კიევის ჯავშანსატანკო ქარხანამ, კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, თანამედროვე ბრძოლის ველზე ქვედანაყოფების მართვისა და კონტროლისთვის ახალი სამეთაურო-საშტაბო მანქანა БТР-3КШ შექმნა.
БТР-3КШ-ს გულს ბრძოლის ველის საინფორმაციო მართვის უახლესი ავტომატიზირებული სისტემა წარმოადგენს - რომელიც აერთიანებს დაცული ციფრული კავშირის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას ქვედანაყოფების, სამიზნეებისა და საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებების შესახებ.
ინფორმაციის მიწოდება შეეძლება ათეულის მეთაურებს, ცალკეულ საბრძოლო მანქანებს, გათვლებს, მეწინავე მაკორექტირებლებს, უპილოტოებს, კონტრბატარეულ რადარებს და ბრძოლაში ჩართულ სხვა მონაწილეებსა და დაკვირვების საშუალებებს. თავის მხრივ მართვის ავტომატიზირებული სისტემა ინფორმაციის მთლიანობას ასახავს კომპიუტერში არსებულ ტაქტიკურ რუქაზე და ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს ოპერატიულად მოახდინოს საბრძოლო ამოცანების განაწილება-გადაცემა და მათი შესრულების კონტროლი.
БТР-3КШ-ს სადემონსტრაციო ვიდეო
БТР-3КШ-ს ბრძოლის ველის საინფორმაციო მართვის უახლესი ავტომატიზირებული სისტემა
სისტემა საბრძოლო ამოცანის შესრულების ეფექტურებას საგრძნობლად ამაღლებს და სრულებით შეესაბამება თანამედროვე ბრძოლის წარმოების კონცეფციას - როდესაც ბრძოლის ველზე მტერზე უპირატესობა ინფორმაციის მუდმივი გაცვლითა და ქვედანაყოფებს შორის გაუმჯობესებული ურთიერთშეთანხმებითა და კოორდინაციით მიიღწევა.
ამას გარდა БТР-3КШ აღჭურვილია საკუთარი სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავით, რომლის წყალობითაც ის დამოუკიდებლად ღებულობს დაზუსტებულ ინფორმაციას. ამჟამად БТР-3КШ-ს შემადგენლობაში გამოიყენებ «Укроборонпром»-ის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო საწარმოო «ДКБ Авіації загального призначення»-ს წარმოებული უპილოტო «Рама» (რამა).
БТР-3КШ-ზე თავდაცვის მიზნით საწარმოო "Чернігівський завод радіоприладів"-ს მიერ შექმნილი საბრძოლო მოდული «ІВА-М» აყენია. ეს არის 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევით აღჭურვილი მსუბუქი, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული, რომლის ცეცხლის მართვის სისტემაშიც შედის სითბური, დღის და ლაზერული არხები, მოდული ასევე აღჭურვილია საკვამლე მორტირებით.
შემკვეთის სურვილის მიხედვით მანქანაზე ნებისმიერი უპილოტო სისტემისა და მსუბუქი საბრძოლო მოდულის ინტეგრირებაა შესაძლებელი.
ეკიპაჟის 9 წევრის ერგონომიულობისა და კომფორტულობის გაზრდის მიზნით БТР-3-ს კონსტრუქციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა განხორციელებული. კერძოდ საგრძნობლად გაიზარდა სამუშაო ზონის სივრცე, გაფართოვდა გვერდითი კარებები, დაყენდა უფრო კომფორტული სავარძლები და კონდიციონირების მძლავრი სისტემა.
მიუხედავად ცვლილებებისა БТР-3КШ-ს 8х8 სავალი ნაწილის მახასიათებლები უცვლელი დარჩა - მას შეუძლია განავითაროს 100კმ/სთ სიჩქარე და ცურვით გადალახოს წყლის წინაღობები.
ამჟამად კიევის ჯავშანსატანკო ქარხანა БТР-3КШ-ს ქარხნული გამოცდებისთვის ამზადებს, რის შემდეგაც მანქანა სერიაში ჩაშვების მიზნით მზად იქნება ჩაერთოს სახელმწიფო გამოცდებში.
No comments:
Post a Comment