среда, 21 августа 2019 г.

F-15E Strike Eagle-სების უნიკალური ზედმეტსახელები და საბორტე მოხატულობა



აპრილის შუა რიცხვებში ახლო აღმოსავლეთიდან, ოპერაცია OIR (Operation Inherent Resolve)-დან საკუთარ ბაზაზე - "Mountain Home"-ზე 18 ცალი F-15E Strike Eagle-ს ტიპის გამანადგურებელი დაბრუნდა. გამანადგურებლები აშშ-ში რამდენიმე რეისად ჩაფრინდნენ, მათ თან ავიატანკერები, KC-135 და KC-10 ახლდათ

პირველი 6 გამანადგურებლიანი ჯგუფი, რომლის სახმისიც “Mazda 11-16” იყო, აშშ-ში ამა წლის 13 აპრილს დაეშვა. მომდევნო დღეს, 14 აპრილს, მომდევნო 6 გამანადგურებლიანი ჯგუფი, სახმისით “Mazda 11-26” ბრიტანეთში ჩაფრინდა, ხოლო 15 აპრილს მათ კიდევ ორი გამანადგურებელი შეუერთდა. დარჩენილი ოთხი გამანადგურებელი სახლში მომდევნო დღეებში გადაფრინდნენ.

საინტერესოა, რომ თვრამეტივე გამანადგურებელს (90-0233, 90-0234, 90-0236, 90-0237, 90-0238, 90-0240, 90-0241, 90-0244, 90-0247, 90-0248, 90- 0250, 91-0300, 91-0319, 91-0323, 91-0330, 91-0333, 91-0600 და 92-0366) მინიჭებული ჰქონდა ზედმეტსახელი და ბორტზე სახელის შესაბამისი მარკირება ჰქონდა გაკეთებული. ეს სახელები 391-ე საექსპედიციო ესკადრილიის გამანადგურებლებს ახლო აღმოსავლეთში მისიის დროს მიანიჭეს. ქვემოთ მოყვანილია 14 გამანადგურებლის მარკირება და სახელები:



“Joker” 90-0234 - აღსანიშნავია რომ გამანადგურებელს ბომბების მარკირების გარდა, რაც მისი საიერიშო გაფრენებს აღნიშნავს, მიხატული აქვს სხვა მისტიური სიმბოლოებიც - 4 ცალი თავის ქალა შუბლზე W ასოთი და ქვემოთ გადაჯვარედინებული ძვლებით და კიდევ ორი გადაჯვარედინებული პისტოლეტი, რაც ჯერ-ჯერობით ამოუხსნელი საიდუმლოა, არაა გამორიცხული განადგურებულ მაღალი ღირებულების სამიზნეებს აღნიშნავდეს

“Ares” 90-0237 (არესი - ბერძნული მითოლოგიის ღმერთი, იგივე მარსი)

“Big Nasty” 91-0330 (დიდი საძაგელი)

“Billy the Kid” 92-0366 (პატარა ბილი - ვესტერნების მოყვარულებისთვის ეს სახელი საკმაოდ ცნობილი უნდა იყოს)

“Black Widow” 90-0240 (შავი ქვრივი - ობობის ჯიში)

“Ghost Rider” 90-0250 (მრბოლელი აჩრდილი)

“Harley Quinn” 90-0238 (DC Comics-ის ერთერთი ქალი ბოროტი პერსონაჟი)

“Kraken” 90-0247 (მითიური წყლის მონსტრი)

“Leonidas” 91-0300 (სპარტელების მეფე)

“Nighthawk” 90-0248 (ღამის ქორი)

“Punisher” 90-0241 (დამსჯელი - კინოს სახელწოდება)

“Whistl’n Dixie” 90-0236

“Zeus” 91-0600 (ზევსი)

“Guardian” 90-0233 (მცველი)
  
“The Four Horsemen” 91-0323 (ოთხი მხედარი - ბიბლიური სიკვდილის მაუწყებლები)

“Cripple” 91-0333 (ხეიბარი)


Комментариев нет:

Отправить комментарий