Friday, September 11, 2015

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი

დღეს აშშ–ში გლოვის დღეა – ზუსტად 14 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელდა ტერორისტული აქტი აქტი (რომელსაც ზოგი უბრალოდ 9/11 უწოდებს).
ეს ტერორისტული თავდასხმა ოთხი, კოორდინირებული თვითმკვლელობის აქტის სერიაა, რომელიც აშშ–ს ტერიტორიაზე განხორციელდა. ოფიციალური ვერსიის თანახმად ამ შეტევებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა როგანიზაცია "ალ–ქაიდამ" აიღო.
იმ დღის დილით, თორმეტი ტერორისტი, რომლებსაც "ალ–ქაიდასთან" ჰქონდათ კავშირი, ოთხ ჯგუფად გაიყო და ოთხი სამოქალაქო ავიალაინერი დაიკავა. ყოველ ჯგუფში იყო როგორც მინიმუმ ერთი წევრი, რომელსაც გავლილი ჰქონდა დაწყებითი საფრენოსნო კურსი. ტერორისტებმა ამ ლაინერებიდან ორი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (მსც) კოშკურებისკენ მიმართეს, რომლებიც ქალაქ ნიუ ორკში, მანხეტენის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდნენ. რეისი 11 American Airlines შეეჯახა კოშკურა მსც–1 (ჩრდილოეთი), ხოლო რეისი 175 United Airlines კიდევ კოშკურა მსც–2 (სამხრეთი). შეჯახების შედეგად ორივე კოშკურა ჩამოიქცა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე სერიოზული ნგრევა გამოიწვია. მესამე თვითმფრინავი (რეისი 77 American Airlines) მიმართული იქნა პენტაგონის შენობისკენ, რომელიც ქ. ვაშინგტონის ახლოს მდებარეობს. მეოთხე ავიალაინერის (რეისი 93 United Airlines) მგზავრებმა და ეკიპაჟმა სცადეს ხელში ჩაეგდოთ თვითმფრინავის მართვა, თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში, შანკსვილის ბოროსთან მინდორში ჩამოვარდა.
ამ აქტის დროს 19 ტერორისტის გარდა დაიღუპა 2977 ადამიანი, კიდევ 24 უგზოუკვლოდ დაიკარგა. დაღუპილთა უმეტესობა სამოქალაქო პირები იყვნენ.

პენტაგონის შენობა თავდასხმის შემდეგ

მსც კოშკურები თავდასხმის შემდეგ



No comments:

Post a Comment