Saturday, September 12, 2015

გერმანიის არმია ახალი შაშხანის RFI–ს აცახდებს – ანუ G-36–ის დასასრულის დასაწყისი

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს აღჭურვილობისა, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ფედერალურმა ბიურომ (Bundesamt für Ausrüstung, Informationstechnik und Nutzung der Bundeswehr) პრობლემატური G–36–ის ჩასანაცვლებლად მწარმოებლების მიმართ წინასწარი ინფორმირების მოთხოვნა (Prior Information Notice – PIN) გაავრცელა. გერმანული PIN ამერიკული RFI (Request For Information – ინფორმაციის მოთხოვნა) ანალოგიურია, რომელიც როგორც წესი ტენდერს უძღვის წინ.

დაწვრილებითი ინფორმაცია PIN–ის შესახებ შეგიძიათ ევროკავშირის ტენდერების ვებგვერდზე იხილიოთ – Vorinformation über Aufträge in den Bereichen Verteidigung und Sicherheit


P.S. როგორც ცნობილია გერმანული კომპანიის, HK–ს საიერიშო შაშხანა G–36 საბრძოლო ექსპულატაციის დროს სიზუსტესთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა და ბუნდესვერმა მისი ჩანაცვლების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ბლოგზე არა–ერთხელ ვწერდი:

No comments:

Post a Comment