სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ მოხსენება "National Guard and Reserve Equipment Report for Fiscal Year 2020"-ში მოყვანილია როგორც აშშ-ს არმიის რეგულარული ძალების, ასევე მისი სარეზერვო კომპონენტის (ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის) М1 Abrams-ის ტიპის და სხვა მთელი რიგი ჯავშანტექნიკით აღჭურვის 2019 ფინანსური წლის (დაიწყო 2018 წლის 1 ოქტომბერს) მონაცემები და მისი პერსპექტივები.
М1 Abrams-ის ტიპის ტანკებით დღეს აშშ-ს არმიის (სასწავლო ნაწილების გამოკლებით) აღჭურვილია 15 ჯავშანსატანკო ბრიგადა (Armored Brigade Combat Team - АВСТ) - აქედან ათი რეგულარული არმიის, ხოლო ხუთი ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში (2019 წელს დაიწყო რეგულარული არმიის კიდევ ერთი ჯავშანსატანკო ბრიგადის (АВСТ) შექმნა. АВСТ-ს საშტატო შემადგენლობაში 87 ერთეული М1 Abrams და 138 ერთეული (სხვა მონაცემებით 144) ქსმ М2 Bradley შედის. არმიის რეზერვს (AR) აღნიშნული ტექნიკა არ გააჩნია.
რეგულარული არმიის АВСТ-ს და ეროვნული გვარდიის (ARNG) ტექნიკის შემადგენლობა 2019 ფინანსური წლისთვის (არმიისა და ეროვნული გვარდიის რიგებში სულ 1313 M1 Abrams და 1760 M2 Bradley ირიცხება)
მოხსენებაში ასახული ტექნიკის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ - 15 ბრიგადა სრულია დაკომპლექტებულია M1 Abrams-ის ტიპის ტანკებით, ხოლო ქსმ М2 Bradley-ს მხრივ არმია საშტატო რაოდენობას ვერ სწვდება (არსებული 1760 ერთეულის ნაცლად 2070-2160 უნდა იყის).
დოკუმენტში ასახული გეგმების თანახმად დაგეგმილი 11 ჯავშანსატანკო ბრიგადიდან (АВСТ) 2021-2031 წლებში ათის ბრიგადის გადაიარაღება უნდა მოხდეს М1А2С (მანამდე ცნობილი იყო როგორც М1А2 SEPv.3) ტიპის ტანკებზე (თითო ბრიგადა წელიწადში), რომლებიც კონსერვაციაზე მყოფი М1А1-ებიდან უნდა გადაკეთდეს. გადაიარაღების შედეგად გამონთავისუფლებული М1А2 SEPv.2-ები 2023-2026 ფინანსურ წლებში რეგულარული არმიიდან ეროვნული გვარდიის ხუთ АВСТ-ს გადაეცემა.
2024 ფინანსური წლიდან Abrams М1А2D (ცნობილია ასევე როგორც М1А2 SEPv.4)-ის შესაქმნელად უნდა დაიწყოს სამეცნიერო-საკონსტრუქციო სამუშაო, თუმცაღა დოკუმენტში ამ მოდერნიზაციის სერიული წარმოების შესახებ არაფერია ნათქვამი.
2021-2031 ფინანსურ წლებში ასევე დაგეგმილი 11 აშშ-ს არმიის ჯავშანსატანკო ბრიგადიდან, მოხდება ათის მოდერნიზირებულ ქსმ М2А4-ზე გადაყვანა (თითო АВСТ წელიწადში). აქაც გამონთავისუფლებული М2А3 ტიპის ქსმ-ები 2023-2026 ფინანსურ წლებში ეროვნული გვარდიის ხუთ АВСТ-ს გადაეცემა.
აშშ-ს რეგულარული არმიისა (АС) და ეროვნული გვარდიის (ARNG) ჯავშანსატანკო ბრიგადების (АВСТ) მოდერნიზირებული M1 Abrams-ებითა და M2 Bradley-ებით გადაიარაღების ქრონოგრამა
აშშ-ს არმიის შემადგენლობაში ასევე შედის საბურავებიანი (8х8) ჯავშანმანქანებით - Stryker-ებით აღჭურვილი 9 ბრიგადა (Stryker Brigade Combat Team - SBCT). აქედან შვიდი ბრიგადა რეგულარული არმიის, ხოლო ორი ეროვნული გვარდიის რიგებში ირიცხება.
რეგულარული არმიის (АС) და ეროვნული გვარდიის (ARNG) Stryker-ებით აღჭურვილი ბრიგადების შემადგენლობა 2019 ფინანსური წლისთვის
გეგმების თანახმად 2021 ფინანსური წლიდან ასევე გათვალისწინებულია ყველა ჩვეულებრივ კორპუსიანი (FBH) Stryker-ის ორმაგი V-სებური ფსკერის ვარიანტში (DVHA1) მოდერნიზაციის ქრონოგრამა
თვითონ მთლიანი მოხსენების (332 გვერდიანი) ნახვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი - NATIONAL GUARD AND RESERVE EQUIPMENT REPORT FOR FISCAL YEAR 2020
No comments:
Post a Comment