Saturday, February 4, 2017

ახალი რუსული საარტილერიო ბრიგადა ჩვენს მეზობლად


რუსეთის სამხედრო უწყებამ სამხრეთ-სამხედრო ოლქში 227-ე საარტილერიო ბრიგადა გაშალა. სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილი ადიგეის დედაქალაქი, მაიკოპი იქნება. შორმსროლელი ჰაუბიცების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გარდა, ბრიგადა უპილოთოებითა, სადაზვერვო კომპლექსებითა და მართვის ავტომატიზირებული სისტემებითაა აღჭურვილი. აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით, ბრიგადა ძალიან მოკლე დროში შესძლებს მოწინააღმდეგის აღმოჩენას და მისი ცეცხლით განადგურებას. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარო იუწყება, ბრიგადის ფორმირება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. პროცეის დასრულებას სამხედრო უწყება მიმდინარე წლის ბოლოსთვის გეგმავს.
ამჟამად ბრიგადა აღჭურვილია МСТА-ს ტიპის 152 მილიმეტრიანი ჰაუბიცებითა და ზცრს "Ураган"-ებით. მაგრამ გავრცელებული ცნობების თანახმად, შემდეგში 227-ე არტბრიგადა "Коалиция"-ს ტიპის უახლეს თვითმავალ ჰაუბიცებსა და მოდერნიზირებულ ზცრს "Ураган-М"-ებს მიიღებს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ახალი ბრიგადა იქნება ერთ-ერთი პირველი სამხედრო ნაწილი, რომელიც შესძლებს ზეზუსტი საცეცხლე დაზიანების კონტურში მუშაობას.
- დღეს რუსეთის არმია ქმნის სპეციალურ ზეზუსტი საცეცხლე განადგურების კონტურს. მასში ჩართულია ყველა ზეზუსტი საცეცხლე საშუალებები და მათ შორის არტილერიაც - ამბობს სამხედრო ექსპერტი ვიქტორ მურახოვსკი - ახალი სისტემა ინფორმაციას ყველა სადაზვერვო საშუალებებიდან, მათი დაქვემდებარიდან დამოუკიდებლად, იღებს და სამიზნეებს მნიშვნელობისდა მიხედვით ანაწილებს. არტილერისტებს პოზიციებზე მყისეულად მიეწოდებათ სამიზნის კოორდინატები, ჭურვების ხარჯვის მონაცემები და თვით ქვემეხების გამართვის კუთხეები ან რაკეტის საფრენოსნო ამოცანებიც კი.

წყარო:

No comments:

Post a Comment