Friday, July 19, 2019

NATO-ს ანგარიშში შემთხვევით გაეპარათ აშშ-ს ბირთვული ბომბების ლოკაციები ევროპაში

აშშ-ს ბირთვული შეიარაღება ევოპაში სავარაუდოდ ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიისა და თურქეთის ავიაბაზებზეა განთავსებული.

როგორც ბელგიური საინფორმაციო რესურსი De Morgen-ი იუწყება - მათი განლაგების შესახებ შემთხვევით კანადელი სენატორის, NATO-ს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტო ანსამბლეის  წევრის, ჯოზეფ დეიას მოხსენებიდან გახდა ცნობილი.

F-16A ესპანეთში, პოლიგონზე ბირთვული ბომბის B61-ის იმიტატორის, BDU-38-ის სასწავლო გაშვების მომენტში

მოხსენება, სახელწოდებით "ბირთვული შეკავების ახალი ერა? მოდერნიზაცია, შეიარაღების კონტროლი და მოკავშირეთა ბირთვული ძალები" (A new era for nuclear deterrence? Modernisation, arms control, and allied nuclear forces) აპრილში გამოქვეყნდა, მაგრამ მასმედიამ ყურადღება მას მხოლოდ ივლისში მიაქცია. დოკუმენტში ნახსენებია, რომ ამერიკის არსენალის 150 ცალი ბირთვული ბომბი ინახება კლიაინეში (ბელგია), ბიუჰელში (გერმანია), ავიანოსა და გედი-ტორრეში (იტალია), ვოლკენში (ნიდერლანდები) და ინჩილიკზე (თურქეთ).

აშშ-ს ბირთვული შეიარაღების განლაგება ევროპის ქვეყნების ბაზებზე
U.S. nuclear weapons in Europe


11 ივლისს გამოქვეყნდა მოხსენების ახალი, ჩასწორებული, ვარიანტი. საიდანაც ამოღებული იქნა ბაზების დასახელებები, მაგრამ დატოვეს ქვეყნები - მათ უწოდებენ ევროპელ მოკავშირეებს, რომლებიც ფლობენ ბომბ B61-ის, აშშ-ს ძირითადი ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების, ტრანსპორტირებისთვის შესაბამის თვითმფრინავებს.

აღნიშნული ბომბის შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე - 

სენატორმა ჯოზეფ დეიმ გაზეთ The Washington Post-ს განუმარტა, რომ დოკუმენტის პირველი ვერსია მხოლოდ მონახაზი იყო. NATO-ს გამომცემლობის წარმომადგენელმა თავის მხრივ დაამატა, რომ სენატორის ანგარიში - ეს არაა ალიანსის ოფიციალური დოკუმენტი. გაზეთის განმარტებით, ნოემბრამდე, სანამ დოკუმენტს NATO-ს საპარალემტნო ანსამბლეა განიხილავს, შეიძლება ბევრი ამე შეიცვალოს.

NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Fox News-ს განუცხადა, რომ ალიანსში "ბირთვული პოლიტიკის შესახებ განმარტებებს არ იძლევიან". აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უწყების პოლიტია "რომელიმო კონკრეტულ ან საერთო ადგილას ბირთვული შეიარაღების არსებობას ან არარსებობას არ ადასტურებს".

მანამდე ამერიკელ სამხედროებს ოფიციალურად არასოდეს დაუსახელებიათ ევროპაში აშშ-ს ბირთვული შეიარაღების ადგილმდებარეობა. ამასთან, როგორც De Morgen იუწყება, სამხედრო დამკვირვებლებმა იცოდნენ, რომ ბელგიაში, კლიანი ბროგელზე 10-დან 20-მდე B61 ტიპის ბირთვული ბომბი ინახებოდა. იმის შესახებ, რომ ნიდერლანდებშ, ბელგიასადა გერმანიაში ბირთვული შეიარაღება ინახებოდა, Wikileaks-ის მასალებშიც იყო ნახსენები. როგორც ტელეარხ RTL-ი აღნიშნავს, ნიდერლანდებში, ადგილობრივი პოლიტიკოსების თანახმად, ვოლკერსი ბაზაზე 22 ბომბი ინახება. ნიდერლანდების მთავრობას არასოდეს არც დაუდასტურებია და არც უარყვია მის ტერიტორიაზე აშშ-ს ბირთვული შეიარაღების არსებობა.

No comments:

Post a Comment