Showing posts with label LRIP. Show all posts
Showing posts with label LRIP. Show all posts

Wednesday, June 12, 2019

F-35-ის ფასი კიდევ უფრო შემცირდა


პენტაგონმა და კომპანია Lockheed Martin-მა F-35-ების წარმოების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ "შესყიდვებისა და მდგრადი განვითარების" საკითთხებში, ელლენ ლორდმა, განაცხადა:

"პენტაგონმა და კომპანაია Lockheed Martin-მა უახლესი გამანადგურებლების Lot 12-ის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, შეთანხმება ასევე მიღწეული Lot 13-ისა და 14-ის ოპციების თაობაზეც. აღსანიშნავია, რომ F-35-ების წარმოების ისტორიაში ეს ყველაზე მსხვილი შესყიდვაა. შეთანხმება 34 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, რომლის თანბახმადაც Lot 12-დან 14-ის ჩათვლით პენტაგონს 478 ცალი F-35 უნდა მიეწოდოს, აქედან 157 ცალი Lot 12-ის ფარგლებში. 

ჯერ-ჯერობით უცნობია გამანადგურებლების საბოლოო ღირებულება (Unit Recurring Flyaway - URF), ამის შესხებ დეტალური ინფორმაცია სერტიფიცირების შემდეგ გასაჯაროვდება. მაგრამ მე შემიძლია სიმაყაით აღვნიშნო, რომ ამ შეთანხმების წყალობით F-35A-ს ღირებულება Lot 11-თან შედარებით Lot 12-ში 8,8%-ით შემცირდა. ასევე აღსანიშნავია, რომ Lot 11-დან Lot 14-მდე ღირებულება 15% შემცირდება. ამ ციფრებიდან გამომდინარე F-35A-ს ღირებგულების 80 მილიონ დოლარზე დააბლა ჩამოწევა დაგეგმილზე ერთი წლით ადრე მოხერხდა".



P.S. F-15X ჯერ არ შეუძენიათ და უკვე ეფექტურად მუშაობს.

Monday, October 1, 2018

F-35A-ს ფასი 90 მილიონ დოლარზე ნაკლებია


F-35A-ს ფასი პირველად ჩამოსცდა 90 მილიონ აშშ დოლარს და მან 89,2 მილიონი შეადგინა. წინა პარტიასთან, LRIP 10-თან შედარებით, ეს 5,4% ნაკლებია. ასევე შემცირდა F-35B-ს ფასი 5,7% და 115,5 მილიონ დოლარამდე დაიწია (აღსანიშნავია რომ, ყველა ფასი ძრავებთან ერთადაა მოცემული, წინა პარტიებში ძრავები ცალკე ლოტშ გადიოდა, რადგანაც ის ცალკე პროექტი იყო). ყველაზე მეტად ფასში F-35C-მ დაიკლო, მისი ღირებულება 11,1% შემცირდა და 107,7 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

P.S. ასე და ამგვარად F-35A ევროპის მე-4 თაობის გამანადგურებლების ფასს გაუტოლდა/ან ჩამოცდა. მომიკითხეთ  Rafale და EF-2000.

აღნიშნული პარტიის, LRIP 11-ის, ფარგლებში, კომპანია Lockheed Martin-ი, 141 ცალი F-35-ის მიწოდებას გეგმავს, ეს რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდება: 102 ცალი F-35A, 25 ცალი F-35B და 14 ცალი F-35C. მთლიანი შეკვეთის ღირებულება 11,5 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.


წყარო:

წინა, LRIP 10 პარტიის ფარგლებში შეკვეთილი გამანადგურებლების ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:
  • F-35A - 94,6 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,3% შემცირებული)
  • F-35B - 122,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 6,7% შემცირებული)
  • F-35C - 121,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,9% შემცირებული).

დაწვრილებით წინა ლოტის შესახებ იხილეთ ბმულზე - F-35-ების ახალი შეკვეთა 728 მილიონი დოლარით იაფი იქნება


2018 წელს, მწარმოებელმა პენტაგონს 91 ცალი გამანადგურებლის მიაწოდა. მომავალ წელს 141 გამანადგურებელი იქნება წარმოებული, ხოლო წარმოების ტემპი 2023 წელს პიკს მიაღწევს, რაც წელწადში 160 გამანადგურებლის გამოშვებას გულისხმობს. ასეთი ტემპით არცერთი გამანადგურებელი არ გამოშვებულა.

მთლიანობაში, 2007 წელს გაკეთებული პირველი LRIP 1-ის ფასთან შედარებით (მაშინ პენტაგონმა ორი გამანადგურებელი შეუკვეთა), ფასმა 60% დაიკლო. დეტალაურად F-35A-ს ფასის ცვალებადობა იხილეთ ქვემოთ მოყვანილ გრაფიკულ გამოსახულებაზე.

