среда, 17 октября 2018 г.

Объект-195-ის საინტერესო ფოტო

Объект-195-ის ახალი ფოტოსურათი (წყარო - Т-95 вновь засветили в Сети)

Объект-195

ინტერნეტში გავრცელდა Объект-195-ის ახალი ფოტოსურათი. მანქანის ეს პროტოტიპი, ადს "Штандарт"-ითაა აღჭურვილი. აღნიშნული ადს ყველა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებისგან, ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ჭურვებისგან, ტსმრ-ებისგან და ხელის ყუმბარმტყორცნებისგან უზრუნველყოფს დაცვას. მისი დაცვის დონე ტსმრ-ისგან 0,8, ხელის ყუმბარმტყორცნისგან 0,7 და კუმულაციური ჭურვებისგან 0,5 უტოლდებოდა. წინა მხრიდან ადს ორმაგ, ხოლო სხვა დანარჩენ სექტორებში, ერთმაგ გადაფარვას უზრუნველყოფს.

მსგავსი ადს ჯერ კიდევ უკრაინაში დაპროექტებული Объект 490А "Бунтарь"-ისთვის იქმნებოდა».

აღნიშნული მანქანა ასევე აღჭურვილია რადიოლოკაციური დაკვირვებისა და დამიზნების სრულფასოვანი კომპლექსით, რომელის ქვემეხის ნიღაბის თავზეა განთავსებული. მანამდე გავრცელებული Объект-195-ის სხვა პროტოტიპების ფოტოებზე, ეს კომპლექსი არ დაფიქსირებულა, მათზე მხოლოდ ფუგასური ჭურვების პროგრამატორ-ამფეთქებელი რადიოანტენაა განთავსებული.

2008 წელი, მანქანის ერთ-ერთი პროტოტიპი კუბინკას საცდელ ცენტრში (ЦИБ БТВТ)

რლს-ითა და ადს-ით აღჭურვილი Объект-195 (ჩამოწერილი რუსული მამონტი Т-95 (ГБТУ–ს ინდექსი Объект-195))

პროტოტიპი ადს-ის აქტიური დეტალებისა და რლს-ის გარეშე. ქვემეხის მარჯვნივ ფუგასის რადიოამფეთქის ანტენა (ზეიმის გაგრძელება – ამჯერად "Объект-195").

საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო "Совершенствование-88"», 90-იანებში დაიწყო, პირველი მანქანა გამოცდებზე 90-იანების ბოლოს გავიდა. მისი სათაო შემსრულებლები იყვნენ ФГУП «УКБТМ», ФГУП «Уралвагонзавод», ხოლო ძირითადი შემსრულებლები ФГУП «НИИД», ОАО ВНИТМ, ОАО «ВНИТИ», ОАО "Урал НИТИ", ФГУП "Завод № 9", ФГУП ПО "Баррикады", ФГУП «ЦНИИМ», ОАО ВПМЗ «Молот», «НПО «Электромашина» куда входит СКБ «Ротор».

Комментариев нет:

Отправить комментарий