Showing posts with label M1. Show all posts
Showing posts with label M1. Show all posts

Wednesday, December 23, 2020

China army uses mock-up of M1 Abrams tank for combat training

A mock-up of a US-made M1 Abrams main battle tank, based on wheeled platform, was spotted in  China.

The photograph was shared online by 彩云香江 Chinese bloger

The specific role of the realistic mock-up has not yet been clarified, but propabely it will be used in OPFOR missions. Similar mock-ups of military vehicles and defense systems used in many parts of the world for training purposes.

Previously in China has spotted a mock-up of a Russian-made T-90 main battle tank. So, PLA preparing for all possible scenario on the battlefield.


Monday, February 17, 2020

OTD: Name day for M1 Abrams


In March and April 1979, the Army system acquisition review council (ASARC) III and the Defense system acquisition review council (DSARC) III, respectively, recommended the XMl for a low-rate initial production (LRIP) of 110 vehicles, to be assembled at LATP. This recommendation wasapproved by the secretary of defense on 7 May, 1979, and the first two production tanks were delivered at a special acceptance ceremony on 28 February, 1980, at which the tank was formally named in honor of the late Gen. Creighton W. Abrams, Army chief of staff and a renowned armor commander in World War II. The LRIP vehicles underwent DT/OT phase three testing with troop units from September 1980 to May 1982. In January 1981, the XMl achieved initial operational capability (IOC) at Ft. Hood, Tex. A special ASARC in February 1981 approved production of 7,058 tanks at a rate of 30 per month. The tank was type classified standard as the Ml Abrams tank on 17 February, 1981. Production of 60 tanks per month—30 each at both the LATP and DATP—was authorized in September 1981. Production deliveries began at DATP in March 1982. A peak production of a combined total of 103 M1A1 tanks from both plants was achieved in October 1986.

Source - magazine "ARMY", September 1988


Sunday, August 18, 2019

აშშ-ს არმიის ჯავშანსატანკო პარკის მდგომარეობა და პერსპექტივები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ მოხსენება "National Guard and Reserve Equipment Report for Fiscal Year 2020"-ში მოყვანილია როგორც აშშ-ს არმიის რეგულარული ძალების, ასევე მისი სარეზერვო კომპონენტის (ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის)  М1 Abrams-ის ტიპის და სხვა მთელი რიგი ჯავშანტექნიკით აღჭურვის 2019 ფინანსური წლის (დაიწყო 2018 წლის 1 ოქტომბერს) მონაცემები და მისი პერსპექტივები.



М1 Abrams-ის ტიპის ტანკებით დღეს აშშ-ს არმიის (სასწავლო ნაწილების გამოკლებით) აღჭურვილია 15 ჯავშანსატანკო ბრიგადა (Armored Brigade Combat Team - АВСТ) - აქედან ათი რეგულარული არმიის, ხოლო ხუთი ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში (2019 წელს დაიწყო რეგულარული არმიის კიდევ ერთი ჯავშანსატანკო ბრიგადის (АВСТ) შექმნა. АВСТ-ს საშტატო შემადგენლობაში 87 ერთეული М1 Abrams და 138 ერთეული (სხვა მონაცემებით 144) ქსმ М2 Bradley შედის. არმიის რეზერვს (AR) აღნიშნული ტექნიკა არ გააჩნია. 

რეგულარული არმიის АВСТ-ს და ეროვნული გვარდიის (ARNG) ტექნიკის შემადგენლობა 2019 ფინანსური წლისთვის (არმიისა და ეროვნული გვარდიის რიგებში სულ 1313 M1 Abrams და 1760 M2 Bradley ირიცხება)

მოხსენებაში ასახული ტექნიკის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ - 15 ბრიგადა სრულია დაკომპლექტებულია M1 Abrams-ის ტიპის ტანკებით, ხოლო ქსმ М2 Bradley-ს მხრივ არმია საშტატო რაოდენობას ვერ სწვდება (არსებული 1760 ერთეულის ნაცლად 2070-2160 უნდა იყის).

