სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
აშშ-ს ზეშორსმსროლელი არტილერია იუმას საცდელ პოლიგონზე
M109A7 მარცხნივ და მის ბაზაზე შექმნილი ახალი, გრძელქვემეხიანი, თსდ მარჯვნივ
აშშ-ს არმია დაჩქარებულ ტემპებში ახორციელებს საარტილერიო სისტემების მოდერნიზაციას. გაუმჯობესება შეეხება როგორც ბუქსირებად M777 ტიპის ჰაუბიცას (ლულის დაგრძელება, გაუმჯობესებული მუხტი და გაზრდილი სროლის მანძლი) და სარაკეტო შეიარაღებას, ასევე თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, კერძოდ საუბარია თსდ M109 Paladin-ზე, რომლის უახლესი ვერსია, M109A7, უკვე მეორე წელია რაც წარმოებაშია.
აღნიშნული თსდ-ს გამოცდები იუმას საცდელ პოლიგონზე მიმდინარეობს. ჰაუბიცა მიიღებს ახალ, ზეზუსტ ჭურვს (საწარმოო ინდექსი XM1113) და გაძლიერებული სიმძლავრის მუხტს, 39-დან 58 კალიბრამდე გაზრდილ ქვემეხის ლულას, ავტომატურ დამტენს, რაც სწრაფსროლას წუთში 6-10 გასროლამდე გაზრდის.
მოდერნიზაციის შემდეგ, თვითმავალი ჰაუბიცის სროლის მანძილი 30-იდან 70 კილომეტრამდე გაიზრდება. ახალი სისტემების პირველადი ოპერატიული მზადყოფნა 2027 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ რუსეთის აგრესიამ და მეწინავე სისტემების შექმნა-წარმოებამ, ამ გეგმებში ცვლილებები შეიტანა. ახალი გეგმის თანახმად, საწარმოო გამოცდების დასრულება და შემკვეთისთვის ნაწარმის წარდგენა (ფაქტობრივად საჯარისო გამოცდები) 2019 წელს მოხდება, ხოლო პირველად ოპერატიულ მზადყოფნას თვითმავალმა ჰაუბიცამ 2023 წელს უნდა მიაღწიოს.
No comments:
Post a Comment