პენტაგონმა და Lockheed Martin-მა მეხუთე თაობის გამანადგურებლის, F-35-ის, ახალი პარტიის, LRIP-10-ის ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად მწარმოებელი შემკეთს 90 ცალ გამანადგურებელს მიაწოდებს. აღსანიშნავია რომ, გამანადგურებლების საერთო ღირებულება 7,5% (728 მილიონი დოლარით) შემცირდა.
ავიამწარმოებლების განცხადების თანახმად, ფასის დაწევა წინასწარ იყო დაგეგმილი. მაგრამ მიუხედავად ამისა ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნა რომ, ფასის დაწევა პრეზიდენტ ტრამპის ჩარევის შედეგად მოხდა. შეკვეთილი გამანადგურებლებიდან 55 ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვისაა განკუთვნილი, მათი ღირებულების შემცირების შედეგად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების 455 მილიონი დოლარი დაიზოგა.
LRIP 10-ის ფარგლებში შეკვეთილი გამანადგურებლების ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:
- F-35A - 94,6 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,3% შემცირებული)
- F-35B - 122,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 6,7% შემცირებული)
- F-35C - 121,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,9% შემცირებული).
შესყიდვების უდიდესი კლიენტი ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებია. გამანადგურებლების მიწოდება 2018 წელს დაიწყება. აღნიშნული სერიის თვითმფრინავების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 44 F-35A აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის
- 9 F-35B აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის
- 2 F-35C აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის
- 3 F-35B ბრიტანეთისთვის
- 6 F-35A ნორვეგიისთვის
- 8 F-35A ავსტრალიისთვის
- 2 F-35A თურქეთისთვის
- 4 F-35A იაპონიისთვის
- 6 F-35A ისრაელისთვის
- 6 F-35A სამხრეთ კორეისთვის
წყარო:
P.S. მე-10 პარტიის მიწოდების დასრულების შემდეგ მთლიანობაში სერიული მანქანების რაოდენობა 350 ერთეულს მიაღწევს, აქედან მიახლოებით 300 ცალი აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის იქნება განკუთვნილი.
ძირითადი ფაქტებისა და რაოდნეობების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი:
No comments:
Post a Comment