დოკუმენტში ასახული გეგმების თანახმად დაგეგმილი 11 ჯავშანსატანკო ბრიგადიდან (АВСТ) 2021-2031 წლებში ათის ბრიგადის გადაიარაღება უნდა მოხდეს М1А2С (მანამდე ცნობილი იყო როგორც М1А2 SEPv.3) ტიპის ტანკებზე (თითო ბრიგადა წელიწადში), რომლებიც კონსერვაციაზე მყოფი М1А1-ებიდან უნდა გადაკეთდეს. გადაიარაღების შედეგად გამონთავისუფლებული М1А2 SEPv.2-ები 2023-2026 ფინანსურ წლებში  რეგულარული არმიიდან ეროვნული გვარდიის ხუთ АВСТ-ს გადაეცემა.

2024 ფინანსური წლიდან Abrams М1А2D (ცნობილია ასევე როგორც М1А2 SEPv.4)-ის შესაქმნელად უნდა დაიწყოს სამეცნიერო-საკონსტრუქციო სამუშაო, თუმცაღა დოკუმენტში ამ მოდერნიზაციის სერიული წარმოების შესახებ არაფერია ნათქვამი.

2021-2031 ფინანსურ წლებში ასევე დაგეგმილი 11 აშშ-ს არმიის ჯავშანსატანკო ბრიგადიდან, მოხდება ათის მოდერნიზირებულ ქსმ М2А4-ზე გადაყვანა (თითო АВСТ წელიწადში). აქაც გამონთავისუფლებული М2А3 ტიპის ქსმ-ები 2023-2026 ფინანსურ წლებში ეროვნული გვარდიის ხუთ АВСТ-ს გადაეცემა.

აშშ-ს რეგულარული არმიისა (АС) და ეროვნული გვარდიის (ARNG) ჯავშანსატანკო ბრიგადების (АВСТ) მოდერნიზირებული M1 Abrams-ებითა და M2 Bradley-ებით გადაიარაღების ქრონოგრამა

აშშ-ს არმიის შემადგენლობაში ასევე შედის საბურავებიანი (8х8) ჯავშანმანქანებით - Stryker-ებით აღჭურვილი 9 ბრიგადა (Stryker Brigade Combat Team - SBCT). აქედან შვიდი ბრიგადა რეგულარული არმიის, ხოლო ორი ეროვნული გვარდიის რიგებში ირიცხება.

რეგულარული არმიის (АС) და ეროვნული გვარდიის (ARNG) Stryker-ებით აღჭურვილი ბრიგადების შემადგენლობა 2019 ფინანსური წლისთვის 


გეგმების თანახმად 2021 ფინანსური წლიდან ასევე გათვალისწინებულია ყველა ჩვეულებრივ კორპუსიანი (FBH) Stryker-ის ორმაგი V-სებური ფსკერის ვარიანტში (DVHA1) მოდერნიზაციის ქრონოგრამა


თვითონ მთლიანი მოხსენების (332 გვერდიანი) ნახვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი - NATIONAL GUARD AND RESERVE EQUIPMENT REPORT FOR FISCAL YEAR 2020

Friday, June 21, 2019

დასავლეთის ტანკების ჯავშანდაცვა (Abrams M1, Leopard-2, Challenger 1/2 და Leclerc)



ინტერნეტში საკმაოდ საინტერესო დოკუმენტები ვრცელდება - კონკრეტულად ამ ბოლო დროს 80-იანი წლების NATO-ს ბლოკის ტანკების დაცვის შესახებ რამოდენიმე საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი. ქვემოთ მოყვანილ სქემებზე (ყველა გადიდებადია), ასახულია Challenger-1-ისა და 2-ის, M1A2 Abrams-ის და Leclerc-ის ჯავშანმედეგობის მონაცემები წინიდან გარკვეული კუთხის ფარგლებში. ქვემოთ ასევე მოყვანილია ცხრილი, სადაც ასახულია დასავლეთის ტანკების ჯავშანმედეგობა (შეყვანილია Leopard-2) და საბჭოთა ქვეკალიბრული ჭურვებისა და ტსმრ-ების ჯავშანგამტანობა.




