„Indo Defence 2016“-ზე წარმოდგენილი ტანკ MMWT-ს მაკეტი
როგორც ჟურნალი "Jane's International Defence Review" სტატიაში Christopher F. Foss "Indo Defence 2016: Modern Medium Weight Tank breaks cover"-ში იუწყება, 2016 წლის 2-დან 5 ნოემბრამდე, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მიმდინარე თავდაცვით გამოფენა „Indo Defence 2016“-ზე, ინდონეზიის სახელმწიფო თავდაცვით-საწარმოო გაერთიანება PT Pindad-მა და თურქულმა FNSS Savunma Sistemleri-მ მათ მიერ ერთობლივად შემუშავებული „საშუალო“ ტანკ Modern Medium Weight Tank (MMWT)-ის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. მანქანის წონა 35 ტონა იქნება. ტანკზე მუშაობა, კომპანიებს შორის, 2014 წელს მოწერილი ხელშეკრულების შესაბამისად იქნა დაწყებული.
ამჟამად ტანკის ორი პროტოტიპი ერთდროულად მზადდება - ერთი ინდონეზიაში, ხოლო მეორე თურქეთში. მანქანები სავარაუდოდ 2017 წელს დასრულდება. ასევე საცეცხლე და ნაღმდგრადობის გამოსაცდელად კიდევ ერთი ჯავშანკორპუსი უნდა დამზადდეს.
ტანკი კლასიკური გათანწყობისაა, სავალი ნაწილი ბორტზე ექვსი რეზინაგადაცმული საყრდენი თვლებისა და უკანა წამყვანი თვლისაგან შესდგება, საკიდარი გრეხვად ღერძულია. კორპუსი ფოლადის ჯავშნისაა, შედუღებული, დამატებით ტანკი კომპოზიტური ჯავშნითა და გაძლიერებული ნაღმდგრადობის ფსკერითაა აღჭურვილი. დიზელის ძრავის სახეობა და სიმძლავრე პირდაპირ არ სახელდება, მაგრამ მოყვანილი 20ც.ძ/ტ-ზე კუთრი შიმძლავრის მიხედვით თუ ვისმჯელებთ მისი სიმძლავრე 700ც.ძ. -ზე მეტი უნდა იყოს, ტრანსმისია სავტომატურია. გზაზე მაქსიმალური სიჩქარე 70კმ/სთ-ა განცხადებული, ხოლო სვლის მარაგი 450 კილომეტრი. ტანკი დამატებით დამხმარე ძალური აგრეგატითაა აღჭურვილი.
ტანკის სიგრძე 7, სიგანე 3,2 ხოლო სიმღალე 2,7 მეტრია. მწარმოებლის თანახმად მას 1,2მ სიღრმის არხის, 2მ სიგანის თხრილის და 0,9მ სიმაღლის კედლის დაძლევა შეეძლება.
ტანკის ეკიპაჟი სამი კაცისგან შესდგება. საბრძოლო ნაკვეთური ორადგილიან ფოლადის ჯავშნიან, ბელგიური CMI Defence CT-CV-ის მიერ შემუშავებულ კოშკურას წარმოადგენს. კოშკურა სალულე მუხრუჭიანი 105მმ-ნი კუთხვილულიანი CMI Defence-ს ქვემეხითა და შეწყვილებული 7,62მმ-ნი ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი. ქვემეხის კვება დოლურას ტიპის ავტომატური დამტენით ხორციელდება. კოშკურა და ქვემეხი ციფრულად მართული ელექტრონული დამიზნების ამძრავებითაა აღჭურვილი, ქვემეხი NATO-ს სტანდარტულ ჭურვებს მოიხმარს, მისი ვერტიკალური დამიზნების კუთხეები -10-დან +42 გრადუსამდეა.
მეთაურისა და მემიზნეს ცეცხლის მართვის სისტემა ციფრული დუბლირებულია, ოცდაოთხსაათიანი, სტაბილიზირებული სამიზნეებით (ინტეგრირებული თბოხედვის არხითა და ლაზერული მანძილმზომით), მემიზნეს პანორამული სამიზნე გააჩნია. ტანკი ასევე აღჭურვილია ინფორმაციული ველის მართვის სისტემით, სანავიგაციო სისტემით, ვიდეოკამერების დახმარებით წრიული ხედვის სისტემით, ლაზერული დასხივების გადამწოდებებით და საკვამლე ყუმბარებით. ასევე გააჩნია კონდიცირების მძლავრი სისტემა, მასიური დაზიანების იარაღისგან დაცვის სისტემა და ხანძარსაწინააღმდეგო ავტომატიზირებული სისტემა.
ტანკ MMWT-ს გრაფიკული გამოსახულება
No comments:
Post a Comment