:
-6-დან +45 გრადუსამდე ცელსიუსით - DF-2 ან JP-8
-32-იდან -6 გრადუსამდე ცელსიუსით - DF-1 ან ASTM D  975 Grade 1-D
-32-ის ქვევით - JET A-1 ან VV-F-800 Grade DF-A
დანარჩენ ქვეყნებში:
-6-დან +45 გრადუსამდე ცელსიუსით - DF-2 ან JP-8
-23-დან -6 გრადუსამდე ცელსიუსით - აურიეთ ერთი-ერთზე NATO F-54 და F-34, ან F-35, F-44, F-58 ან ASTM D1655 Grade Jet-A-1. თუ გადარევა შეუძლებელია გამოიყენეთ სუფთა NATO F-34 ან F-35, F-44, F-58 ან ASTM D1655 Grade Jet-A-1.
-23-იდან -32 გრადუსამდე ცელსიუსით - NATO F-34 ან F-35, F-44 ან ASTM D1655 Grade Jet-A-1
-32 გრადუსზე ქვემოთ - ASTM D1655 Grade Jet-A-1.



Leopard-2A4/A5/A6 -ის საწვავის სისტემა

1 - საწვავის ჩასასხმელი ყელი; 2 - საწვავის მეორადი ავზი; 3 - საწვავის პირველადი (უხეში) ფილტრი; 4 - საწვავის ძირითადი ავზი; 5 - გასანიავებელი კლაპანი; 6 - მიმწოდებელი ავზის მკვებავი ტუმბო; 7 - საწვავის მიმწოდებელი ავზი; 8 - ავზის დაცლის - გავსების ონკანი; 9 - საწვავის ტუმბო; 10 - საწვავის შესხურების საქშენები ძრავაში; 11 - საწვავის გაგრილების სისტემა; 12 - საწვავის ძირითადი ფილტრი; 13 - შემასხურებელი ტუმბო; 14 - საწვავის ფილტრის გამათბობელი; 15 - ავზის ამომრჩევი ონკანი; 16 - გაზის სატერფული
ტანკის ძირითადი (4) და მეორადი ავზები (2) მოქნილი მილებითა და შლანგებით ავზების მარჯვენა და მარცხენა ჯგუფებადაა გაყოფილი. სულ სისტემაში 1160 ლიტრი დიზელის საწვავი ეტევა: მეორადი მარცხენა ავზი (2) - 230 ლიტრი, მეორადი მარჯვენა ავზი (2) - 350 ლიტრი, მარჯვენა ძირითადი ავზი (4) - 250 ლიტრი, მარცხენა ძირითადი ავზი (4) - 280 ლიტრი, საწვავით კვების ავზი (7) - 50 ლიტრი.
ორივე ძირითად საწვავის ავზს საკუთარი საწვავის ტუმბო გააჩნია, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ და საწვავით კვების ავზს აწვდიან საწვავს. საწვავით კვება საწვავის ამომრჩევი ონკანის პოზიციაზეა დამოკიდებული - როდესაც საწვავის ამომრჩევი ონკანი (15) „მარჯვენა/მარცხენა“, ანუ საშუალო პოზიციაზეა, მაშინ ავზების ორი ჯგუფი ელასტიკური არხის მეშვეობით უკავშირდებიან ერთმანეთს. ამ პოზიციაზე მარცხენა ტუმბო ავზთა ორივე ჯგუფიდან ექაჩება საწვავს. როდესაც ონკანის (15) სახელური „მარცხენა“ პოზიციაზეა, მაშინ საწვავით კვება მხოლოდ ავზთა მარცხენა ჯგუფითან ხდება. ონკანის სახელურის „მარჯვენა“ პოზიციაზე დაყენების შემთხვევაში მარცხენა ტუმბო მუშაობას წყვიტავს, ირთვება მარჯვენა ტუმბო და შესაბამისად საწვავის მიწოდება ავზების მარჯვენა ჯგუფიდან ხორციელდება.
მძღოლ-მექანიკოსის მონაცემთა დაფაზე არსებობს ავზების გადამრთველი (c), მისი შუა პოზიციაზე დაყენების შემთხვევაში საწვავის მაჩვენებელის (a) გარეთა ციფრები ყველა ავზში საწვავის საერთო რაოდენობას უჩვენებს (მაქსიმუმ 1000 ლიტრამდე). გადამრთველის (c) მარცხნივ გადართვის შემთხვევაში მაჩვენებლის შკალის (a) გარეთა მარცხენა ციფრები ავზების მარცხენა ჯგუფის საწვავის რაოდენობას უჩვენებს. მარჯვნივ გადართვისას ავზების მარჯვენა ჯგუფის საწვავის რაოდენობას შკალის მარჯვენა შიდა ციფრები უჩვენებს.
თუ საწვავით კვების ავზში 45 ლიტრზე ნაკლები საწვავია დარჩენილი, მაშინ მონაცემთა დაფაზე წითელი შუქი (b) ირთვება, დამატებით ყურადღებისთვის ზედა და ქვედა შუქბი მორიგეობით ციმციბენ.
ტანკის ძრავა შემდეგი სახის საწვავს მოიხმარს:
-8 გრადუსამდე - დიზელი NATO F-76
-8 გრადუსზე ქვემოთ - დანამატი F-34 გადაურიეთ F-76-თან ერთი-ერთზე.



