Tuesday, August 20, 2019

ერთი სატანკო დუელის ისტორია - Challeneg-2 ერაყული Т-55 წინააღმდეგ


2003 წლის 6 აპრილს, ერაყში, ქალაქ ბასრაში ოპერირების დროს, ბრიტანეთის არმიის Challenger-2-ს ერაყულმა Т-55-მა, კორპუსის წინა ქვედა დეტალში, 100 მილიმეტრიანი გასროლა ჩაახუტა. წინასწარი დათვალიერებით ერაყული ტანკი მიტოვებული ჩანდა, შესაბამისად ბრიტანელების ეკიპაჟი ამ თავდასხმას არ ელოდა, თუმცა წამებში მოახდინეს რეაგირება და აღნიშნული Т-55-სთვის ეს გასროლა ბოლო გამოდგა - ის ადგილზევე იქნა განადგურებული.

თვითონ მოხვედრამ Challenger-2  უმნიშნელოდ დააზიანა - სრულიად განადგურდა მხოლოდ ROMOR-A ტიპის დინამიკური დაცვის 2 ბლოკი (ის რომელსაც მოხვდა ჭურვი და მის ზემოთ მდებარე მეორე ბლოკი) და დაზიანდა გვერდითი ბლოკები, ტანკს სხვა ზიანი არ განუცდია, ჯავშანი არ გახვრეტილა.

ფოტოზე კარგად ჩანს დინამიკურიდ აცვის განადგურებული და დაზიანებული ბლოკები

იგივე ფოტო ნათელი ფილტრებით

შემთხვევის აღწერა ბრიტანულ პრესაში


2 comments:

  1. საინტერესოა მეორე გასროლა რატომ ვერ მოასწრო ტ55-მა, ასე ვერაფერი იგრძნეს ჩელენჯერში? ალბათ თან დამიზნებული ქონდა ჩელენჯერს და თან გაისროლა სანამ ტეშკამ გადატენა... ან იმ უბედურებს ეგონათ რომ ჩელენჯერი ვეღარ გაისროდა?

    ReplyDelete
    Replies
    1. ვერ მოასწრეს იმიტომ რომ ჩელენჯერმა ესროლა საპასუხოდ.

      Delete