F-35A-ს ფასი პირველად ჩამოსცდა 90 მილიონ აშშ დოლარს და მან 89,2 მილიონი შეადგინა. წინა პარტიასთან, LRIP 10-თან შედარებით, ეს 5,4% ნაკლებია. ასევე შემცირდა F-35B-ს ფასი 5,7% და 115,5 მილიონ დოლარამდე დაიწია (აღსანიშნავია რომ, ყველა ფასი ძრავებთან ერთადაა მოცემული, წინა პარტიებში ძრავები ცალკე ლოტშ გადიოდა, რადგანაც ის ცალკე პროექტი იყო). ყველაზე მეტად ფასში F-35C-მ დაიკლო, მისი ღირებულება 11,1% შემცირდა და 107,7 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
P.S. ასე და ამგვარად F-35A ევროპის მე-4 თაობის გამანადგურებლების ფასს გაუტოლდა/ან ჩამოცდა. მომიკითხეთ Rafale და EF-2000.
P.S. ასე და ამგვარად F-35A ევროპის მე-4 თაობის გამანადგურებლების ფასს გაუტოლდა/ან ჩამოცდა. მომიკითხეთ Rafale და EF-2000.
აღნიშნული პარტიის, LRIP 11-ის, ფარგლებში, კომპანია Lockheed Martin-ი, 141 ცალი F-35-ის მიწოდებას გეგმავს, ეს რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდება: 102 ცალი F-35A, 25 ცალი F-35B და 14 ცალი F-35C. მთლიანი შეკვეთის ღირებულება 11,5 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.
წყარო:
წინა, LRIP 10 პარტიის ფარგლებში შეკვეთილი გამანადგურებლების ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:
- F-35A - 94,6 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,3% შემცირებული)
- F-35B - 122,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 6,7% შემცირებული)
- F-35C - 121,8 მილიონი დოლარი (LRIP 9-სთან შედარებით 7,9% შემცირებული).
დაწვრილებით წინა ლოტის შესახებ იხილეთ ბმულზე - F-35-ების ახალი შეკვეთა 728 მილიონი დოლარით იაფი იქნება
2018 წელს, მწარმოებელმა პენტაგონს 91 ცალი გამანადგურებლის მიაწოდა. მომავალ წელს 141 გამანადგურებელი იქნება წარმოებული, ხოლო წარმოების ტემპი 2023 წელს პიკს მიაღწევს, რაც წელწადში 160 გამანადგურებლის გამოშვებას გულისხმობს. ასეთი ტემპით არცერთი გამანადგურებელი არ გამოშვებულა.
მთლიანობაში, 2007 წელს გაკეთებული პირველი LRIP 1-ის ფასთან შედარებით (მაშინ პენტაგონმა ორი გამანადგურებელი შეუკვეთა), ფასმა 60% დაიკლო. დეტალაურად F-35A-ს ფასის ცვალებადობა იხილეთ ქვემოთ მოყვანილ გრაფიკულ გამოსახულებაზე.
No comments:
Post a Comment