Tuesday, September 8, 2015

HELISOTA–ს მიერ მოდერნიზირებული ქართული Ми-8МТВ

ამ ვერტფრენის შესახებ უკვე ვწერდი – სამაშველო "რვიანი". ამჯერად ამ ვერტმფრენის  შესახებ რამოდენიმე დეტალს წარმოგიდგენთ.


მანქანა ლიტვაში, ქალაქ კაუნოში მდებარე კომპანია HELISOTA–ს მიერაა გარემონტებულ–მოდერნიზირებული. მოდერნიზაციის შედეგად როგორც აღვნიშნეთ მანქანამ ვიზუალური დათვალიერების შედეგად შემდეგი აღჭურვილობა მიიღო:

  • ამერიკული კომპანია spectrolab–ის მრავალსპექტრალური ილუმინატორი  SX-16 Nightsun® IFCO (მწარმოებლის ვებგვერდი – SPECTROLAB)
  • რუსული წარმოების ჯალამბარი ЛПГ-150 (150 კილო ტვირთის აწევის შესაძლებლობით და 40 მეტრიანი ფოლადის გვარლით).
  • რუსული წარმოების ქანქარიანი ვიბროშამხშობი ГВ 8АТ-1250.
  • კავშირგაბმულობის და ნავიგაციის ახალი სისტემები.
  • გაურკვეველი მწარმოებლის FLIR
HELISOTA–ს მიერ მოდერნიზირებული ქართული Ми-8МТВ-ს საფრენოსნო გამოცდები

პროჟექტორი SX-16 Nightsun® IFCO და მისი ტტმ



ქანქარიანი ვიბროჩამხშობი ГВ 8АТ-1250.
 

ჯალამბარი ЛПГ-150

FLIR

ვერტმფრენის კაბინა სავარაუდოდ ასე ფამოიყურება 

No comments:

Post a Comment