დასავლეთის ტანკების ჯავშანმედეგობა (შეყვანილია Leopard-2) და საბჭოთა ქვეკალიბრული ჭურვებისა და ტსმრ-ების ჯავშანგამტანობა

ცხრილის შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი დეტალები:

  • Abrams M1-ის კორპუსის წინა დეტალის მედეგობა ბრიტანულ დოკუმენტებში უდრის 320 მილიმეტრს. M1A1 და M1A2-ისთვის ეს მაჩვენებელი 350 მილიმეტრია (M1E1 პროტოტიპზე კორპუსის წინა დეტალზე დამატებითი ჯავშნის იმიტატორია დამაგრებული, იხილეთ ფოტო ქვემოთ).
  • Abrams-ის კოშკურის ჯავშანი ბრიტანულ დოკუმენტებში ± 25 °-ზე 350 მილიმეტრია, რაც 0 °-ზე მიახლოებით 400მმ იქნება.
  • Challenger 1-სა და Leopard 2-ის მონაცემები (ვოლფრამის კარბიდიანი გულარის მქონე ძველი ქვეკალიბრულებისთვის) შეესაბამება  ± 30 °-ს.
  • შვედეთის ტენდერიდან გაპარული მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ C ტექნოლოგიის ჯავშნიანი Leopard 2A4-ის მონაცემებიც საკურსო კუთხის ± 30 °-ს შეესაბამება.
  • CIA-ს დოკუმენტებში M1A1-სთვის კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგ 380 მილიმეტრია დაცვის დონე (არაა მინიშნებული საკურსო კუთხეები, სავარაუდოდ ± 25 °) - აღნიშნული ჯავშანი წესით მარტო ძველი, წოლფრამის კარბიდიანი გულარის მქონე ფოლადის ჭურვების წინააღმდეგ არ უნდა მუშაობდეს და უფრო ახალ საფრთხეებზეა გათვლილი.
  • 1980 წლის დოკუმენტში Challenger 1-ის კორპუსის დაცვა 275 მილიმეტრს უდროის, სადაც პროგნოზირებულია დაცვის ხარისხი და ჭურვების გამტანობა.
  • Leopard 2A4-ის გვიანდელმა ვერსიებმა გაუმჯობესებული ჯავშანპაკეტები მიიღეს. ყველა სხვა ძველი მოდიფიკაციები (А0-А3) უბრალოდ ჯავშნის გაუმჯობესების გარეშე გადაკეთდა Leopard 2A4-ად. პირველი თაობის ჯავშანპაკეტები 1979 წელს А0 მოდიფიკაციასთან ერთად ჩაეშვა სერიაში და ის 1979 წლიდან 1988 წალმდე გამოშვებულ ყველა Leopard-2-ზე (A0-დან A4-ის ჩათვლით) ყენდებოდა. 1988 წელს სერიაში წავიდა მეორე თაობის ჯავშანი, მას 1991 წელს მესამე თაობის ჯავშანი მოყვა - ეს ბოლო ორი მხოლო და მხოლოდ Leopard 2A4-ზე ყენდებოდა. შესაბამისად მნიშვნელობა აქვს რომელ წელშია გამოშვებული Leopard 2A4 და პლიუს ის დაბადებიდან Leopard 2A4-ია, თუ წინა მოდელების A4 დონდემდე მოდერნიზაციას წარმოადგენს.



M1E1 პროტოტიპზე კორპუსის წინა დეტალზე დამატებითი ჯავშნის იმიტატორი


Tuesday, March 19, 2019

M1 Abrams-ის ყველაზე პირველი მოდიფიკაცია


პროტოტიპის XM-1 «Abrams»-ის სადემონსტრაციო გამოსვლა ფორტ-ნოქსში. 1979 წლის 1 დეკემბერი.
ფოტოების ავტორი Eddie Mccrossan

ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე M1 ასახული. სერიული ნომერი 0049, სავარაუდოდ პირველად გამოშვებული 110 მანქანიდან (წინასერიული პარტია - Low-Rate Initial Production). განთავსებულია აშშ-ს არმიის სატანკო სკოლაში, ფორტ-ბენინგში.


შეგახსენებთ რომ წინასერიული დაბალი ტემპის წარმოების კონტრაქტი 1979 წლის 7 მაისს გაიცა. რის შემდეგაც პირველი 110 მანქანა აშშ-ს არმიას 1980-1981 წლებში მიეწოდა.  პირველმა მანქანამ კონვეერი 1980 წლის 28 თებერვალს დატოვა.

1982 წელს Chrysler Defense გაიყიდა და ის General Dynamics Land Systems-მა შეიძნა  - მთლიანობაში წინასერიული წარმოების ფარგლებში 1000-ზე მეტი M1 იქნა გამშვებული. რის შემდეგაც წარმოება სრულ ტემპზე გადავიდა და 1985 წლამდე სულ  3273 ცალი M1 იქნა აწყობილი.


