SIPRI- (The Stockholm International Peace Research Institute - სტოკჰოლმი მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი) აქვეყნებს თავის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც მსოფლიოს ბირთვული არსენალის განახლებული მონაცემებია ასახული. ინსტიტუტის თანახმად, მსოფლიოში ბირთვული ქობინები შემდეგნაირად ნაწილდება:
- აშშ 6,185 (2018: 6,450 )
- რუსეთი 6,500 (6,850)
- ბრიტანეთი 200 (215)
- საფრანგეთი 300 (300)
- ჩინეთი 290 (280)
- ინდოეთი 130–140 (130–140)
- პაკისტანი 150–160 (140–150)
- ისრაელი 80–90 (80)
- ჩრდო. კორეა 20–30 (10–20)
ინსტიტუტიდს კვლევის თანახმად - ბირთვული იარაღის მქონე ყველა ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელთან შედარებით ბირთვული ქობინების რაოდენობა შემცირდა, გაგანგრძობს ბირთვული შეიარაღების მოდერნიზაციას.
2019 წლის დასაწყისისთვის აშშ, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთს, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა მთლიანობაში 13 865 ბირთვულ ქობინს ფლობდნენ. ინსტიტუტის კვლევის თანახმად - 2018 წლის მონაცემებთან შედარებით (14 465 ქობინი) ქობინების რაოდენობა შემცირდა.
აღნიშნული 13 865 ქობინიდან 3 750 ოპერატიულ მზადყოფნაში იმყოფება, მიახლოებით 2000 კიდევ მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია.
ქობინების შემცირება პირველ რიგში აშშ-სა და რუსეთის არსენალის შემცირების ხარჯზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ორი ქვეყანა მსოფლიოს ბირთვული არსენალის 90% ფლობს და მათი ქობინების შემცირება 2010 წელს განახლებული START-ის (რუსულად СНВ-III) ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. აშშ-სა და რუსეთის განცხადების თანახმად, მათ 2018 წელს უკვე შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
რუსეთისა და აშშ-ს ბირთვული პოტენციალის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა. სტატიები იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:
- ახალი ინფორმაცია აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეიარაღების შესახებ (New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arm)
- აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეიარაღების რაოდენობა (New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arm)
- აშშ–სა და რფ–ს ბირთვული პოტენციალი
- აშშ-სა და რუსეთის ბირთვული პოტენციალის შედარება
- 2017 წლის აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეიარაღების რაოდენობა (New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arm)
START-ის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება. ამ მომენტისთვის მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე არ საუბრობენ რაც მის პერსპექტივებს საგრძნობლად ამცირებს.
როგორც რუსეთში, ასევე ამერიკაში, ბირთვული ქობინების, რაკეტების, თვითმფრინავებისა და წაროების მოდერნიზაციისა და განახლების მაშტაბური და ძვირადღირებული პროგრამები ხორციელდება. 2018 წელს აშშ-ს მთავრობამ გაუმჯობესებული როლისა და მისიების მინიჭების მიზნით ახალი ბირთვული იარაღის შემუშავების და არსებულის მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავა.
სხვა ქვეყნების არსენალში არსებული ბირთვული შეიარაღების რაოდნეობა საგრძNობლად მცირეა, მაგრამ ყველა ან ქმნის და ნერგავს ახალ შეიარაღებას, ან განაცხადა ამისი გაკეთების სურვილის შესახებ. ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი ზრდიან საკუთარ ბირთვულ არსენალს. ინდოეთი და პაკისტანი ზრდიან ბირთვული ქობინების წარმოებას, რაც მათი არსენალის რადიკალურ ზრდას გამოიწვევს.
ჩრდილოეთ კოერა დიდ ყურადრებას უთმობს ბირთვულ პროგრამას, როგორც თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტს. თუმცა 2018 წელს კორეელებმა ბირთვულ გამოცდებზე და რაკეტა მატარებლებზე მორატორუმი გამოაცხადა.
No comments:
Post a Comment