Т-80УД საწვავის სისტემა 

საწვავის ავზების ტევადობა - სულ შიდა ავზები - 740ლ, აქედან წინა ავზები - 390ლ, უკანა ავზები - 350ლ. გარეთა საწვავის ავზებში დამატებით- 560ლ. მთლიანად მანქანაში - 1300ლ. დამატებით მანქანაზე შეიძლება 370 ლიტრის ტევადობის დასაკიდი საწვავის კასრების დამაგრება.

საწვავის სისტემა შესდგება: 1 - წინა მარცხენა ავზი; 2 - წინა მარჯვენა ავზი; 9 - მარჯვენა შუა ავზი; 17 - უკანა მარჯვენა ავზი; 18 - უკანა მარცეხნა ავზი; 21 - კიჩოს ავზაკი; 26 - საწვავის გარეთა ავზები; 3 - ონკანიანი საწვავის გამმართველი ტუმბო; 4 - საწვავის გამანაწილებელი ონკანი; 5 - ჩასასხმელი ფილტრი; 6 - ხელის საწვავგადამტუმბი ტუმბო (РНМ); 7 - ბენზინის ცენტრიდანული ტუმბო (БЦН); 8 - გამათბობლის გამომრთველი ონკანი; 10 - საწვავმზომი გადამწოდი; 11 - სადრენაჟო ნაკვეთური; 12 - გამათბობლის გამომრთველი ელექტროსარქველი; 13 - გამათბობლის კლაკნილას გამომრთველი ონკანი; 14 - საწვავის გამათბობელი კლაკნილა; 15 - გამათბობლის ფრქვევანა; 16 - გამათბობლის წვის კამერა; 19 - თერმო-კვამლური აპარატურის (ТДА) ჩამრთველი სარქველი; 20 - ზუსტი გაწმენდი ფილტრი; 22 - უკუსარქველი; 23 - საწვავამომქაჩი ტუმბო; 24 - საწვავის უხეში გაწმენდის ფილტრი; 25 - გარეთა ავზების გამომრთველი ონკანი; 27 - ჰაერის გამომშვები საცობი; 28 - საწვავით გამართვის მოწყობილობა; 29 - კასრი; 
სისტემა შიდა და გარე ავზებისგან შესდგება, ის უზრუნველყოფს ძრავის კვებას როგორც ცალკე თითოეული ჯგუფიდან, ასევე ორივე ჯგუფიდან ერთდროულად. 
ყველა შიდა და გარე ავზები ჯგუფებად  მილებითაა ერთმანეთთან შეერთებული.
გარეთა ავზები მილებით ავზის უკანა ჯგუფთანაა შეერთებული. ამას გარდა, ყველა ავზი სადრენაჟო მილგაყვანილობით შეერთებულია სადრენაჟო ავზაკთან.
ავზების წინა ჯგუფი შესდგება წინა მარჯვენა ავზისგან (2), 160 ლიტრი, ავზს-სტელაჟისგან, 90 ლიტრი და მარცხენა წინა ავზისგან, 140 ლიტრი.
ავზების უაკანა ჯგუფი შესდგება - უკანა მარცხენა ავზისგან (18), 190 ლიტრი, მარჯვენა უკანა ავზი (17), 160 ლიტრი.
გარეთა ავზები (26) მუხლუხების ზედა ფრთებზეა განლაგებულია და მთლიანობაში 560 ლიტრას იტევს.
საწვავის რაოდენობის განსაზღვრა მძღოლ-მექანიკოსის მონაცემთა დაფაზე განთავსებული მაჩვენებლით (25) ხდება. შიდა ავზების ჯგუფებში საწვავის რაოდენობის დასადგენად, აუცილებელია მონაცემთა დაფაზე არსებული ღილაკის (26) გადართვა სასურველი ავზების ჯგუფზე (უკანა ავზები, წინა ავზებიი).
საწვავგამანაწილებელი ონკანის პოზიციისგან დამოუკიდებლად, სისტემა ჯერ გარეთა ავზების საწვავის ხარჯვას ახდენს და ამის შემდეგ იწყებს შიდა ავზების გამოყენებას.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გარეთა ავზების შიდა ავზებისგან გათიშვა, ამ დროს გარე ავზები ძრავის კვებაში არ მონაწილეობენ. ამისთვის უკანა მარცხენა ავზზე განთავსებული ონკანი (25) გამოიყენება.
ძრავაში შესაძლებელია შემდეგი სახეობის საწვავის გამოყენება:
ძირითადი, პირდაპირი გამოხდის დიზელის საწვავი - ДЛ, ДЗ, ДА.
რეაქტიული ძრავის საწვავი - ТС-1
ბენზინი - А-76, А-72, АИ-93 (გამოყენებულ დიზელის საწვავთან ნაზავში)