Saturday, January 21, 2017

ოფიციალური დოკუმენტი M1 Abrams-ის კომპოზიტური ჯავშნის შესახებ


ინტერნეტში გავრცელდა ადრე გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირველი სერიული M1 Abrams-ის კოშკურისა და კორპუსის სხვადასხვა ადგილებში განთავსებული კომპოზიტური ჯავშნის, ეგრეთ წოდებული ბერლიგნტონის (Burlington), სქემატური ნახაზები.

Burlington-ის სპეციალური ჯავშანი, ასევე ცნობილია როგორც Chobham-ის ჯავშანი, წარმოადგენს 60-იანი წლების ბოლოს დიდ ბრიტანეთში შემუშავებული კომპოზიტური ჯავშნის სახეობას. ის სამშრიანი ფილებისგან შესდგება - რომლებსაც სხვანაირად სენდვიჩებსაც უწოდებენ, ეს ფილები გაშორიშორებული კონფიგურაციითა განლაგებული. გასაგებია რომ, ეს სენდვიჩ-ფილები,  ორ ფოლადის ან ალუმინის ფირფიტას შორის მოთავსებული ელასტიკური/რბილი შრე, არაფეთქებადი რეაქტიული ჯავშნის (ეგრეთ წოდებული NERA) პრინციპით მუშაობენ. დარტყმის შედეგად ელასტიკური შრე (მაგალითად რეზინა) შეკუმშვის მაქსიმალურ ზღვარს მიაღწევს და მერე ნახტომისებურად გაფართოვდება. ეს გახვრეტის გზაზე მეტ მასალის მიტანას გამოიწვევს და დააზიანებს თხელ და მსხვრევად პენტრატორებს, ისეთებს როგორებიცაა ფუგასური ტანკსაწინააღმდეგო (HEAT) ჭურვების, ტსმრ-ების რაკეტებისა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების კუმულაციური ჭავლი. NERA ფაქტიურად ფეთქებადი რეაქტიული (იგივე დინამიკური დაცვა) ჯავშნის პრინციპით მოქმედებს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად მოძრავი ფილებით, რადგანაც ის ფილების გადასაადგილებელ ენერგიის წყაროდ თვითონ გამხვრეტი ჭურვის ენერგიას იყენებს და არა ფეთქებად მასალებს, როგორც დინამიკურ დაცვაში.

სპეციალური ჯავშანი ტანკის ფრონტალური რაიონის გარდა (კოშკუირის წინა და კორპუსის წინა ქვედა დეტალი) ასევე განთავსებულია კოშკურის ბორტებზე და კორპუსის საბორტე ეკრანების ნაწილზე (მარჯვენა მხარის ოთხ და მარცხენა მხარის ორ სექციაზე).

ტანკის კორპუსის წინა ქვედა ნაწილი სამშრინი NERA-ს ფილების მასივისგან შესდგება, რომლებიც მთლიანი მასივის მხოლოდ ნახევარს იკავებენ. მეორე ნახევარი NERA-ს სამონტაჟე სამაგრებსა და მის უკან ჩვეულებრივი ფოლადის სქელ ფილას უკავია. კორპუსში პირდაპირი მოხვედრის შემთხვევაში, ჭურვმა უნდა გაიაროს გარე ფოლადის შრე, შემდეგ NERA-ს ოთხი სენდვიჩ ფილა და ამის შემდეგ უკანა ფოლადის სქელი ფილა.
Abrams-ის ქვემეხის ფარის ჯავშანიც კორპუსის წინა ჯავშნის ანალოგიურია, იმ სხვაობით რომ აქ სამონტაჟო სამაგრი არ აყენია. ფარს, როგორც ასეთი, ფოლადის თხელი უკანა ფილა აქვს, მაგრამ ფარის უკან არსებობს ფოლადის სქელი ჯავშანფილა, რომელიც სავარაუდოდ ქვემეხის პოჭოჭიკთანაა დაკავშირებული. აქაც, ისევე როგორც კორპუსში, ჭურვმა პირდაპირი, ყოველგვარი გადახრის გარეშე, მოხვედრის შემთხვევაში NERA-ს ოთხი შრე უნდა გაიაროს.

