ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში გამოქვეყნებული Remigiusz Wilk-ის სტატიაში, სახელწოდებით "Germany, France to renew assault rifle talks"-ში საფრანგეთსა და გერმანიას შორის თავიანთი შეიარაღებული ძალებისთვის საერთო ტიპის ინდივიდუალური ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ მოლაპარაკებების განახლების გეგმის შესახებაა საუბარი.
გერმანიის თავდაცვითი შესყიდვების უწყება BAAINBw-სსა (Bundesamt für Ausrüstung, Informationstechnik und Nutzung der Bundeswehr) და საფრანგეთის შეიარაღების მთავარ სამმართველოს (Direction Générale de l'Armement - DGA) შორის საფრანგეთის არმიისთვის განკუთვნილი პერსპექტიული ცეცხლსასროლი იარაღის პროგრამა AIF-ის (Arme Individuelle Future) ტექნიკური მახასიათებლების შესახებ მოლაპარაკება 2015 წელს დაიწყო. თუმცაღა 2015 წლის ბოლოს, ფრანგული ტენდერი AIF-ის დასკვნითი ეტაპისთვის, მოლაპარაკებები შეწყდა, რათა მასზე რაიმე გავლენისგან თავი დაეცვათ.
საფრანგეთის არმიის მიერ პროგრამა AIF-ის ფარგლებში განხორციელებული ტენდერის შედეგად გერმანიაში შეკვეთილი 368მმ (14,5 დიუმი) ლულის მქონე, 5,56მმ კალიბრის ავტომატური შაშხანა Heckler & Koch HK416F-S (AIF-S, Standard), რომელიც დამატებით 40 მილიმეტრიანი Heckler & Koch HK269F ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნიათაა აღჭურვილი.
2016 წლის 22 სექტემბერს, ტენდერ AIF-ის შედეგებზე დაყრდნობით, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ გერმანულ მხარესთან 168 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ფრანგული შაშხანა FAMAS F1S-ის შესაცვლელად მას 102 000 ცალი, 5,56მმ-ნი Heckler & Koch HK416F-ის ტიპის ავტომატური შაშხანა უნდა მიეწოდოს. Heckler & Koch-ის შაშხანა ტენდერში ისეთ კონკურენტებთან მონაწილეობდა, როგორებიცაა Beretta ARX160, FN Herstal SCAR-L, HS Produkt VHS-2 და Sig Sauer MCX.
საფრანგეთი მეორე ქვეყანაა, რომელაც თავისი არმიისთვის ძირითად ავტომატურ შაშხანად HK416 მიიღო. პირველი ნორვეგია იყო, რომელიც HK416N-ს 2008 წლიდან იყენებს.
AIF ტენდერის დასრულების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცდა, რომ BAAINBw-სა და DGA-ს შორის მოლაპარაკება ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ 2016 წლის დეკემბერში განახლდებოდა.
გერმანული მხარე დაინტერესებულია AIF-ის პროგრამაში ჩადებული ტექნიკური მოთხოვნებითა და აღნიშნული პროგრამის შედეგად გაკეთებული შესყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ახსნით.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ახალი ავტომატური შაშხანის მიღებას 2019 წლისათვის გეგმავს და როგორც მოსალოდნელია გფრ-ის არმიის შეიარაღებაზე არსებული შაშხანა G36-ის შეცვლა 6-7 წელს გაგრძელდება.
ბუნდესვერის პირველადი მოთხოვნა 124 000 ავტომატურ შაშხანას, დამატებით აღჭურვილობასა და სატრენაჟორო სისტემებს მოიცავს, რისი ღირებულებაც მთლიანობაში 630 მილიონ ევროს უტოლდება.
ამასობაში BAAINBw-მ მწარმოებლებისთვის მოთხოვნა უკვე გაავრცელა და G36-ის შესაცვლელად ავტომატური შაშხანების ბაზრის შესწავლა დაიწყო (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - გერმანიის არმია ახალი შაშხანის RFI–ს აცახდებს – ანუ G-36–ის დასასრულის დასაწყისი). 1996 წლიდან გერმანიის არმიას მთლიანობაში 181 773 ცალი შაშხანა G36 და კარაბინი G36K მიეწოდა.
საფრანგეთისა და გერმანიის მიერ ერთნაირი შაშხანების შესყიდვა, იმას გარდა, რომ ფრანგულ-გერმანული სამხედრო თანამშრომლობის მორიგი მტკიცებულება იქნება, მთლიანობაში მაინც შესყიდული იარაღის სამსახურის პერიოდში საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას ემსახურება. იმისდა მიუხედავად თუ ორივე ქვეყანა შაშხანებს ცალცალკე შეუკვეთავს თუ ერთად, სათადარიგო ნაწილების, ხელსაწყოების, ტექნიკური მომსახურებისა და მოდერნიზაციის ღირებულება იარაღისთვის მაინც შემცირდება.
DGA-ს ხელმძღვანელმა, ლორენ კოლლე-ბილლონმა, 2015 წლის ოქტომბერში, 2016 წლის საფრანგეთის თავდაცვის დაფინანსების კანონპროექტის განხილვისას ეროვნული თავდაცვის კომისიის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ DGA გერმანულ მხარეს კონკურს AIF-ის ფარგლებში ავტომატური შაშხანების გამოცდების შესახებ ინფორმაციას გადასცემს.
კოლლე-ბილლონიმა ასევე დასძინა, რომ გერმანიის მიერ ფრანგული პროგრამის კრიტერიუმების მიღება იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რაც „იარაღის მწარმოებლებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნიდა“.
მიუხედავად იმისა რომ, შაშხანა HK416 ფორმალურად გერმანულ არმიას არ მიუღია შეიარაღებაზე, BAAINBw-მა 2014 წლის შემდეგ მაინც მოახდინა მისი სტანდარტიზაცია, სახელწოდებით G38 (გრძელლულიანი ვარიანტი 419 მმ / 16,5 დიუმი). მოკლელულიან ვარიანტს G38K ეწოდა (ლულის სიგრძე 368 მმ / 14,5 დიუმი) ხოლო ვერსიას 279მმ-ნი (11 დიუმი) ლულით, ინდექსი G38C მიენიჭა. საფრანგეთის მიერ, პროგრამა AIF-ის ფარგლებში, სწორედ ეს ბოლო ორი იქნა არჩეული, რომლებმას შემდეგი სახელები მიიღეს - AIF-S (HK416F-S, ლულა 368 მმ / 14,5 დიუმი) და AIF-C (HK416F-C ლულა 279 მმ / 11 დიუმი).
წყარო:
No comments:
Post a Comment