Т-72Б-ს საწვავის სისტემა (Т-90-ზე ანალოგიურია, მცირედი ცვლილელბებით)

ტანკზე ავზების ორი ძირითადი ჯგუფია - შიდა და გარე ავზთა ჯგუფები. ორივე ჯგუფი მთლიანობაში 1200 ლიტრ საწვავს იტევს. შიდა ავზებში 705 ლ, ხოლო გარეთა ავზებში 495ლ. გარეთა ავზები ფოლდის დაშტამპული ფურცლებისგანაა შეკერილი და კოროზიის ასაცილებლად შიგნიდან ბაკელიტს ლაქითაა დაფარული, შიდა ავზები ალუმინისაა და გარედანაა შეღებილი. ამას გარდა მანქანაზე შესაძლებელია 200 ან 275 ლიტრი ტევადობის გარეთა, დამატებითი ორი საწვავის კასრის დამაგრება. შესაბამისად საწვავის რაოდენობა 1600 ან 1755  ლიტრს შეადგენს.
ავზების შიდა ჯგუფი შემდეგი ავზებისგან შესდგება - მარცხენა წინა ავზი, განთავსებულია ტანკის ცხვირში, მძღოლ-მექანიკოსის სავარძლის მარცხნივ, მარჯვენა წინა ავზი, განთავსებულია ტანკის ცხვირში, მძღოლ-მექანიკოსის სავარძლის მარჯვნივ, შუა ავზ-თარო, განთავსებულია კორპუსის წინა ნაწილში, მძღოლ-მექანიკოსის სავარძლის მარჯვნივ, შუა ავზ-თარო, განთავსებულია ძრავა-ტრანსმისიისა და საბრძოლო ნაკვეთურს შორის.
ავზების გარეთა ჯგუფი 5 ავზისგან შესდგება, რომლებიც მანქანის მარჯვენა ბორტზე, მუხლუხებსზედა თაროზეა განთავსებული.
მანქანას ასევე უყენია 12 ლიტრი ტევადობის გაფართოებადი ავზი, რომელშიც, მაღალ ტემპერატურებზე, საწვავის გაფართოების შემთხვევაში საწვავის ნამატი გადაედინება. ძრავის კვებაც უშუალოდ ამ ავზაკიდან ხორციელდება.