კოშკურის ბორტების უკანა ნაწილი ტანკის ჯავშნის ყველაზე საინტერესო ადგილია, რადგანაც მას NERA-ს სენდვიჩფილების გარდა ასევე გააჩნია სამონტაჟო სამაგრები და როგორც ნახაზიდან ჩანს, ამ სამაგრების უკან განთავსებულია დამატებითი სქელი ჯავშანი, რომელიც ორ ფოლადის ფირფიტას შორის მესამე, კომპოზიტური მატერიალითაა აღჭურვილი. ამ მატერიალის ზუსტი ბუნება უცნობია, მაგრამ არაა გამორიცხული რომ ეს ჯავშანკერამიკა იყოს. კერამიკის უკანა მხარეს გამოყენება, NERA-ს სენდვიჩების გახვრეტის შემდეგ, ჭურვის ნარჩენი ენერგიის შთანთქვის მიზნით, პირველად სენტ-ლუისში მდებარე ფრანგულ-გერმანულმა ინსტიტუტმა დააპატენტა. ითვლება რომ ჯავშნის ანალოგიური კონცეფცია Leopard-2-ზე და Leclerc-ზეა გამოყენებული.

მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს მატერიალი კერამიკაა. სხვა ვარიანტებად შუშა და silicia განიხილება, რომლებიც 50-იან 60-იან წლებში გამოცდილი იქნა როგორც საშუალო ტანკ  T95-ისა და ძირითადი საბრძოლო ტანკის, XM60-ის, ჯავშანპაკეტის კაჟიანი მატერიალი. გამოცდები აშშ-ს არმიის ბალისტიკურ კვლევით ლაბორატორიაში განხორციელდა. თეორიულად არაა გამორიცხული რომ მატერიალი, საბჭოთა ტანკებზე, Т-64-ზე და Т-72-ზე, გამოყენებული არმირებული მინაბოჭკოვანი პლასმასის ან ალუმინის სახეობასაც წარმოადგენდეს.

M1 Abrams-ის კორპუსის საბორტე ეკრანები ოთხ ან ხუთ შრიანი სენდვიჩს წარმოადგენენ, რომლებიც კორპუსის ჰომოგენური ფოლადის ჯავშნისგან საკმაოდ მანძილზე არიან დაშორებულები. გარეთა შრე ფოლადის ფირფიტაა, მას სავარაუდოდ ელასტიური ფენებისა და ფოლადის ფირფიტების  მორიგეობით შრეები მოსდევს. კორპუსის მარცხენა მხარეს მხოლოდ წინა ორი სექციაა აღჭურვილი კომბინირებული სპეციალური ჯავშნით, ეს სექციები ეკიპაჟსა და საწვავის ავზებს უსაფრთხო მანევრირების კუთხეებში (30 გრადუსი მარჯვნივ და მარცხნივ) იცავს. კორპუსის მარჯვენა მხარეს ანალოგიური ჯავშნით უკვე ოთხი სექციაა აღჭურვილი, ეს დამატებითი სექციები კორპუსში, კოშკურის ყელის უკან განთავსებულ, ჭურვების დასაფარავად გამოიყენება.


Abrams-ის დაზიანებული საბორტე ეკრანი

სამწუხაროდ არ არსებობს კოშკურის შუბლა ჯავშნის მაჩვენებელი გამოსახულება, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ როგორ გამოიყურება კორპუსის წინა, ქვემეხის ფარის და კოშკურის ბორტების ჯავშანპაკეტები, დიდად საეჭვო არ იქნება თუ ვიტყვით რომ კოშკურის შუბლშიც ანალოგიური სქემის პაკეტია განთავსებული.

საერთო ჯამში M1 Abrams-ზე გამოყენებული Burlington-ის ჯავშანი წარმოადგენს 60-70-იანი წლების ბრიტანული კონსტრუქციის ევოლუციას. ამ დოკუმენტზე გრიფის მოხსნით დადასტურდა რომ, ბრიტანეთმა ცივი ომის დროს ეს ტექნოლოგია გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას და ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუზიარა. ამგვარად შეგვიძლია ვივარაუდოდთ რომ Leopard-2-ისა და Challenger-1-ის ჯავშნის ადრეული ვარიანტები ანალოგიურად გამოიყურებოდა.

