С-400 «Триумф»-მა ზედიდ მანძლზე მოქმედი რაკეტები მიიღო
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 «Триумф»-მა, სამიზნის განადგურების დაგეგმილ პარამეტრებს მიაღწია. 18 ოქტომბერს, საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ზედიდ მანძლზე მოქმედი საზენიტო რაკეტა, 40Н6, მიიღო შეიარაღებაზე და მისი შესყიდვები დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, რაკეტა 40Н6Е-ს შეუძლია საჰაერო აეროდინამიკური სამიზნე, მაქსიმალურ 380 კილომეტრზე, ხოლო ბალისტიკურ 15 კლომეტრზე გაანადგუროს. მუშაობის სიმაღლეები 10 მეტრიდან 35 კილომეტრამდე დიაპაზონშია. ფრენის საშუალო სიჩქარე - 1190მ/წმ. ახალი თვითდამიზნების თავაკის წყალობით, მას შეუძლია თვითმფრინავები სახმელეთო რადარების ხედვის რადიოჰორიზონტს იქეთ გაანადგუროს. 40Н6 შეიარაღებაზე მიღება 2010-იანების დასაწყისში იყო დაგეგმილი, მაგრამ გამოცდები გაიწელა და ვადებმაც გადაინაცვლა.
საზენიტო-სარაკეტო კომპექსი С-400 «Триумф», С-300 «Фаворит» ბაზაზე შეიქმნა და პროგრამის დასაწყისში ის С-300ПМ3-ად იწოდებოდა. წინამორბედთთან შედარებით, ის გაუმჯობესებული ტტმ-ით ხასიათთდება. კომპლექსის სათაო შემქმნელს НПО «Алмаз» წარმოადგენს.
წყარო:
Источник: дальнобойная ракета 40Н6 системы С-400 принята на вооружение
No comments:
Post a Comment