Wednesday, July 17, 2019

B-2 ოცდაათი წლისა გახდა

დღეს სტრატეგიული ბომბდამშენის, B-2-ის, დაბადების დღეა, ზუსტად 30 წლის წინ, 1989 წლის 17 ივლისს, ბომბდამშენმა პირველი საცდელი ფრენა განახორციელა - ის პალმდეილიდან ედვარდის ავიაბაზაზე გადაფრინდა.



30 წლის განმავლობაში B-2 მონაწილეობას ღებულობდა 5 მსხვილ სამხედრო ოპერაციაში და დიდი რაოდენობით სწავლებაშიკ. ბომბდამშენემა განახორციელა საბრძოლო მისიები კოსოვოში, ავღანეთში, ერაყსა და ლივიაში. B-2 იყო პირველი თვითმფრინავი, რომელმაც 11 სექტემბრის შემდეგ ავრანეთში ავიადარტყმები განახორციელა - სწორედ მაშინ მან რეკორდული ფრენა განახორციელა, მან ჰაერში 44 საათი და 20 წუთი გაატარა. ბომბდამშენი აშშ სტრატეგიული ავიაციის სიმბოლოა და და ქვეყნის თავდაცვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

No comments:

Post a Comment