დოკუმენტის გადმოსაწერი ბმული:
SPECIFIC LOCATIONS OS SPECIAL ARMOR ON THE ABRAMS TANK


კორპუსის ფოლადის ჯავშანფილების სისქე

М1 ნაგლინი ჯავშანფილებითაა დამზადებული. კორპუსის წინა ცენტრალურ დეტალში, კოშკურის წინა და გვერდით სექციებში არსებობს სიცარიელეები, რომლებშიც სპეცჯავშანის პაკეტებია განთავსებული - რომელეიც Chobham-ის ვარიანტს წარმოადგენს და NERA-ს პრინციპით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ NERA-ს პაკეტები კარგად მუშაობს კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ და მოიკოჭლებს კინტეიკურის წინაშე. М1-ის დაცვას კინეტიკური ჭურვებისგან უზრუნველყოფს სპეცპაკეტის წინა და უკანა გაშორიშორებული ჯავშანფილები, რომელთა შორისაც საკმაოდ მოზრდილი მანძილია და ტექნიკური დავალების თანახმად ამ ჯავშანს 800 მეტრის მანძილზე 115 მილიმეტრიანი 3БМ4-ისგან უნდა დაეცვა ტანკი.

M1 Abrams-ის კორპუსის ფოლადის ჯავშანფილების სისქე, მოცემულია დიუმებში (1 დიუმი უდრის 2.54 სანტიმეტრს). საინტერესოა რომ კორპუსის წინა ზედა ჯავშანფილის სისქე 1.5 დიუმია, რაც 3,81 სანტიმეტრს უდრის. 

NERA-ას ტიპის ჯავშნის მცირე მიმოხილვა 


სპარსეთის ყურეში და ერაყის ომის დროს დაზიანებული ამერიკული M1 Abrams-ების ფოტოსურათები უჩვენებს რომ, მთლიანობაში ჯავშანპაკეტის სტრუქტურა რადიკალურად არ შეცვლილა. სავარაუდოდ გაუმჯობესება სენდვიჩებში გამოყენებული მატერიალებს შეეხო, მაგალითად ცნობილია რომ 80-იანი წლების ბოლოდან M1 Abrams-ების წინა ჯავშანპაკეტები გაღარიბებული ურანით იქნა აღჭურვილი. დღეს ტანკ Abrams-ის შუბლში უკვე მე-3 თაობის გაღარიბებული ურანის სენდვიჩებს იყენებენ (თაობა ათვლა პირობითია, სავარაუდოდ ასე აღნიშნავენ ყოველ ახალ გაუმჯობესებულ ურანის სენდვიჩის დაყენებას). ასევე არაა გამორიცხული რომ უკანა სქელი ფოლადის ფილები კომპოზიტური ან კერამიკული ფენებით შეიცვალა.

ფოტოზე კარგად ჩანს ერაყში დაზიანებული Abrams-ის კოშკურის საბორტე ჯავშნის სპეცპაკეტის ფილები. ქვედა ფოტოზე აფეთქების შედეგად გადახსნილი M1A2 Abrams-ის კოშკურაა, სპეცპაკეტი ადგილზე არაა, სამაგიეროდ პაკეტის სამონტაჟო სამაგრი არის ადგილზე.

საბჭოთა Т-72Б-ს კოშკურის შუბლა ჯავშნის სპეცპაკეტები, რომელიც ამერიკელებმა შესწავლის მიზნით გახსნეს, კარგად ჩანს ჯავშანპაკეტის სტრუქტურა, ფილებიც აქაც სამშრიანია და Abrams-ის ჯავშნის ანალოგიური პრინციპით მოქმედებს, ანუ ესეც კლასიკური NERA-ა.


ამგვარი პაკეტები Т-72Б-დან ფაქტიურად უცვლელად გადავიდა Т-90-ზე.

ასევე NERA-ას ტიპის ჯავშნითაა აღჭურვილი ებრაული ტანკი Merkava Mk-4, თუმცაღა ზემოთ მოყვანილი ტანკებისგან განსხვავებით, მასზე ეს ჯავშანი ფოლადის სტრუქტურის შიგნით კი არაა ჩამონტაჟებული, არამედ გარედანაა დამაგრებული. ქვედა ფოტოებზე კარგად ჩანს დაზიანებული Merkava Mk-4-ის ჯავშანპაკეტი.