როგორც ინტერნეტ ჟურნალი Combat Aircraft-ი იუწყება - მათ კვლავ მოახერხეს F-117A-ს ფრენის დაფიქსირება.
ფოტოები 11 ივლისს ფოტოგრაფმა სტივ ლუისმა გადაიღო, მათზე აღბეჭდილია F-117A, რომელიც კალიფორნიის შტატში, სიკვდილის ველის თავზე ტანკერ KC-135R-იდან ახორციელებს საწვავით გამართვას. მათთან ერთად მარჯვენა ფრთის ქვეშ ამოუცნობი კონტეინერით აღჭურვილი "NASA Armstrong Flight Research Center"-ის კუთვნილი F-15D-ც დაფრინავდა.
No comments:
Post a Comment