Sunday, October 21, 2018

პირველად ცივი ომის შემდეგ ამერიკული ავიამზიდი პოლარული წრის იქეთ

An F/A-18E Super Hornet, assigned to the “Sunliners” of Strike Fighter Squadron (VFA) 81, launches from the Nimitz-class aircraft carrier USS Harry S. Truman, October 19, 2018.

  • მომავალ კვირას, საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი, ავიამზიდ USS Harry S. Truman მეთაურობით, ჩრდილოეთ პოლარული წრის იქეთ სწავლებას გამართავს.
  • აღნიშნული სწავლება, 1991 წლის შემდეგ, პირველია, რომლის განმავლობაშიც ამერიკული ავიამზიდი ოპერირებას პოლარული წრის იქეთ განახორციელებს.
  • შორეულ ჩრდილოეთში NATO-ს გაზრდილი ინტერესები, ამ რეგიონში გაძლირებული რუსული ძალებითაა გამოწვეული.


1991 წლის სექტემბერში, სსრკ-ს დაშლამდე სამი თვით ადრე, აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდი, USS America, ჩრდილოეთ პოლარულ წრეს გასცდა, რათა NATO-ს სწავლებაში, North Star-ში, მიეღო მონაწილეობა.

აშშ-ს ავიამზიდი USS America და მისი თანხმლები ხომალდები NATO-ს ხომალდებთან ერთად სწავლება North Star 91-ში მონაწილეობის მომენტში. 1991 წლის 21 აგვისტო 11 ოქტომბერი. ატლანტიკის ოკეანე.
The US Navy aircraft carrier USS America with US and NATO ships taking part in the exercise North Star 91 between August 21 and October 11, 1991.

USS America იყო უკანასკნელი ამერიკული ავიამზიდი, რომელიც პოლარული წრის იქეთ იმუშავა. და აი ეხლა, 27 წლის გასვლის შემდეგ, მომავალ პარასკევს, USS Harry S. Truman და მისი თანხმლები ხომალდები პირველად გადაკვეთავენ პოლარულ წრეს და ბოლო 20 წლის განმავლობაში, NATO-ს მიერ განხორციელებულ ყველაზე მსხვილ სწავლებაში, Trident Juncture-2018-ში, მიიღებენ მონაწილეობას.

სწავლება Trident Juncture, 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე გაგრძელდება, ის განხორციელდება ატლანტიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორვეგიის სანაპიროებთან, ბალტიისპირეთში და ბალტიის ზღვაში. და ის მოიცავს ოპერაციებს ხმელეთზე, ჰაერში, წყალზე და წყალქვეშ.

Trident Juncture 2018 will take place on land, sea, and in the air over the Baltic and Norwegian seas as well as Norway, Sweden, and Finland

მასში მონაწილეობას NATO-ს ოცდაცხრავე წევრი მიიღებს, მათ გარდა სწავლებაში ისეთი მოკავშირე ქვეყნებიც ჩაერთვებიან, როგორებიცაა შვედეთი და ფინეთი.

სულ სწავლებაში ჩართული იქნება 50 000 სამხედრო მოსამსახურე, აქედან 24 000 საზღვაო ფლოტის მოსამსახურე, მათ შორის აშშ-ს საზღვაიო ქვეითები. აშშ-ს სულ 14 000 სამხედრო მოსამსახურით იქნება წარმოდგენილი, აქედან 6000 ავიამზიდ USS Harry S. Truman-ის და მისი თანხმლები ხომალდების ეკიპაჟია.

ამ სწავლებით, NATO-ს წევრები, უპირისპირდებიან იმას, რასაც რუსეთის მზარდ აგრესიას უწოდებენ და ცდილობენ ხაზი გაუსვან კოლექტიურ თავდაცვას და შეკავების პილიტიკის გატარების მცდელობას.

სწავლების საავიაციო შემადგენელი - 30 ქვეყნის 150-ზე მეტი საფრენი აპარატი


No comments:

Post a Comment