ინფორმაციას სიფრთხილით მოვეკიდოთ – რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები სოციალურ ქსელებში სირიაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ.
ფოტოსურათები Twitter–ში მიკრობლოგ "Все плохо"–ს გვერდზე გამოქვეყნდა. მათზე გამოსახულია რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები, რომლებიც ტექნიკისა და ბლოკ–პოსტების ფონზე პოზირებენ, ტექნიკაში რუსული წარმოების КамАЗ–ების ამოცნობაა შეიძლება.
პუბლიკაციები ამა წლის ივნის–სექტემბრით თარიღდება. ფოტოსურატების ქვეშ რუსი ჯარისკაცები სტატუსებსაც წერენ, რომლებშიც სირიის თავისუფალი არმიის, რომელიც ქვეყანაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ებრძვის, წინააღმდეგ შეტევებზე საუბრობენ.
შეგახსენებთ რომ რუსეთი ასადის რეჟიმს გამუდმებით აწვდის დახმარებას შეიარარებისა და სამხედრო ტექნიკის სახით, რუსული ხომალდები ხშირად დაცურავენ სირიის ნაპირებისკენ, ხოლო სირიულმა ტელეარხებმა შემთხვევით უკვე მოახდინეს რუსების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დაფიქსირება (საუბარია ამ ვიდეოზე, რომელშიც რუსული ლაპარაკი ისმის – БТР-82А სირიაში).
No comments:
Post a Comment