Saturday, February 4, 2017

F-35-ების ახალი შეკვეთა 728 მილიონი დოლარით იაფი იქნება


პენტაგონმა და Lockheed Martin-მა მეხუთე თაობის გამანადგურებლის, F-35-ის, ახალი პარტიის, LRIP-10-ის ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად მწარმოებელი შემკეთს 90 ცალ გამანადგურებელს მიაწოდებს. აღსანიშნავია რომ, გამანადგურებლების საერთო ღირებულება 7,5% (728 მილიონი დოლარით) შემცირდა.
ავიამწარმოებლების განცხადების თანახმად, ფასის დაწევა წინასწარ იყო დაგეგმილი. მაგრამ მიუხედავად ამისა ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნა რომ, ფასის დაწევა პრეზიდენტ ტრამპის ჩარევის შედეგად მოხდა. შეკვეთილი გამანადგურებლებიდან 55 ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვისაა განკუთვნილი, მათი ღირებულების შემცირების შედეგად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების 455 მილიონი დოლარი დაიზოგა. 
LRIP 10-ის ფარგლებში შეკვეთილი გამანადგურებლების ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:
  • F-35A - 94,6 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,3% შემცირებული)
  • F-35B - 122,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 6,7% შემცირებული)
  • F-35C - 121,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,9% შემცირებული). 

შესყიდვების უდიდესი კლიენტი ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებია. გამანადგურებლების მიწოდება 2018 წელს დაიწყება. აღნიშნული სერიის თვითმფრინავების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
  • 44 F-35A აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის
  • 9 F-35B აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის
  • 2 F-35C აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის
  • 3 F-35B ბრიტანეთისთვის
  • 6 F-35A ნორვეგიისთვის
  • 8 F-35A ავსტრალიისთვის
  • 2 F-35A თურქეთისთვის
  • 4 F-35A იაპონიისთვის
  • 6 F-35A ისრაელისთვის
  • 6 F-35A სამხრეთ კორეისთვის

წყარო:


P.S. მე-10 პარტიის მიწოდების დასრულების შემდეგ მთლიანობაში სერიული მანქანების რაოდენობა 350 ერთეულს მიაღწევს, აქედან მიახლოებით 300 ცალი აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის იქნება განკუთვნილი.

ძირითადი ფაქტებისა და რაოდნეობების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი:

Sunday, November 23, 2014

F-35–ის ფასი დაბლა იწევს

მათთვის ვინც თემითაა დაინტერესებული, წარმოგიდგენთ F–35–ების განახლებულ ფასებს (წინა პარტიების ფასებზე უკვე ვწერდი – 7,8 მილიარდ დოლარად 71ცალი F-35), რომელიც პენტაგონსა და Lockheed Martin–ს შორის LRIP-8  (დაბალი ტემპით საწყისი წარმოების მე–8 პარტია / Low-Rate, Initial Production-8) ხელშეკრულების გაფრომებისწინა მოლაპარაკებების შედეგად გახდა ცნობილი.
ხელშეკრულება ეხება 43 გამანადგურებელს, რომელთა საერთო ფასიც 4,7 მილიარდი დოლარია, რაც LRIP-7–თან შედარებით საშუალოდ 3,5% იაფია და ...... 57%–თ LRIP–1–თან მიმართებაში.
ფასები ტიპების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • F-35A $94.8 million/airframe
  • F-35B $102.0 million/airframe
  • F-35C $115.7 million/airframe

ფასები ძრავების გარეშეა მოცემული. ძრავების შესახებ პენტაგონმა Pratt & Whitney–სთან ცალკე, 1,05 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც კომპანიამ შემკვეთს 48 რეაქტიული ძრავა უნდა მიაწოდოს. თავის მხრივ ეს ღირებულება  LRIP-7–თან შედარებით 4,5% იაფია.


წყარო:
Pentagon, Lockheed Sign F-35 LRIP 8 Deal

Sunday, September 29, 2013

7,8 მილიარდ დოლარად 71ცალი F-35

გასულ პარასკევს პენტაგონმა Lockheed Martin–თან 71 ცალი F-35–ის ყიდვის ორი ხელშეკრულების შესახებ განაცხადა, რომლებიც შესაბამისად LRIP 6 და 7 პარტიებს განეკუთვნებიან.
კონკრეტულად 4,4 მილიარდი დოლარის საფასურად პენტაგონი 36 ცალ LRIP 6 პარტიის F-35–ს შეიძენს, რაც LRIP 5 პარტიასთან შედარებით 2,5% იაფია, ხოლო 3,4 მილიარდ დოლარად კი LRIP 7 პარტიის 35 გამანადგურებელს, რაც შესაბამისად მე–5 პარტიასთან შედარებით 6% იაფია.