Sunday, September 6, 2015

ამერიკის ჯავშანტექნიკას ევროპაში მწვანე ფერი დაუბრუნდა

ამერიკულ გაზეთ "Stars and Stripes"–ში გამოქვეყნდა სტატია მანერგეიმში (გერმანიაში) განთავსებულ ამერიკის სამხედრო ბაზაზა Coleman Barracks–ში, აშშ–ს არმიის ევროპაში ხელახლა გაშლილი ახალი სახეობის სტანდარტული ჯავშანსატანკო ბრიგადის (Аrmored Вrigade Сombat Тeam - ABCT), რომელსაც European Activity Set (EAS) ეწოდება, ტექნიკის "ევროპული" კამუფლიაჯის ფერებში გადაღებვის შესახებ.

მანერჰეიმის პოლიგონი, გერმანია – ევროპაში განთავსებული EAS–ის კომპლექტის ქსმ M2A3 Bradley, რომელიც ევროპულ, მწვანე კომულფიაჟშია გადაღებილი

EAS–ის აღნიშნული კომპლექტი 2014 წელს იქნა ჩამოყალიბებული და გერმანულ პოლიგონ გრაფენვერში, ბავარიაში, ჩეხეთის საზღვართან იქნა განთავსებული. ამჯერად კი რუსული სამხედრო საფრთხის ზრდასთან დაკავშირებით ტექნიკა აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იქნება გადასროლილი.

ამერიკიდან კომპლექტი თავდაპირველად აშშ–ს არმიისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე აქტუალურ უდაბნოს ფერებში შეღებილი ჩამოვიდა.

მანერჰეიმის პოლიგონი, გერმანია – უდაბნოს ფერში შერებილი ქსმ M2A3 Bradley ელოდება მწვანე ფერში გადაღებვას
EAS კომპლექტი მოიცავს 90 ცალ ტანკ M1A2 SEP v.2 Abrams, 140 ცალ ქსმ M2A3 Bradley, 20 ცალ 155მმ–იან თვითმავალ ჰაუბიცა M109А6 და ასევე დამხმარე შეჯავშნული მანქანებისა და ავტოტრანსპორტის მნიშვნელოვან რაოდენობას.
EAS–ის გასაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არაა დასაწყობებული, ის მუდმივად გაშლილ მდგომარეობაშია და მისი დაკომპლექტება მუდმივად მოხდება ექვსი თვით სწავლებაზე ჩამოსული აშშ–ს არმიის სხვადასხვა ჯავშანსატანკო ბრიგადების საშტატო პირადი შემადგენლობის მეშვეობით.

ამჯერად იგეგმება EAS–ის კომპლექტის აღმოსავლეთ ევროპაში გადასროლა, სადც მისი ნაწილები პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, ლიტვაში, ლატვიაში და ესტონეთში განთავსდება.


წყარო:

No comments:

Post a Comment