Showing posts with label Сухой. Show all posts
Showing posts with label Сухой. Show all posts

Monday, December 16, 2019

კომპანაია "Сухой"-ს პერსპექტიული გამანადგურებელი С-22


მოკლედ Су-47 ყველამ იცის - ეს სუხოის მიერ შექმნილი უარყოფითი ისრისებრი ექსპერიმენტალური გამანადგურებელია (იხილეთ ქვედა ფოტოზე). სწორედ მაგ პროექტის დაწყებისას სუხოიმ პირველ ფოტოზე ასახული მაკეტი შექმნა - ეს უარყოფითი ისრისებრი ფრთის მქონე გამანადგურებლის, С-22-ის სრულზომიანი მაკეტია.



მაკეტი "Сухой"-ს საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ 80-იან წლებში მე-5 თაობის გამანადგურებლის - С-22-ის - შექმნის მცდელობის ფარგლებში იქნა აგებული. პროექტი ითვალისწინებდა უარყოფითი ისრისებრი ფრთასხმულობის მქონე, ორძრავიანი და დაბალი შემჩნევადობის გამანადგურებლის შექმნას (ფოტო საიუბილეო გამოცემა "80 лет ОКБ Сухого"-შია გამოქვეყნებული).

პროექტის შედეგად შექმნილი Су-47

Wednesday, August 7, 2019

რუსების უახლესმა უპილოტომ С-70 Охотник-მა პირველი ფრენა განახორციელა

3 აგვისტოს, რუსეთის უახლესმა, თემა "Охотник"-ის ფარგლებში შექმნილმა, უპილოტო საფრენმა აპარატმა С-70-მა, პირველი ფრენა შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



კომპანია "Сухой"-ისმიერ შექმნილმა სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატ С-70-ის პირველმა ნიმუშმა, 2019 წლის 3 აგვისტოს, მოსკოვის დროით 12 საათსა და 20 წუთზე, საცდელი ფრენა შეასრულა. აპარატმა 20 წუთი იფრინა, რომლის დროსაც აეროდრომს 600 მეტრის სიმაღლეზე რამდენიმე წრე დაარტყა.

 С-70 Охотник-ის პირველი ფრენის ვიდეო (ვიდეო გადიდებადია)


P.S. აღნიშნული უპილოტოს შესახებ პირველი ფოტოები 2019 წლის 23 იანვარს გავრცელდა, მათი ხილვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი - უახლესი რუსული სტრატეგიული უპილოტო С-70 Охотник

Wednesday, January 23, 2019

უახლესი რუსული სტრატეგიული უპილოტო С-70 Охотник

ფოტოზე სავარაუდოდ კომპანია "Сухой"-ის მიერ შემუშავების სტადიაში მყოფი სტრატეგიული მოიერიშე უპილოტოს - С-70-ის (საკონსტრუქციო-საცდელი სამუშაო Охотник) პირველი პროტოტიპია გამოსახული. თუმცაღა ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია, ამიტომ დაველოდოთ დასაბუთებას.

С-70 Охотник - ფოტო გადიდებადია