1, 2, 4, 6, 9 - გარეთა ავზები; 3 - წინა ავზ-თარო; 5, 7 - დამატებითი საწვავის კასრები; 11 - შუა ავზ-თარო; 10 - წინა მარცხენა ავზი; 8 - წინა მარჯვენა ავზი; 12 - ძრავა;
ძრავის მუშაობის დროს საწვავის ტუმბო საწვავს თავდაპირველად მარჯვენა წინა ავზიდან ექაჩება, რის შედეგადაც ავზში გაუხშოება ხდება, რაც იწვევს მასში საწვავის მარჯვენა წინა და წინა ავზ-თაროდან გადადინებას, რაც თავის მხრივ ამ ავზებშიც იწვევს გაუხშოებას, რის შედეგადაც მათში შუა ავზ-თაროდან საწვავის გადადინება ხდება და ასე თანმიმდევრობით. რის შედეგადაც პირველი იცლება ავზი, რომელიც სისტემაში სულ ბოლოსაა მიერთებული, ეს შეიძლება მარცხენა გარეთა დამატებითი კასრი ან გარეთა მეხუთე ავზი ან შუა ავზ-თარო იყოს, რომელიც, საწვავის კლებასთან ერთად, მოცურავე სარქვლის გავლით, ატმოსფერული ჰაერით ივსება.
საწვავგამანაწილებელი ონკანის დანიშნულებაა საწვავამომქაჩველ ტუმბოსთან ძრავის მიერთება და მისგან საწვავის სისტემის გამოთიშვა. ასევე საჭიროების შემთხვევაში ჩამოსასხმელი შტუცერიდან, БЦН (ცენტრიდანული ბენზინის ტუმბო) ტუმბოს გამოყენებით, საწვავის გადასაქაჩავად.
ონკანის სახელურს სამი პოზიცია გააჩნია:
1 -  „ავზები ჩართულია“ (ამ დროს ონკანის ისარი ტანკის კიჩოსკენაა მიმართული). ამ მდგომარეობაში ხორციელდება მთელი სისტემიდან საწვავის თანმიმდევრობითი გამომუშავება.
2 - ამოტუმბვა БЦН-იდან (ონკანის ისარი ზემოთაა მიმართული). ამ მგომარეობაში ჩართული БЦН ტუმბოთი, ჩამოსასხმელი შტუცერიდან, მასზე მიერთებული ჩამოსასხმელი შლანგით სისტემიდან საწვავის გადაქაჩვა ხდება სხვა ტანკში ან სხვა რაიმე ჭურჭელში.
3 – „ავზები გადაკეტილია“ (ონკანის ისარი ქვემოთაა მიმართული). ამ მდგომარეობაში ძრავისგან ყველა ავზი გამოთიშულია.
გარეთა საწვავის გადამკეტი ონკანის დანიშნულებაა გარეთა ავზების საწვავით კივების სისტემისგან გამორთვა/ჩართვა. 
ონკანს ორი პოზიცია გააჩნია:
1 – „ჩართული“ - ამ დროს გარეთა ავზები შიდა ავზებზეა მიერთებული და წინა გარეთა ავზიდან საწვავი შუა ავზ-თაროში გადაედინება.
2 – „გამორთულია“ - ამ დროს გარეთა ავზები შიდა ავზებისგან გათიშულია და ძრავას მხოლოდ შიდა ავზები კვებავენ. ატმოსფერული ჰაერი საწვავის ხარჯვასთან ერთად შუა ავზ-თაროში მიეწოდება.
ძრავა შემდეგი სახის საწვავს მოიხმარს:
საზაფხულო ექსპულატაციისთვის - დიზელის საწვავი Л-0,1, ან 3-0,2 მინუს 35
ზამთრის ექსპულატაციისთვის - დიზელის საწვავი 3-0,2 მინუს 35, ან 3-0,2 მინუს 45 ან А-0,2
ზამთრისა და ზაფხულის ექსპულატაციისთვის დიზელის საწვავის არ არსებობის შემთხვევაში დასაშვებია  ТС-1, Т-1, Т-2 საწვავების და არაეთილირებული А-72 მარკის ბეზნინის ან მათი ნაზავის გამოყენება.

გამოყენებული მასალა - აღნიშნული ტანკების ტექნიკური აღწერილობისა და ექსპულატაციის ინსტრუქციები.

No comments:

Post a Comment