Wednesday, July 17, 2019

50 წლის წინ ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე

1969 წლის 16-24 ივლისს ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა Apollo-11-მა განახორციელა ფრენა, რომლის დროსაც დედამიწის მცხოვრებმა პირველად დადგა ფეხი მთვარის ზედაპირზე.



Apollo-11 ორბიტაზე რაკეტა მატარებელმა Saturn-V-მა გაიყვანა. რაკეტის სტარტი აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს 09:32 საათზე განხორციელდა.


კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟი სამი კაცისგან შესდგებოდა - მეთაური ნაილ არმსტრონგი (Neil Armstrong), მთვარის მოდულის პილოტი ედვინ ოლდრინი (Edwin Aldrin) და სამეთაურო მოდულის პილოტი მაიკლ კოლლინსი (Michael Collins).


ამ კოსმოსური ფრენის ძირითად მიზანს მთვარის ზედაპირზე დაჯდომა და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნება წარმოადგენდა - ეს მიზანი NASA-ს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ, 1965 წლის 25 მაისს დაუსახა.

No comments:

Post a Comment