დონალდ ტრამპის მიერ სანქცირებულ პირველ ანტიტერორისტულ ოპერაციას, რომელიც ცენტრალურ იემენში, ალ-ქაიდის წინააღმდეგ განხორციელდა, ამერიკელთა მსხვერპლი მოჰყვა. ამას გარდა ოპერაციის მსვლელობისას დაკარგული იქნა კონვერტოპლანი MV-22 Osprey, რაც ამ მანქანისთვის პირველი საბრძოლო დანაკარგია.
როგორც ცნობილია, 28 იანვარს ღამით, ცენტრალურ იემენში, კონვერტოპლან MV-22 Osprey-ს გამოყენებით, სპეცოპერაცია Navy SEAL Team 6 განახორციელა. როგორც New York Times იტყობინება, სამიზნეს ორგანიზაციის შტაბბინა წარმოადგენდა, სწორედ ამიტომაც დაბომბვის ნაცვლად სპეცრაზმის გამოყენება გადაწყდა (პირველ რიგში მნიშვნელოვანი დოკუმენტური ინფორმაციის მოპოვების და მეორეს მხრივ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით). ოპერაცია უმთვარო ღამით განხორციელდა, რათა სპეცრაზმს მაქსიმალურად გამოეყენებინა ღამით ბრძოლის უპირატესობები. ბრძოლას ალ-ქაიდას 14 წევრი ემსხვერპლა, ასევე დაიღუპა ამერიკული სპეცრაზმის ერთი და დაიჭრა სამი მებრძოლი. ჯგუფის ევაკუაციის დროს, MV-22 Osprey-მ, მტრის ცეცხლისგან მიღებული ძლიერი დაზიანებების გამო, ვერ მოახერხა აფრენილიყო. ავარიის შედეგად კონვერტოპლანის ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა (ან მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად დაიჭრა). ამერიკულმა ბომბდამშენებმა ხმელეთზე დატოვებული MV-22 Osprey-ს ნარჩენები სრულიად გაანადგურეს.
წყარო:
No comments:
Post a Comment